სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა "კავკასია", რომელიც სუპერლიგაში პირველ სეზონს ატარებს, ქვეყნის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. კავკასიელებს ისეთი ამბიცია აქვთ, მიღწეულზე გაჩერებას ნამდვილად არ აპირებენ და ვინძლო მეტსაც მიაღწიონ – წივწივაძის გუნდის მეტოქე "რუსთავისა" და გურჯაანის "დელტას" წყვილში გამოვლინდება, სადაც სერიის ანგარიში ჯერ 1:1-ია და მინიმუმ 28 აპრილამდე ნახევარფინალისტი ვერ გამოვლინდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კავკასიას" მომავალი მეტად პრინციპული სერიისთვის მოსამზადებლად მეტოქეზე გაცილებით მეტი დრო ექნება.

ეს უპირატესობა "კავკასიას" იმან მოუტანა, რომ სერია ვადაზე ადრე, 3:1 მოიგო. სუპერლიგის დებიუტანტმა მეტოქე "ბათუმს" თბილისში მოგება-წაგება გაუცვალა, ხოლო აჭარაში გუშინ და დღეს ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა სუპერლიგაში, როცა ლიგის დებიუტანტი (“ა” ლიგიდან ამოსული გუნდი) ოთხეულში გადის.

სერიის მე-4 მატჩი, რომლის მოგებამაც "კავკასიას" ნახევარფინალის საგზური მოუტანა, ძალიან დაძაბული გამოდგა. მთელი თამაშის მანძილზე ანგარიშში სხვაობა 6 ქულას არ გასცილებია. უმეტესად თანაბარი ანგარიში იყო, ლიდერი კი 9-ჯერ შეიცვალა. "ბათუმს" დაუბრუნდა გუნდის ლიდერი კაილი რიდლი, რომელმაც წინა მატჩი გამოტოვა. რიდლი მთელი თამაშის მანძილზე აქტიური იყო და ყველაზე მეტი ქულაც მოიპოვა, თუმცა უმთავრესი, რითაც "კავკასიამ" მეტოქეს აჯობა, სტაბილურობა იყო. წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი ტემპში ჰყვებოდა "ბათუმს", წინ გაჭრის საშუალებას არ აძლევდა და ბოლო ეპიზოდშიც სწორედ მეტოქეზე მეტად ყურადღებიანი თამაშის წყალობით მოიგო.

მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ჯორდან სეშენს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ამერიკელმა ცენტრმა პირველი სროლა ააცილა და "ბათუმი" მცირე საოცრების იმედად დარჩა, რომელიც არ მოხდა და "კავკასიამ" თავის პირველ უმაღლესლიგურ სეზონში ოთხეული გაინაღდა – 84:82 (სტატისტიკა).

გამარჯვებულებს ილია ლონდარიძემ, აიზია ელისმა და კრის მაკნილმა ულიდერეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. რაც შეეხებათ ამერიკელებს, ელისმა 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მაკნილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. "ბათუმში" საუკეთესო იყო კაილი რიდლი, რომელმაც თავი 31 ქულას მოუყარა. 17 ქულა და 7 მოხსნით დაასრულა მატჩი და სეზონიც საბა ლობჯანიძემ და მასთან ერთად მთლიანად "ბათუმმა".

GBF

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"