ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

როგორი იქნება კვარაცხელია ამ მატჩის შემდეგ? - ხვიჩას ახალი სიტყვა და დიდება ამპარტავნების გარეშე!..

მატჩის შემდეგი ემოციები ჯერ კიდევ დუღდა და შესაძლოა, სათანადოდ ვერ აღვიქვით ის ამბავი, რომ საფინალო სასტვენიდან მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ ვრცელი, გულიდან წამოსული და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მიმართვა გაავრცელა. ეს ჩვენთვის ახალი სიტყვაა და არც ხშირად გვახსენდება, ასეთი ოპერატიულობით და მთელი განცდით მოთამაშეს თავისი სათქმელი ეთქვას. ყველაფერი ბრჭყვიალა ფრაზებით გაჯერებული არ ყოფილა და გარკვეულწილად, ტკივილის გაყუჩების ფუნქციაც ჰქონდა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაზეც მუდმივად ვწერდით - "კვარას" მთავარი მიზანი ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა, ის ამისთვის იღვწის, მხოლოდ

ეს აბედნიერებს და მეორე - "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი თვითკმაყოფილებას არასოდეს ეძლევა და მისი თითოეული დღის მიზანია, ის წინაზე უკეთესი იყოს, რაღაც ახალი შეისწავლოს. ჩვენებური ოცნებებში ისე არ გადაეშვება, ამან მოადუნოს, პირიქით, ის ეხმარება, უკეთესი გახდეს.

ახლა ვთქვათ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო და გვინახავს გავრცელებული ტექსტი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში. აქ აქცენტი იქნებოდა იმაზე, რომ გუნდი ბოლომდე დაიხარჯა, იყო უიღბლობა, მსაჯის შეცდომები და ა.შ. და ბოლოს - მალე მონატრებულ სკუდეტოს ვიზეიმებთ და "ამით დავკმაყოფილდეთო". ამიტომაცაა, კვარაცხელიას სიტყვების დრო, კონტექსტი და შინაარსი აღმაფრთოვანებელი. თანაც, ხვიჩას ამ ყველაფრისთვის ხომ კონსილიუმი არ გაუმართავს, პიარ-ჯგუფები არ ჩაურთავს და ტექსტის კორექტურა ორი დღის განმავლობაში არ უკეთებია; მანამდე ხომ მუხლებზე დაემხო, დათრგუნული ჩანდა, თუმცა დროებით...

77-ე ნომრის სიტყვები თავის გამართლება არაა. მას საამისო არაფერი აქვს, თუმცა პენალტის გამოუყენებლობის გამო საჭიროდ მიიჩნია, უფრო მეტი ეთქვა, თითოეული ნეაპოლელის თვალებში ჩაეხედა და გულისცემა ეგრძნო...

ის კადრებიც ძალიან ამაღელვებელი იყო, როცა ქართველ ფეხბურთელთან როგორც თანაგუნდელები, ასევე, მწვრთნელის ჩათვლით, მთელი "მილანი" მიდის და ცდილობენ, ფეხზე წამოაყენონ, აგრძნობინონ, რომ დიდია, ვარსკვლავური გზის მხოლოდ დასაწყისშია და ეს ტკივილი ძალიან მცირეა იმასთან, რაც შეიძლება ამ ლაბირინთებში შეგხვდეს. ყველას ნამდვილად არ ეცოდინება, რომ "კვარადონამ" უკვე ბევრი ნახა, არაერთი განსაცდელი გაიარა და მალე სკუდეტოს მოიპოვებს, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესოც კი გახდეს და ეს წოდება იმ ლეაოსგან გადაიბაროს, ახლა მის გუნდს რომ აჯობა.

ჩვენთვის ბედნიერებაა ის, როგორც ხვიჩას ვარსკვლავი იბადება და მას როგორც იცნობენ. წმინდა საფეხბურთო ნიუანსებში ჩვენებურისგან არასდროს იქნება მეტოქის უპატივცემულობა, სიმულაცია, აგრესია, ბოლომდე დახარჯვის პრობლემა. კვარაცხელია მოედნის გარეთაც სამაგალითოა სკანდალების, პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისა და ამპარტავნებაში გადასული დიდების გარეშე.

როგორი იქნება "კვარას" ამბები "მილანთან" მატჩის შემდეგ? პირველ რიგში, ის იმ სირთულეებს ჩაუღრმავდება, რაც ჯერ კიდევ აქვს და რისი გამოსწორებაც სჭირდება. სერია "ა"-ში 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. 14- ქულიანი უპირატესობა კომფორტულია, თუმცა სეზონი ღირსეულად უნდა დასრულდეს. თავისი ანგარიშები "ინტერთანაცაა" გასასწორებელი, მილანურ დაპირისპირებებში არბიტრის შეცდომების ნაკლებობაც არ იყო.

წლის დასაწყისში, 13 იანვარს, "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი კვარაცხელიამ ტუჩებთან თითის მიტანით აღნიშნა. მანამდე ხომ გუნდსა და მას კარგი პერიოდი არ ედგათ. კრიტიკოსების გაჩუმება ახლაც საჭიროა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში ეს ისედაც შეძლო.

ყველაფერ ამას სეზონის ბოლოს სატრანსფერო აქტიურობაც დაერთვება და ხვიჩა მზად ამისთვისაც უნდა იყოს. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად იწერება. ორივე ლიდერის გასხვისებას დე ლაურენტისი იოლად ვერ დათანხმდება, საქმე რაც უნდა დიდ თანხებთან გვქონდეს. ნიგერიელის შემცვლელს იპოვიან, თუმცა ამ დუეტის დაშლა, რომელსაც ერთად ბევრი შეუძლია, სამწუხარო იქნება. ამ ამბებზე ბევრი ნერვიულობა არ გვჭირდება, დარწმუნებული ვართ, როგორც თავად ხვიჩა, ასევე მის გვერდით მყოფი ადამიანები საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ქართველი ფეხბურთელი დიდი სატრანსფერო ინტერესით - ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და სასიამოვნოა, თორემ ამ პროცესში კარგი ბევრი არაფერია.

• alex

მაგ ბიჭი უკვე არის ღირსეული ადამიანი, აი შენისთანა ბოღმებს რა ეშველება არ ვიცი.

• კბილის მხეხავი

ბიჭო საუკეთესო როგორ იყო, როგორ?! როცა შედეგი ნული, გატანილი ბურთი ნული, გოლის თანაავტორობა ნული?! მეტი რითი იზომება თავდამსხმელის ღირებულება, ოეე?!

• ისტორია

აი მაგ ტუჩებთან თითის მიტანის ამ მაიმუნური ანგლოსაქსური ჟესტიკულაციის გადმოკოპირების გამო, ეგ ბიჭი ვერასოდეს ღირსეულ კაცად ვერ ჩამოყალიბდება. კრიტიკოსები კი არ უნდა გააჩუმო, კრიტიკოსები უნდა ალაპარაკო და თან ყურადღებით უსმინო და გამოასწორო შეცდომები.

• ალექს

ლიგის მოგება კარგია მაგრამ, მთავარია რომ კვარამ ღირსეულად და ყველაზე საუკეთესოდ ითამაშა მილანთანაც და საერთოდ პირველი სეზონია არ დაგავიწყდეთ და რამდენი სასიამოვნო პასი და გოლების ვიდეოებია უკვე შეკრული. მაგარი ხარ კვარა

• არდილეს

გააზრებული კი არა, ბოდიალობს რაღაცას

• D0N

დედა არ გებრალება და კვარა მოგეწონება?!

• აბდულაი

როგორი იქნება და ძალიან კარგად...ქართული სპორტი როგორ არის იმას მიხედეთ პერსპექტიული ბავშვები რომ იჩაგრებიან გუშინდელი ჭიდაობის არ იყოს. ხვიჩა ყოველთვის კარგად არის ...

• ჯიჯი

შენ არახარ ქართველი, შენ 100% სომეხი ხარ.

• ჯიჯი

ძალიან გააზრებული სტატიაა, ყოჩაღ ავტორს! კვარას ახლა სჭირდება გვერდში დგომა, იგრძნოს რომ ძალიან დიდები მიდიან მსგავს მომენტში პენალტის დასარტყმელად, შესაბამისად დასაფასებელია კვარას ეს გაბედული ნაბიჯი. გუნდის პრეზიდენტი ვერ დაიჯერებდა სეზონის სტარტზე ნაპოლი 1/4 ფინალს რომ ითამაშებდა და ჩვენ ლიგის მოგებას ვთხოვთ კვარას))) მოვა მაგის დროც და ჩვენი ბიჭი დაიპყრობს მწვერვალებს!

• გიორგი

კითხვა მაქვს გაწიწმატებულ კრიტიკოსებთან. იხახით, ხვიჩამ მეტი უნდა აიღოს თავზე და დაამტკიცოს რომ მაგარიაო. ამას რომ აკეთებს, ყოველთვის არ გამოუვა, რადგან ძალიან მაღალი დონის მცველები ეთამაშებიან. არც პენალტია 100% შანსი. საერთოდ, 100% არაფერია.

• სანდრო

კი მე მეგულება. ყველა ლიბერალი ნაც სეკთის თამადობით, ყველა ურწმუნო დემონები და დომენიკო მანგოს ნაირი სატანები!!!

• Gogi

ყველა ვთანხმდებით რომ ხვიჩა მაგარი ბიჭია და ვგულშემატკივრობთ. მაგრამ რაც ახლა აქ ხდება არის მარაზმი - როდემდე უნდა გადავყვეთ ერთ გაფუჭებულ პენალტს? რა პანაშვიდები და თავზე ნაცრის ყრაა? ფეხბურთი კაცების თამაშია და ხან ასე იქნება ისე, რად უნდა ამდენი ვაივიში? ნუ ვბუქავთ ყველაფერს და მაგ ბიჭსაც ვსტრესავთ, ისედაც ბევრი ყავს როგორც ჩანს გარშემო მოფუთფუთეები. ევროპის 8 გუნდში გავდნენ და სკუდეტოს იგებენ….მეტი ტაქტიკური და ტექნიკური განვითარება ჭირდება ხვიჩას. ახლოსაა, მაგრამ არაა ჯერ ტოპი და ამაზე უნდა იყოს კონცენტრიტებული.

• გიორგი

რა იდიოტური სახელიც დაირქვი აქ, ისეთ აზრებს აფრქვევ, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი და საწყენი! რატომ? იმიტომ რომ ..., მოდი თავად გამოიცანი, ასე ჯობია! რა თქმა უნდა: მოგიკითხავ :-)

• ობიექტური

წარმატებები ხვიჩას!!!!!! არ მეგულება ქართველი რომ კვარას წარმატება არ გაუხარდეს, მაგრამ ხვიჩასგან ამ ეტაპზე ცოტა მეტს ხომ არ ვითხოვთ? კითხვა მაქვს და მაინტერესებს პასუხები რას ფიქრობთ? კვარა მსოფლიოს ათ(10) საუკეთესო მარცხენა გარემარგებში შედის?

• დავით გოგოლაძე

ეს ლეაოო ავატარის პერსონაჟს მაგონებს თავისი არაამქვეყნიური სისწრაფით

• დავით გოგოლაძე

ეს ლეაოო ავატარის პერსონაჟს მაგონებს თავისი არაამქვეყნიური სისწრაფით

• მე ქართველი ვარ კი არა შენ ბოროტი ხარ

შენ ბოროტი ხარ და უგულო

• mister

ბოღმისგან არ გასკდე.

• LB

რა სწორი ყოფილა ქეცბაია ქართველ ფეხბურთელებზე საუბრისას. ვინ უსმენდა თორე

• las

არაა ეგრე. ხვიჩა ჯერ 22 წლის არის თან საიდან გადავიდა? საქართველოდან. არ აქვს გამოცდიელბა. რო იძახი მარადონაო. რამდენი წლსი იყო იციე მარადონა მსოფლიო რო მოიგო? 26 წლის. მესი კიდევ 35 ლწის იყო მსოფლიო რო მოიგო. ნახევარი წლის ჩასული ბავშვი რომ ნაპოლის ლიდერია, სერაია-ა-ს საუკეთესო მოთამაშე. ოქროს ბურთის კანდიდატებში ათეულშია. არაა საკმარისი? რატომ ითხოვ რომ მარტომ ათრიოს მთელი გუნდი. კი ბატონო შეეძლო, რომ გაეტანა ის ბურთები გმირი იქნებოდა მაგრამ ვერ შეზლო. მიიღებს გამოცდილებას და შეზლებს სხვა დროს

• მირზა

ვითომ ქართველებს და ვითომ ფეხბურთის მცოდნეებს-ხვიჩა არის ტოპ ფეხბურთელი და თანაც ადამიანი და არა მანქანა, რომ შეცდომა არ მოუვიდეს(თუმცა მანქანაც ურევს ხანდახან).მანახეთ უშეცდომო ფეხბურთელი. თუ პელეს, მარადონას, მესის, რონალდინიოს... შეცდომები და აცილებული პენლები არ გინახავთ.თქვენი ღვარძლი სხვაგან დახარჯეთ, ჩვენ კი გვაცალეთ ამ ბიჭის თამაშით ტკბობა! თქვენნაირებთან ფეხბურთის ნიუანსების გარჩევას ხომ საერთოდ აზრი არა აქვს>

• “მე ქართველი ვარ”-ს

თქვენგან ნამდვილად ვერ დავინახეთ ჯანსაღი კრიტიკა!!!

• მე ქართველი ვარ-ს გულშემატკივარი

აშკარად არაფერი გაგეგებათ ფეხბურთის და ჩემი რჩევაა რომ შეეშვათ კომენტარების წერას!!! ან შური გალაპარაკებთ,ბოროტი შური!!!

• ეჰ

მამაშენს ჰკითხე,ქართველია?

• las

დისლაიკები ალბატ მესის ფანებმა დამიწერეს, როგორ გავბედე და მესი 22 წლის ასაკში 3 გოლს ვერ იტანდა . ეგ როგორ თქვიო :)

• მე ქართველი ვარ

ეს უსარგებლო პიარი რამეს მოუტანს ხვიჩას? რაც ვერ შეძლო და ვერ გააკეთა ამას უშველის ეს ქება დიდება? რა კვარადონა რის კვარადონა....ყოფილიყო ბათუმის დინამოში და ებრწყინა...ნაპოლი ...ჩემპიონთა ლიგა...არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.!!!!

• დათო

ფეხბურთს თამაშობს 11 კაცი. ერთ ბავშვს გინდათ აკიდოთ მთელი ტვირთი. კვარა და ოსიმენი გამოაკელი და ნაპოლი ატალანტას დონეა. სკუდეტოსაც მცირე უპირატესობით მოიგებს ნაპოლი.სპალეტი უფრო რეალისტია.

• მე ქართველი ვარ

ლაპარაკი იმაზე რაც არ არის,მტკიცება იმის რაც არ არის,შავზე თეთრის ძახილი...ეს დანერგა ოცნებამ საქართველოში და ამას აკეთებს ეხლა ვაი გულშემატკივარიც...ჯქნსაღი კრიტიკა დაეხმარება ხვიჩას და არა უაზრო პიარი...

• მე ქართველი ვარ

რა ჯოხი რის ჯოხი,ეს უაზრო ლაპარაკები აღარ უნდზ შეწყდეს? 2 მეტრიდან ვერ გსიტანა პირველ თამაშში და ეხლა 11 მეტრიდან. დიდი ფეხბურტელები ასეთ შეხვედრებში ორიდან ორივე შანსს იყენებენ.ამან კიდე ორივე გამაზა. წერტილი.

• რატი

სიმართლე და ცბიერი კომენტარები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ..........!

• las

მთლიანად გუნდმა ჩააგდო თამაში. ერთადერთი ხვიჩა იყო ის მოთამაშე ვინც ლიგის 1/4 -ში თამაშს იმსახურებდა. დანარჩენი ყველა იყო უკლასო არაფრის მაქნისი. ამიტომ ყველა ჯოხი ხვიჩაზე გადატყდა. და მას წაეყენა ის მოთხოვნები რაც შეუსაბამო იყო. მოთხოვნა იყო გააკეთე ის რასაც მესი აკეთებს და გაიტანე 3 გოლი. მაგრამ 22 წლის ასაკში ამას მესიც ვერ აკეთებდა.

• გიორგი

ხვიჩას ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება და ეს სტატია სწორედ ამ ოპერიდანაა. ხვიჩას ზედმეტი ქება მისთვის ცუდია, თუმცა მოზომილი ქება აუცილებელია. დაუჯერებელი წარმატებაა რასაც ამ ფეხბურთელმა ერთ სეზონში მიაღწია! გაიხარე ხვიხჩა!

• 100%

კვარაცხელიების ოჯახს ენაცვალოს, ჩემი თავი, მაგრამ ამ ,,ნაპოლით,, და ამ შემადგენლობით გვინდოდა ლიგის მოგება? ორი-სამი ფეხბურთელით მოგებული ლიგა არ არსებობს. ამ ორი-სამი ფეხბურთელის გამოკლებით ნახეთ, ვის რა ,,სასტავი,, ყავს. დონეს ხომ გააჩნია. სკუდეტო და ლიგაზე აქამდე მოსვლა ვნახეთ ვის მხრებზე გადაიარა. ჩვენს ბრილიანტს მთელი ცხოვრება წინა აქვს და ჩვენც ბევრს ვისიამოვნებთ. შედარებები ეხლა არ გვინდა, მაგრამ ხვალ-ზეგ და შემდეგ სეზონში არავინ იცის რა მოხდება. ბევრჯერ მითქვია და კიდევ ვიტყვი, აგუგუნდება დიდუბეში სტადიონი!

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

სწორია სტატიაა. ტრიპაჩობა ამ თამაშის მერე საგრძნობლად დავარდება და იქნებ ფეხბურთზე იფიქროს და არა მანქნებზე შეყვარებულზე და ინსტაგრამზე. არ გინდა ფეხბურთი შვილო და ნუ ტანჯავ აქაურ 14 წლის ბავშებს და შენ თავსაც ნუ იტანჯავ. რამდენჯერ დავწერე რო კვარაცხელია იმის მერეა მკვდარი რაც ურალთან თამაში დაზიანება მიიხო 2020 წელს. 2019-2020 წელს მაგრა ითამაშა მაგრამ მაგის მერე ამას უკუსვლა აქ . მარტო თამაშებს შეხედეთ მაშინ მინდორზე როგორ დასრიალებდა მესივით და ბურთს როგორ ფლობდა და გრძნობდა. ნუთუ ფეხბურთი ცოტას მაინც არავინ ერკვევა აქ რო სექტანობა დროებით გვერძე გადადო და სიმართლეს თვალებში ჩახედო ?

• G.A.L.

ობიექტური კრიტიკა ხვიჩას ნამდვილად არ აწყენს!

• არჩი

საინტერესო სურათია ლეაოსთან - თითქოს ესალმებიან ერთმანეთს, მაგრამ ერთიც სხვა მისამართით იყურება და მეორეც.

• Suxumchanin

კარგი სტატია-ანალიზია, ყველაფერი ზუსტადაა ასახული

• გიორგი

გეთანხმები ბატონო დავით და უკვე გულიც მწყდება, იმიტომ რომ წამოვა ეხლა კრიტიკის ქარცეცხლი!!! გაძლება მოგცეს!

• დავითი

კარგი ფეხბურთელია ხვიჩა,მაგრამ სიმართლე ისაა,რომ ნაპოლის გაყვანა ნახევარფინალში,ორივე თამაშს თუ გავაანალიზებთ,მხოლოდ მის ხელში იყო.მილანში პირველივე წუთებზე გასატანი ვერ გაიტანა,ელმასი რომ შეემჩნია უფრო დიდი შანსი იყო რომ გოლი გასულიყო და მერე ისეთი თამაში წავიდოდა რომელიც ნაპოლის უფრო აწყობდა,ნეაპოლში,მართალი თვითონ შეიქმნს საგოლე მომენტი,მაგრამ მახვილი კუთხიდან თუ ურტყავ,უნდა გაიტანო,თუ არა და მისი თანაგუნდელები უკეთეს პოზიციაში იყვნენ,მათთვის უნდა გადაეწოდებინა,მერე იყო და ეს ავბედითი თერთმეტმეტრიანი.ამ სამ მომენტს შეეძლო ნაპოლი შემდეგ ეტაპზე გაეყვანა.მე ვეთანხმები სპალეტის,ხვიჩას ამდენი ქება მისთვის უზარმაზარ ტვირთად იქცა,ისიც ცდილობს გაამართლოს,ცდილობს გოლი გაიტანოს და გმირად იქცეს,ამ დროს უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელებს ვეღარ ამჩნევს.

• კახა

ყველა ვინც აუგს ამბობს შეუგნებელი რეგვენია, მარადონას მესის კრუიფს ჩაუგდიათ თამაშები თან პიკის დროს ხვიჩას ყველაფერი წინა აქვს. კარგი თუ არ კითხულობს ჩვენ კი ვისაც გვინდა და გვჯერა რომ კიდე უფრო მწუხარედ იტყვის თავისას გაგინებთ თქვენ ურა გულშემატკივრებო: გაიპარეთ გაიპარეთ

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ