გასულ კვირას ATP-ის ტურში სტარტი აიღო "ამერიკული ჰარდის" სერიამ - ჩოგბურთელები ატლანტაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს
გასულ კვირას ATP-ის ტურში სტარტი აიღო "ამერიკული ჰარდის" სერიამ - ჩოგბურთელები ატლანტაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

პირველივე წრეში ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა - ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი ლატვიელი ერნესტ გულბისის წინააღმდეგ. ორივე ჩოგბურთელს უყვარს ჰარდზე თამაში, ამიტომაც შეხვედრა თანაბარი გამოვიდა და სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ ბლეიკს გაუმართლა. მეორე წრეში ვეტერან ამერიკელს უფრო სერიოზული გამოცდა ელოდა თანამემამულე ჯონ ისნერის სახით. თეორიულად მაქსიმალური 39 გეიმიდან 38 გათამაშდა. ისნერმა 30 ეისი გააკეთა და აღარ მიიყვანა მესამე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე - 7:6(8), 6:7(3), 7:5.

ჰარდის ტიპის საფარისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი მატჩი გაიმართა მეოთხედფინალში - ჟილ მიულერმა, რომელმაც უიმბლდონზე გვარიანად ანერვიულა რაფაელ ნადალი, ორი წარმატებული ტაი-ბრეიკით გაიარა კევინ ანდერსონის ბარიერი და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ნახევარფინალში. იქ ლუქსემბურგელმა საკმაოდ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ისნერს, მაგრამ ამერიკელი ისევ კარგად აწვდიდა (ამჯერად მის ანგარიშზე 28 ეისი იყო) და ფინალის საგზური მოიპოვა - 7:5, 6:7(3), 6:1.

ბადის ზედა ნახევარში სიმშვიდე დაარღვია რაიან ჰარისონმა, რომელსაც მანამდე ნახევარფინალურ ეტაპზე არასოდეს ეთამაშა. თუმცა სატურნირო გზა არც ისე რთული ჰქონდა - მხოლოდ ქსავიე მალისეს დამარცხება იყო მოულოდნელობა. მეორე ნახევარფინალში მარდი ფიშმა ჰარისონს არანაირი შანსი არ დაუტოვა - 6:2, 6:4.

ასე რომ, განმეორდა შარშანდელი ფინალი. 2010 წელს მარდიმ გადამწყვეტი ტაი-ბრეიკი მოიგო ისნერს და ატლანტას ტურნირის პირველი ჩემპიონი გახდა. ამჯერად ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ისნერი რევანშის აღებას შეძლებდა. ჯონი უკეთ აწვდიდა და უფრო სწრაფად და აქტიურად თამაშობდა. მან პირველი სეტი 6:3 მოიგო და მეორეს ტაი-ბრეიკზე 5:1 დაწინაურდა.

ისნერის მსგავსი მოწოდების მქონე ჩოგბურთელთან ასეთი ჩამორჩენის გაბათილება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ფიშმა იმედი არ დაკარგა, ორი მატჩბოლი გადაარჩინა და პარტია მოიგო. მესამე სეტში მატჩის ბედი მაშინ გადაწყდა, როცა 3:1-ზე ფიშის სასარგებლოდ ისნერმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ მას ასეთი შანსი აღარ ჰქონია და მარდიმ ზედიზედ მეორედ მოიგო ეს ტურნირი - 3:6, 7:6(6), 6:2.

პარალელურად გაიმართა გრუნტის ტურნირი ჰამბურგში - ბოლო მსხვილი ევროპული სტარტი ოქტომბრის ბოლომდე.

აქ პირველ ნომრად ფრანგი გაელ მონფილსი იყო განთესილი, მაგრამ ის მეოთხედფინალში გამოთიშა ბრძოლას მეორე ფრანგმა ჟილ სიმონმა. ამ უკანასკნელს ნახევარფინალში უხერხული მეტოქე ჰყავდა რუსი მიხაილ იუჟნის სახით, რომელთანაც რვიდან შვიდი მატჩი წაგებული ჰქონდა. თითქოს ყველაფერი რუსის მორიგ ტრიუმფამდე მიდიოდა - ის სეტნახევარის განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და სულ ცოტა აკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ მეორე პარტიის ბოლოსკენ სიმონმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, ბოლო 10 გეიმიდან ცხრა მოიგო და ფინალში გასვლა იზეიმა - 3:6, 6:3, 6:1. აღსანიშნავია, რომ ჟილმა ექვსიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იუჟნიმ - 13-დან მხოლოდ სამი.

მეორე ნახევარფინალში ესპანური დერბი გაიმართა - ფერნანდო ვერდასკო ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ. ალმაგროს სეტი არ ჰქონდა წაგებული, ვერდასკომ კი ერთადერთი სამსეტიანი მატჩი მეორე ნომრად განთესილ იურგენ მელცერის წინააღმდეგ ჩაატარა. რაც შეეხება ნახევარფინალს, იქ ხანგრძლივი გათამაშებები ჭარბობდა და ჩოგბურთლები ერთმანეთს ამტანობაში ეჯიბრებოდნენ. ამ მხრივ უკეთ მომზადებული ალმაგრო აღმოჩნდა და სწორედ მან მოიგო ორივე სეტში გადამწყვეტი ბურთები - 6:4, 6:1.

ფინალი თითქმის თანაბარი გამოვიდა. პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით სიმონმა მოიგო, არადა ალმაგროს რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ყველა გაანიავა. მეორე პარტიაში ნიკოლასი 3:0 დაწინაურდა, თუმცა ფრანგმა საპასუხოდ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, და მაინც, სეტის ბოლო ნაწილი ისევ ესპანელისა იყო. დაინიშნა მესამე სეტი, სადაც ფრანგმა ისევ მოიპოვა ინიციატივა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 6:4, 4:6, 6:4.

ATP

Tennis Championships

ატლანტა (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 531 500 დოლარი

ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 1)-ჯონ ისნერი (აშშ, 2) 3:6, 7:6(6), 6:2.

Tennis Championships

ჰამბურგი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 412 800 დოლარი

ფინალი

ჟილ სიმონი (საფ, 5)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3) 6:4, 4:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა