ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო “ლიგა ენდესაში” საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.

ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები 3 პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (25 მოთამაშე), შუახაზელები (25) და წინახაზელები (25). ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, დღეს, 25 აპრილს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini.

ხმის მისაცემი გვერდი Instagram-ზე: https://www.instagram.com/p/CrdHoXUNXak/

გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:

ანდროიდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.acb.www&fbclid=IwAR0aM93vNhZTTD-R_NuUmTTI6rdr7-v2aYiaR0KaNXnERSMalHIlqBq42Oo

IOS: https://apps.apple.com/app/id437202587?fbclid=IwAR2QVQyV5axG8XmlBGtd-G3bNMAFHftpVnoBW5kg3AoFZwIb9m06bTmBlLY

თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 27 აპრილს, 1-ელ და 8 მაისს.

გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.

აღნიშნულ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ ხმის მიცემის შედეგებს რეალურ დროში:

https://mvpmovistar.acb.com/

არ დაგავიწყდეთ, ზემოთ მითითებულ გვერდებზე, სპეციალური ბანერის ქვეშ, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დააკომენტარეთ: #MVPMovistar Giorgi Shermadini

GBF

lugu123@walla.co.il
მეგობრებო, გიოს მხარდაჭერა კარგი იყო წინა ორ დღეს და მუსას გაასწრო მაშინ საგრძნობლად. ბოლო ორ დღეში ისევ მოვდუნდით და ხმების სხვაობა შემცირდა. მადლს მარილი მოაყარეო და მოდით ნუ დავზარდებით ჩვენ საყვარელ კალათბურთელს ბოლომდე ლელოს გატანას საბოლოო გამარჯვებამდე.
lugu123@walla.co.il
ყოჩაღ მეგობრებო, დღეს ნამდვილად კარგად იაქტიურეთ. ნუ დავზარდებით ჩვენს გიოს ხმები მივაწვდინოთ მომავალ დღეებშიც განსაკუთრებით ხვალ პირველ მაისს და 8 მაისს, რადგან თითო ჩვენი ხმა ორმაგად ჩაეთვლება სხვა დღებისგან განსხვავებით.უფალმა სასიკეთოდ გადაგიხადოთ თქვენი წვლილი.
lugu123@walla.co.il
დღეს 29.04.2023 იგრძნობა ,რომ ნაკლებად მივეცით ხმები გიოს,რამაც მუსას მისცა საშუალება დაეწიოს გიოს. აბა თქვენ იცით ხალხო, როგორ იაქტიურებთ და ქართულ კალათბურთის სახელს დიდებას არ მოვაკლებთ, გიოს წინ წაწევით.უფალი შეგვეწიოს.
საბა
ხალხო!კიდევ ერთხელ მოვბილიზდეთ და მხარი დავუჭიროთ გიოს,ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელი თუ გახდება წელსაც დადგება ლეგენდების გვერდით!!!!!!
გიორგი
მე ყოველ დღე ვაძლევ ხმას ინსტაგრამით და აპლიკაციით
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო