მარკ უებერმა "რედ ბულთან" კონტარქტი გააგრძელა
"მერსედესის" პილოტი ნიკო როსბერგი ამ კვირას უნგრეთში თავის საიუბილეო, მეასე გრანპრის ჩაატარებს. მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის კეკე როსბერგის ვაჟი 2006 წლიდან გამოდის ფორმულა 1-ში და დღემდე ერთი რბოლაც არ აქვს მოგებული - ეს ერთ-ერთი სარეკორდო სერიაა ჩემპიონატის ისტორიაში, მაგრამ გერმანელს სტატისტიკა არ ანაღვლებს.

"უნგრეთში მეასე გრანპრის ჩავატარებ - საოცარი ციფრია, თუნდაც იმიტომ, რომ მამაჩემი მთელი კარიერის განმავლობაში 114-ჯერ გავედა სტარტზე. სასიამოვნოა იუბილე, მაგრამ საერთო ჯამში სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ.

მოუთმენლად ველი უნგრეთის გრანპრის. მომწონს ჰუნგარორინგი. იმედი მაქვს, ამჯერად უკეთ ჩაივლის ყველაფერი, ვიდრე შარშან, როცა ფინიშამდე ვერ მიავაღწიე. უნდა გავერკვეთ სარბოლო მახასიათებლებში, რადგან ნიურბურგრინგზე კვალიფიკაციაში მანქანა ისევ უფრო კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე რბოლისას. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას გადავწყვეტთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ", - ამბობს "მერსედეს გრანპრის" პილოტი.

ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "რედ ბულის" ავსტრალიელი პილოტი მარკ უებერი უახლოეს დღეებში ერთი წლით გააგრძელებს კონტრაქტს ავსტრიულ საჯინიბოსთან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბევრი ჭორი დადიოდა იმის შესახებ, თითქოს უებერს "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ან "ტორო როსოს" რომელიმე წევრი შეცვლიდა, მაგრამ ახლა განცხადებით გამოვიდა "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი - მისი თქმით, უებერთან ხელშეკრულების გაგრძელება გადაწყვეტილია და კონტრაქტზე ხელის მოწერა უბრალო ფორმალობა გახლავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო