ზაფხულის არდადეგების შემდეგ "ლოტუს-რენოში" ბრუნო სენას ელიან
სერიოზული ცვლილებები იგეგმება "ლოტუს-რენოში". როგორც ჩანს, ფრანგული საჯინიბოს ხელმძღვანელობას არ აწყობს ტრავმირებული რობერტ კუბიცას შემცვლელის ნიკ ჰაიდფელდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგები და მისი შეცვლა გადაწყვიტა.

გუშინ "ლოტუს-რენოს" პრეს-სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უნგრეთში მომავალ სარბოლო უქმეებზე პარასკევის პირველ თავისუფალ პრაქტიკას არა ჰაიდფელდი, არამედ ბრაზილიელი ბრუნო სენა ჩაატარებს.

"აღელვებული ვარ იმის გამო, რომ საშუალება მექნება "ლოტუს-რენოს" საჭეს მივუჯდე. ძლიერ გუნდებში ასეთი შანსი იშვიათად ჩნდება და მადლობელი ვარ "ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობის, რომელიც საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მაძლევს", - განაცხადა სენამ.

მაგრამ, როგორც ევროპული პრესა ვარაუდობს, ბრაზილიელმა პილოტმა, შესაძლოა, სულ მალე რბოლებში ჩაანაცვლოს ჰაიდფელდი. ირკვევა, რომ ივნისის შუაში "ლოტუს-რენოს" მფლობელი ბრაზილიას ეწვია და იქ მოლაპარკებები გამართა ბრუნო სენას პოტენციურ სპონსორებთან. სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორი იმის შესახებ, სენამ, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე შეცვალოს გერმანელი პილოტი. ახლა ამ თემაზე უფრო აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი, რადგან ბრუნო პარასკევის სესიაზე მიიწვიეს.

რამდენიმე დღის წინ ჰაიდფელდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ჰუნგარორინგზე" ახალ ჩასაბერ სისტემას გამოცდიდა, მაგრამ გუნდმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ეს მისია სენას დააკისრა.

"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელმა ერიკ ბულიემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ კმაყოფილი არ არის ჰაიდფელდის შედეგებით, თანაც გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს და სენას სპონსორები მისწრება იქნება საჯინიბოსთვის.

თუ ჭორებს დავუჯერებთ, "ლოტუს-რენოს" შემადგენლობაში ცვლილება ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოხდება, ბევრს კი გარანტირებული ჰგონია ბრუნო სენას ბრაზილიის გრანპრიზე გამოსვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
იმედია Senna–ს გვარი კვლავ გაჩნდება F1–ის ლისტებში. აირტონს უთქვამს: თუ თქვენ გგონიათ რომ სწრაფი ვარ, დაელოდეთ ჩემს დიშვილს – ბრუნოს!!!
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა