8 გოლი ორ მატჩში: რომში გერმანელი გოლეადორი შეუყვარდათ

33 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ, რომელიც რომის „ლაციოში“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადავიდა, იტალიური თავგადასავალი ძალიან კარგად დაიწყო. ჯერ იყო და, აურონცო დი კადორეს ნაკრებთან პირველ ტაიმში 5 გოლი გაიტანა (ლაციალემ თამაში 16:0 მოიგო), მერე კი, „პიევიჯინასთან“ 8:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკიც შეასრულა.

8 გოლი ორ მატჩში - მართალია, ამ შემთხვევაში ამხანაგურ შეხვედრებზე გვაქვს საუბარი და თანაც, სუსტ მეტოქეებთან, მაგრამ 8 გოლს ხომ გატანა უნდა და რომაული კლუბის ფანებს კლოზეზე უკვე აბოდებთ. ამიტომაცაა, „გაძეტა დელო სპორტმა“ გერმანელი ფორვარდის სტარტი „ლაციოს“ შემადგენლობაში ლეგენდარული სიმღერის, O sole mio-ს ინტერპრეტაციით რომ დაასათაურა - O KLOSE MIRO!

სტატიაში კი, ყველაზე პოპულარული იტალიური სპორტული გაზეთი წერს: „კლოზე „ლაციოს“ საგოლე გარანტია! ჩვენ კი არა მარტო მიროს გოლების რაოდენობა გვაოცებს, არამედ მისი თამაშის სტილიც და ის, რომ ვეტერანი გერმანელი გოლეადორი იტალიური ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილი ყოფილა.“

მირო ქებით ცაში „კორიერე დელო სპორტმაც“ აიყვანა: „კლოზე-შოუ გრძელდება! ახლა მთავარია, რომ კლოზემ ოფიციალურ მატჩებშიც გაიტანოს და „ლაციოს“ ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდება. აქამდეც ვიცოდით, რომ მირო მეტოქის კართან ცივსისხლიანი იყო, მაგრამ ახლა, როცა ცოცხლად ვხედავთ, როგორ თამაშობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდან აღმოვაჩინეთ!“

„ბილდ ამ ზონთაგმა“ კლოზეს საინტერესო ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ჰერ კლოზე, იტალიაში სხვა არცერთ ახალწვეულს არ აქებენ ისე, როგორც თქვენ.

- მართალია, გაზეთების კითხვა ჯერ არ შემიძლია, მაგრამ მეუბნებიან, შენზე მხოლოდ კარგს წერენო, რაც ძალიან მიხარია. „ლაციოში“ თამაში ძალიან მსიამოვნებს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადადგმულ ნაბიჯს ოდნავადაც არ ვნანობ.

- მაგრამ?

- ...ეს ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია, გოლები კი ორივე შემთხვევაში ძალიან სუსტ მეტოქეებს გავუტანე. შესაბამისად, ჩემი აზრით ჯერ დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა. ფაქტია, რომ კარგ ფორმაში ვარ და არც მონდომება მაკლია, რასაც აქ ყველა აღნიშნავს, მაგრამ ჯერ მაინც ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ „ლაციოში“ კარგად დავიწყე. მთავარი ამბები 27 აგვისტოს დაიწყება, როცა იტალიის ჩემპიონატი აიღებს სტარტს და მერე უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება იმას, თუ რამდენი გოლი გავიტანე ტესტ-მატჩებში.

- გულახდილად გვითხარით, „ლაციოში“ ყოფნა „ბაიერნში“ ყოფნაზე მეტად გსიამოვნებთ?

- ფეხბურთის თამაშით მე ყველგან და ყოველთვის დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თუმცა „ბაიერნში“ ბოლოს ძალიან იშვიათად გათამაშებდნენ და ლოგიკურად, „ლაციოში“ ყოფნა უფრო უნდა გსიამოვნებდეთ - „ლაციალეს“ ძირითად შემადგენლობაში თამაში ხომ ფაქტობრივად გარანტირებული გაქვთ...

- მოდით, ასე ვიტყვი: „ბაიერნში“ ბოლოს ყველაფერი ისე აღარ იყო, როგორც მე მინდოდა, რომ ყოფილიყო. ლუის ვან გაალს ჩემგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და აშკარად ჩანდა, რომ მის კონცეფციაში ვერ ვჯდებოდი. მართალია, ვან გაალი „ბაიერნში“ ახლა აღარ მუშაობს, მაგრამ მაინც... თუმცა, ფაქტია ისიც, რომ რეკორდმაისტერში 4 ძალიან ლამაზი წელიწადი გავატარე. ცოტა ხნის წინ ზუსტად ეს ვუთხარი „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესაც და იმ ოთხი წლისთვის მადლობა გადავუხადეს. რეკორდმაისტერში ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ მიუნხენურ გუნდში ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა.

- „ლაციოში“ კი ასე არ არის...

- ვფიქრობ, „ლაციოს“ დარი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, რომ ახალ სეზონში კარგი სტარტი ავიღოთ. გუნდში ბევრი ახალწვეულია და მათ შეთამაშება სჭირდებათ. კარგი სტარტი კი კარგი განწყობის გარანტია იქნება. თავის მხრივ, კარგი განწყობა და ეიფორია გარკვეულწილად წარმატების გარანტიაცაა. ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა გამოვა.

- თავს გუნდის ლიდერად გრძნობთ?

- დიახ, ამისათვის საკმარისი გამოცდილება მაქვს და ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რისთვისაც „ლაციომ“ გადამიბირა, სწორედ ჩემი გამოცდილება იყო. აქ ყველამ ძალიან მეგობრულად მიმიღო. ნამდვილი ლიდერი კი მაშინ ვიქნები, როცა ოფიციალურ მატჩებშიც კარგად ვითამაშებ და გოლებს გავიტან.

- თანაგუნდელებს რა ენაზე ესაუბრებით?

- ინგლისურად. ცოტა იტალიურად და გერმანულადაც. 7 ივლისის შემდეგ შეკრებაზე ვიყავით და მეც იძულებული გახლდით, ბევრი მელაპარაკა. იტალიური ძალიან ადვილი ენა გამოდგა - სიტყვებს სწრაფად ვითვისებ და უკვე ბევრ რამეს ვიგებ. შეკრებაზე წიგნებიც მქონდა წაღებული და იტალიურში ვმეცადინეობდი. ძალიან მელოდიური და ლამაზი ენაა.

- 10 აგვისტოს გერმანია ბრაზილიას ამხანაგურად ეთამაშება. როგორ ფიქრობთ, სასტარტოში იქნებით?

- თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ფაქტია, რომ კარგ ფორმაშიც ვარ. იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ უნდა მოვხვდე.

- ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, გამორიცხული არაა, რომ კლოზე და მარიო გომესი ძირითადში ერთად ვათამაშოო...

- თუ ტაქტიკურ სქემას ოდნავ შევცვლით, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება - პირიქით, რაც უფრო მოქნილები ვიქნებით, მით უკეთესი. ასე ხომ ყველას უფრო გაუჭირდება ჩვენს წინააღმდეგ ასპარეზობა. მოკლედ, რატომაც არა?

- მომდევნო თვეებში, გერმანიის ნაკრებში გერდ მიულერის ლეგენდარული რეკორდის დამხობა შეგეძლებათ - ამისათვის საჭიროა, რომ 68-გოლიან კვოტას გადააჭარბოთ. ნაციის ბომბარდირი ძალიან ავადაა... გერდთან კონტაქტი გაქვთ?

- „ბაიერნიდან“ მითხრეს, გერდი თავს უკეთ გრძნობსო და შვებით ამოვისუნთქე. იმედია, ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუუარესდება. ის ყველა დროის საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელია. მისი ყველა რეკორდიც რომ დაემხოს, მიულერი მაინც ყველა დროის საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა