გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცთა სამ და ქალების ორ ტურნირს მოიცავს
გთავაზობთ ამ კვირის საჩოგბურთო პროგრამას, რომელიც მამაკაცთა სამ და ქალების ორ ტურნირს მოიცავს.

ATP

Farmers Classic

ლოს ანჯელესი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 619 500 დოლარი

მონაწილეები: მარდი ფიში, ხუან მარტინ დელ პოტრო, მარკოს ბაღდატისი, ტომას ბელუჩი, ქსავიე მალისე, დმიტრი ტურსუნოვი...

ამ ტურნირს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლოს ანჯელესის სპორტულ ცხოვრებაში, რადგან ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს ქალაქის ყოველწლიურ შეჯირბებებს შორის.

აქ გამარჯვება მოუპოვებიათ ჩოგბურთის ლეგენდებს: როდ ლეივერს, ჯიმი კონორსს, არტურ ეშს, ჯონ მაკინროის, სტეფან ედბერგს, პიტ სამპრასს, მაიკლ ჩანგს, ანდრე აგასისა და სხვებს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ სემ კუერი იმარჯვებდა, მაგრამ ახლა ეს ამერიკელი ტოვებს ტურნირს და ტიტულს არ დაიცავს. თუმცა ლოს ანჯელესში ამერიკული ტრადიცია ძლიერია და დიდია იმის შანსი, რომ გამარჯვებული ისევ ადგილობრივი ჩოგბურთელი გახდეს.

ამერიკელთაგან გამოკვეთილი ფავორიტი მარდი ფიშია, რომელმაც გუშინ ატლანტას ტურნირის ფინალში ჯონ ისნერი დაამარცხა და სეზონში პირველი ტიტული აიღო. წელს ფიშს აშკარა პროგრესი აქვს, რაზეც რეიტინგის ათეულში მოხვედრაც (პირველად კარიერაში) მეტყველებს.

თუმცა ამერიკელს სერიოზული კონკურენტი ეყოლება არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს სახით, რომელიც წელს დაბრუნდა ტურში, კლასიფიკაციაში მეოთხე ასეულში იმყოფებოდა, მაგრამ ახლა დამსახურებულად იკავებს ადგილს საუკეთესო ოცეულში.

Croatia Open

უმაგი (ხორვატია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეები: ხუან-იგნასიო ჩელა, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, ივან ლუბიჩიჩი, მარინ ჩილიჩი, ხუან-კარლოს ფერერო, ტომი რობრედო, ფაბიო ფონინი...

ეს ტურნირი 20 წელზე მეტია იმართება და იქ ბევრ სერიოზულ ჩოგბურთელს გაუმარჯვია, მათ შორის ტომას მუსტერს, მაგნუს ნორმანს, მარსელო რიოსსა და კარლოს მოიას. ამ უკანასკნელს უმაგში ხუთჯერ აქვს მოპოვებული მთავარი პრიზი და ახლა ამ ტურნირის წარმომადგენელი გახლავთ.

შარშანდელი ჩემპიონი გახლავთ ხუან-კარლოს ფერერო. მართალია, ხორვატიის ღია პირველობა წელს მისთვის მხოლოდ მეხუთე ტურნირი იქნება, მაგრამ ბევრს ვეტერანი ესპანელი ფავორიტად მიაჩნია, რადგან ორი კვირის წინ ფერერომ შტუტგარტში გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ გრუნტზე კვლავაც მრისხანე ძალას წარმოადგენს.

Suisse Open

გშტაადი (შვეიცარია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეები: ნიკოლას ალმაგრო, სტანისლას ვავრინკა, მიხაილ იუჟნი, ფერნანდო ვერდასკო, ფელისიანო ლოპესი, გილერმო გარსია-ლოპესი...

ახლა, როცა ჩოგბურთელები აქტიურ მზადებას იწყებენ ამერიკული ჰარდის სერიის ტურნირებისთვის, მსოფლიოს მესამე ჩოგანს როჯერ ფედერერს არაფერში სჭირდება გრუნტის ტურნირი, თუნდაც იმ მის სამშობლოში ტარდებოდეს. ასე რომ, გშტაადში ლეგენდარულ როჯერს ვერ იხილავენ.

სამაგიეროდ, ითამაშებს სტანისლას ვავრინკა, რომელსაც მარტო მოუწევს ესპანურ არმიასთან გამკლავება. პირნეელები მრავლად ჩავიდნენ გშტაადში თავიანთ საყვარელ გრუნტზე სათამაშოდ, მათგან კი უნდა გამოვყოთ ნიკოლას ალმაგრო - შარშანდელი ჩემპიონი და გასულ კვირას ჰამბურგის ტურნირის ფინალისტი. წელს ამ ჩოგბურთელმა უკვე ხუთი ფინალის თამაშის მოასწრო და სამში გაიმარჯვა, ასე რომ, შემთხვევით არ იკავებს ადგილს რეიტინგის მეათე საფეხურზე.

WTA

Bank of the West Classic

სტენფორდი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

მონაწილეები: ვიქტორია აზარენკა, მარია შარაპოვა, სერენა უილიამსი, მარიონ ბარტოლი, სამანტა სტოსური, აგნიეშკა რადვანსკა, იულია გორჯესი, ანა ივანოვიჩი...

ქალებისთვის ეს იქნება US Open Series-ის პირველი ტურნირი. სტენფორდი 41-ედ მასპინძლობს ქალ ჩოგბურთელებს და "დიდი სლემის" ჩემპიონატებს თუ არ ჩავთვლით, ის ყველაზე "ხანდაზმული" გახლავთ ქალთა ტურნირებს შორის.

წელს სტენფორდს ესტუმრება რეიტინგის საუკეთესო ათეულის ოთხი წარმაომადგენელი, კიდევ ოთხი ჩოგბურთელი ტოპ-ოცეულის წევრია.

განთესვის ლიდერები შარშანდელი ფინალისტები არიან - მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ მაშინ მარია შარაპოვა დაამარცხა, რომელიც ახლა მეხუთე ადგილს იკავებს კლასიფიკაციაში.

განსაკუთრებულ ელფერს მატებს ტურნირს სერენა უილიამსის გამოსვლა. ის ექვსი კვირის წინ დაუბრუნდა ქალთა ტურს და ამერიკული ტურნირებისთვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა. ადგილობრივ პუბლიკას სწორედ უმცროსი უილიამსის მზადყოფნა აინტერესებს.

Citi Open

კოლეჯ პარკი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეები: შაარ პეერი, ნადეჟდა პეტროვა, ტამირა პაჩეკი, ელენა დოკიჩი, ბოიანა იოვანოვსკი...

ამ ტურნირს დებიუტი აქვს WTA-ის ტურში და ისიც ამერიკის ღია პირველობისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილება. თუმცა სადებიუტო წელს ამ შეჯიბრის დონე საკმაოდ დაბალია - სატურნირო ბადეში საუკეთესო ასეულის მხოლოდ სამ წარმომადგენელს ვხედავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება