მიუხედავად იმისა, რომ კვირას ბრემენში კოკისპირულად წვიმდა და მხოლოდ 13 გრადუსი იყო, სეზონის გახსნას „ვეზერშტადიონზე“ 20 000 ფანი დაესწრო
გასულ უქმეებზე დამტკიცდა, რომ ბრემენის „ვერდერს“ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფანები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ „მუსიკოსებმა“ გასული სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარეს და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ კვირას ბრემენში კოკისპირულად წვიმდა და მხოლოდ 13 გრადუსი იყო, სეზონის ოფიციალურ გახსნას „ვეზერშტადიონზე“ მაინც 20 000 ფანი დაესწრო და რაც მთავარია, ყველა ბედნიერი იყო!

გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ მოთამაშეებთან ძალიან ახლოს მიდიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ავტოგრაფებს ართმევდნენ. შემდეგ გაიმართა შოუ-პროგრამით გაჯერებული ვარჯიში სხვადასხვა ეფექტებით. „არ მეგონა, რომ მაინც ამდენი ფანი მოვიდოდა, რადგან ძალიან ცუდი ამინდი იყო, - გაოცებული გახლდათ „ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს გუნდს შესანიშნავი ქომაგები ჰყავს!“

ალოფსმა სტუმართმოყვარე მასპინძლოს როლი იკისრა და ფანებს მადლობა კარგი ცნობებით გადაუხადა. ყველაზე კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ბრაზილიელი მცველი ნალდო ძალიან მალე გამოჯანმრთელდება - შეგახსენებთ, რომ „ვერდერის“ დაცვის ბურჯს ფეხბურთი წელიწადია არ უთამაშია. იმედი გვაქვს, რომ ნალდო ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებსო, აუწყა ფანებს ალოფსმა. კარგად მიდის ახალწვეულ მეჰმეთ ექიჩის გამოჯანმრთელების პროცესიც, რომელიც ამ დღეებში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მართალია, სუპერვარსკვლავებს ვერ ვყიდულობთ, მაგრამ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. ვარჯიშები შესანიშნავად მიმდინარეობს, ყველა ფეხბურთელი მონდომებულია, თავს არავინ ზოგავს. შესაბამისად, მეც და მთავარ მწვრთნელ თომას შააფსაც გული კარგს გვიგრძნობს,“ - ამბობს ალოფსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს