სანამ ლუის ჰემილტონი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შამპანურს მიირთმევდა, ჯენსონ ბატონის მანქანა მოშლილი ჰიდრავლიკის სისტემით ბოქსებში იდგა
სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ გერმანიის გრანპრის ფინიშს "მაკლარენის" პილოტები: სანამ ლუის ჰემილტონი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე შამპანურს მიირთმევდა, ჯენსონ ბატონის მანქანა მოშლილი ჰიდრავლიკის სისტემით ბოქსებში იდგა.

ასე რომ, გერმანული უქმეების შედეგი არა მხოლოდ ბრიტანელ პილოტთა განწყობაზე, არამედ "კასტროლის" სარბოლო რეიტინგში მათ მდგომარეობაზეც აისახა.

ნიურბურგრინგზე გამართული რბოლის შემდეგ კლასიფიკაციაში პირველი ოთხი ადგილი უცვლელი დარჩა, სამაგიეროდ, კვირას მოპოვებული გამარჯვების წყალობით ჰემილტონმა ხუთეულში დაიბრუნა ადგილი, რომელიც ორი კვირის წინ დაკარგა. შოტლანდიელმა დარიო ფრანკიტიმ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ინდიკარის ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე და ისევ უკან დახევა მოუწია.

ბატონს კი გერმანიაში რბოლის მიტოვება რეიტინგში მერვე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. 2009 წლის ჩემპიონს მოაკლდა ქულები, რომელიც შარშან ამ დროს სილვერსტოუნის რბოლაში მეოთხე ადგილზე გასვლისთვის მიიღო და ამიტომაც წინ გაუშვა ნასკარის სეზონის ლიდერი კარლ ედვარდსი. კიდევ უფრო მეტი - ოთხი პოზიცია დაკარგა ნიკო როსბერგმა, რომელიც 2010 წელს ბრიტანეთის გრანპრის პოდიუმზე იდგა. სამაგიეროდ, ფელიპე მასამ აიწია ორი საფეხურით - ახლა ბრაზილიელი მე-13 ადგილზეა.

უნდა აღვნიშნოთ რომან გროსჟანიც - GP2-ის პილოტი შესანიშნავ სეზონს ატარებს და რეიტინგში უკვე 39-ე ადგილზე იმყოფებდა. ის "ფორს ინდიას", "ტორო როსოსა" და "უილიამსის" პილოტებზე მაღლა დგას, ასევე უსწრებს "ტურიზმის" კლასის ლიდერ რობერტ ჰაფს.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 28 974

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 861

3. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 21 074

4. ს. ლოები (რალი) 19 869

5. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 18 637

6. დ. ფრანკიტი (IndyCar) 18 087

7. უ. პაუერი (IndyCar) 17 389

8. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 568

9. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 16 163

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 15 013

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა