გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 85 წუთი გაატარა. იტალიურმა მედიამ ხვიჩას თამაში დადებითად შეაფასა, თუმცა ზოგიერთი გამოცემა აღნიშნავს, რომ მისგან უფრო მეტს ელოდებიან.

"მის წინააღმდეგ მეტოქე მუდამ ორმაგ, სამმაგ მეურვეობას მიმართავდა. კუადრადოს სიმულაციებს თავი აარიდა და სიმწიფის გამოცდა კიდევ ერთხელ ჩააბარა. მუდამ ცდილობს, რომ თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს" - Areanapoli 6 ქულა.

"ბურთს 73-ჯერ ეხება და მუდამ არაპროგნოზირებადია. გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება ვერ მოახერხა, თუმცა ქართველს მუდამ ორი ან სამი ფეხბურთელი მეურვეობს, რაც გუნდის თამაშზე დადებით გავლენას ახდენს" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"მის წინააღმდეგ მუდამ ორმაგი მეურვეობაა დაწესებული. ქართველი ნაკლებად დამანგრეველი მოთამაშეა, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. "იუვენტუსთან" ბევრს ცდილობდა, თუმცა უმეტესად არაფერი გამოუვიდა" - Eurosport-ი 6 ქულა.

"დრიბლინგის ღილაკი მუდამ ჩართული აქვს, თუმცა ესთეტიკა პრაქტიკას ხშირად სჭარბობს" - Corriere Della Sera 6 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

ფეხბურთი
"დრიბლინგის ღილაკი მუდამ ჩართული აქვს, თუმცა ესთეტიკა პრაქტიკას ხშირად სჭარბობს" - Corriere Della Sera, რატომ ხდება ეს? სპალეტი წარმოშობით არის ჩრდილოეთ იტალიიდან და იქაური ხალხი ნახევრად ავსტრიელები არიან ან ნახევრად გერმანელები, შესაბამისად სპალეტი კვარას სთხოვს უფრო პრაგმატულად ითამაშოს ფეხბურთი და არა შემოქმედებითად როგორც მას სჩვევია და როგორც მას უხდება, კიდევ ერთი წელი და გუნდიდან კვარა უნდა წავიდეს რადგანაც მას ზღუდავენ შემოქმედებითი ფეხბურთის თვალსაზრისით.
ჩემი აზრით
ასე მგონია ხვიჩას გარშემო ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, არა მარტო საქართველოში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.ამიტომ ზედმეტად მონდომებულია რაც მის თამაშზე ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს.თითქოს სილაღე და სიმსუბუქე დააკლდა.მაგრამ მალე ნახავთ ცოტა ხანში ისეთივე ხვიჩა დაგვიბრუნდება იმიტომ რომ იშვიათი ტალანტია.
G.LA
მთლიანი ნაპოლი აღარ არის ისეთი დამანგრეველი და ხვიჩა ნაპოლის ყველა მოთამაშეებიდან უფრო დიდი დროა, რაც გადაბმულად თამაშობს. მსოფლიოზე დაისვენა და მანამ რუბინიდან ბათუნში შემდეგ მოსამხადებელზე ნაპოლიში, ასე გააგრძელა სეზონი. გუშინ 3 მომენტი იყო ისეთი რომ ყველას ეთქვა დამანგრეველიაო. ერთზელ ლოსანომ დაადო თავი და პასი არ გაუკეთა სადღაც დაარტყა, მეორედ ოსიმენთან უნდოდა გათამაშება, პასი მისცა და შევიდა მაგრამ ოსიმენმა ვერ თუ არ შეაყოლა ბურთი, მესამედ ნდობელემ ბოდიშიც მოიხადა რომ მიხვდა რა იდოტობა გააკეთა, მანაც სადღაც დაარტყა. მთლიანი თამაში მშვენივრად ჩაატარ და ამ მომენტებში თანაგუნდელებსაც რომ ეყოჩაღად დამანგრეველ ხვიჩასაც ნახავდნენ.
კაპიტან გარდენბურგი
100 % ეგრეა
არტ
კაი ერთო თქო. სეზონის ბოლოა, გუნდი ფაქტიურად ერთი შემადგენლობით თამაშობს და ყველა გადაღლილია და ფორმის პიკი ყველას გადავლილი აქვს. მაგალითად ლობოტკა ის ლობოტკაა, რომელიც სანაკრებო პაუზამდე იყო? ან ანგისა ან დანარჩენები? სხვათაშორის სწორედ ნაპოლის ნახევარდაცვის გადაღლილობამ გამოიწვია ის, რომ მილანმა გამოაგდო ნაპოლი და არა იმან, რომ ხვიჩამ პენალტი ვერ გაიტანა. მილანის ნახევარდაცვამ აჯობა ნაპოლის ნახევარდაცვას - ეს იყო ნამდვილი მიზეზი. ყველა გუნდი გეგმავს ამა თუ იმ პერიოდს, როდესაც ფორმის პიკზე გადის, მილანს, მაგალითად ახლა აქვს პიკი. ნაპოლისთან კი იგი უკვე გადავლილია, რამაც ამ შემთხვევაში ჩემპიონატში გაამართლა, რადგან ისეთი ჰანდიკაპი შექმნა მოასწრეს, რომ ყოფნით. კვარამ კი მთავარი გააკეთა, უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებასი და თვითონაც ,პირველივე წელს დაიმკვიდრა ადგილი ევროპული ფეხბურთის ტოპ ფეხბურთელებს შორის. ახლა მთავარია გააგრძელოს განვითარება და მომავალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდეს. და ყველაზე მთავარი - სანაკრებო თამაშებისათვის, რომლებიც უკვე მალეა, ხვიჩამ თავისი სიტყვა უნდა თქვას!
nika
მერე რატომ აღარაა, იმიტომ ხომ არა, რომ სპალეტიმ ახალი ვეღარაფერი მოიფიქრა და იმავეს ატრიალებს მთელი წელია? მარტო ხვიჩა არაა ასე, ზამბო ანგისამაც მოუკლო, ზიელინსკიმაც, ლოსანოც ვერაა პროდუქტიული და სხვა გუნდებიც სულელები ხომ არ არიან, დაიწყეს ხვიჩას ამოკეტვა. თავიდან არავინ იცნობდა და ახლა სამ-სამ კაცს ახვედრებენ. ამ დროს მწვრთენლმა რამე უნდა შეცვალოს, სეზონი როგორც დაიწყე, ისე რომ გინდა ჩაარიხინო, ეგრე არ გამოდის საქმე
beqa
გადაღლილია აშკარად ემოციურად ფიზიკურადაც პირველი წელია
ბესო
კვარამ მის მიმართ მოლოდინი იმდენად გაზარდა, რომ ეს უგულო სერია უკვე გარკვეულ იმედგაცრუებას იწვევს. ის უკვე აღიქვეს როგორც ვარსკვლავი და განსაკუთრებული მოთამაშე, მაგიტომაც იღებს ეგეთ შეფასებებს როცა მთლად არ შეესაბამება მაგ მოლოდინებს! ფაქტია, რომ ბოლო ერთი თვე ისეთი აღარაა და იმედია ისევ დაბრუნდება და მოუმატებს! (განსაკუთრებით დარტყმებს დახვეწავს) სხვა შემთხვევაში ეს მოლოდინები გაქრება და მას შეხედავენ როგორც ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშეს, მაგრამ არა როგორც ვარსკვლავს.
WTF
რას ნიშნავს დამანგრეველი აღარაა?, ამათ უნდათ მარტო ხვიჩამ მოაგებინოს სკუდეტო და მანამდე უნდოდათ ლიგის ფინალში გაეყვანა გუნდი. სამი კაცი დასდევს კუდში ხვიჩას, დაცვაში ჩარბის და მაქსიმალურად ეხმარება გუნდს, რამოდენიმე საგოლე გადაცემა გააკეთა. არა ადექვატურები არიან ფანებიც და ჟურნალისტებიც. დი ლორენცოს ამ შეხვედრაში ხვიჩაზე მაღალი შეფასება როგორ დაუწერეს ეგეც გაუგებარია.
თენგაბი
მგონია, სეზონის პირველ ნახევარში მეტოქის საჯარიმოში უფრო აქტიურობდა, სეზონის მეორე ნახევრიდან უფრო საჯარიმოს გარედან აქტიურობს. შესაბამისად, ნაკლებია გოლიც და საგოლე გადაცემაც. მთავარი მაინც ის არის, რომ სკუდეტო მოგებულია და თავის მოკვლა არ ღირს, ისედაც იმაზე მეტს აკეთებს, რასაც უხდიან.
ზურა
ბიჭოს ეს ისეთი პონტია ტალახაძე თუ რეკორდს არ ამყარებს ოქრო დიდი სიხარული, რომ აღარაა:)))) კვარა თამაშობს მაგრად და სტაბილურად გუნდის წამყვანი ფიგურაა, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშში თუ გოლი-საგოლე პასი არ გააკეთა, არა რა არ ვართ კმაყოფილი, სამწუხაროდ ეგრე არ ხდება, გამორიცხულია ესეთი გრაფიკით, თან ჯერ ერთი წელია რაც სერია ა-შია, სუპერ სეზონი ქონდა და იმედია საჩემპიონო თამაშში გოლს გაიტანს!!!!
ilar10N Youtube
ძალიან სუბიექტურები არიან ეს იტალიური გამოცემები.. 7.2 ზე ნაკლები შეფასებით არ ტოვებს მოედანს და რას წერენ... ნუ, მომენტ, კარგია ასეთი კრიტიკები.. მოტივაციას არ დაუგდებენ ხვიჩას
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო