ვიქტორ ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლაზე, როგორც გადაწყვეტილ ამბავზე, ისე წერენ. ეს კი ქართველ გულშემატკივრებს, პირველ რიგში, იმაზე აფიქრებს, ვინ შეიძლება შეცვალოს ნიგერიელი ბომბარდირი და მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას (თუკი ის დარჩება) შეუწყვილდეს. ლუჩანო სპალეტის გუნდი 3 შემტევით თამაშობს, თუმცა მათი შედეგებისა და შეთამაშებიდან გამომდინარე, "კვარასა" და ვიქტორს წყვილად მოიხსენიებენ.

ქართველი გარემარბი მის წინააღმდეგ რამდენიმე მეტოქის თამაშს შეეჩვია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, მცველების ყურადღება სხვაზეც გადაერთოს და ჩვენებურს მეტი თავისუფალი სივრცე დარჩეს. როცა ოსიმენი არ იყო, ვნახეთ, ეს როგორ გაჭირდა და საინტერესოა, თუ ვინ შეცვლის მას.

"ნაპოლი" ჩემპიონობას იფორმებს, მაგრამ ამ გუნდს მაინც ნაკლები შანსი აქვს, მოთამაშეები გრანდებიდან გადაიბიროს. ნეაპოლურ კლუბს არც განსაკუთრებულად მაღალი ხელფასის შეთავაზება შეუძლია და სატრანსფერო თანხებშიც მოზომილია. გარდა ამისა, წლევანდელ სეზონში ტრიუმფის მიუხედავად, იტალიაში ის ყველაზე პოპულარული კლუბი ნამდვილად არაა, როგორიც "იუვენტუსი" თუ "მილანი"... კვარაცხელიასა და კიმის ტრანსფერები ის გზაა, რომელიც ხელმძღვანელობის კარგ მუშაობაზე მეტყველებს და ამას ხშირად აღვნიშნავთ - მცირე თანხებით მომავალი ლიდერების შეძენა!..

იტალიის ჩემპიონობის რანგში ფორვარდის ძიება ბევრგან შეიძლება და ამის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი დაიწერება. ჯერჯერობით, რაც წავიკითხეთ, ფრანგი კოლო მუანის ვარიანტია. ჩვენ უბრალოდ გვსურს, რამდენიმე შემტევზე ვიმსჯელოთ. იქნებიან თუ არა ისინი სიაში და ვინ დაემატება მათ, ერთად ვნახავთ.

რანდალ კოლო მუანი ("აინტრახტი", სატრანსფერო ფასი 65 მლნ. ევრო) - ფრანგ ფორვარდს შეეძლო, მსოფლიო ჩემპიონატის გმირი გამხდარიყო, თუმცა არგენტინის ნაკრებს პენალტების სერიამდე ცოტათი ადრე ვერ გაუტანა. ის წელს განსაკუთრებით შედეგიანია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბევრი საგოლე პასი აქვს (13 გოლი, 10 "ასისტი"). 24 წლის შემტევი მოძრავია და ზონების გათავისუფლებას კარგად ახერხებს, მასთან ურთიერთქმედება კვარაცხელიას კარგად უნდა გამოუვიდეს.

"ნაპოლი" რანდალისთვის ცუდი მოგონებაა. ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებაში გააძევეს. ზოგადად, დისციპლინა ფრანგის სუსტი წერტილია, მან მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი ბუნდესლიგაშიც მიიღო და საკმაოდ ხშირად აფრთხილებენ. მეორე მხრივ კი, ეს მის ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. კოლო მუანის სიმაღლე 187 სმ-ია.

მარკუს ტურამი ("გლადბახი", 32 მლნ) - ლეგენდარული ფრანგის, ლილიენ ტურამის ვაჟი კარგი შემტევია, მოძრავია და გოლების ალღოც აქვს, ტანმაღალია (192 სმ), თუმცა ფლანგზე თამაშიც გამოსდის. 25 წლის ფეხბურთელის მიმართ სულ არის განცდა, რომ უკეთესი კარიერა უნდა ჰქონდეს, ის კი საშუალო გაქანების გლადბახის "ბორუსიაში" უკვე მეოთხე სეზონს ატარებს.

13 გოლი და 5 შედეგიანი პასი, ასეთია წელს მარკუსის მონაგარი, მისი გუნდი კი ცხრილის შუაშია. ტურამისა და კვარაცხელიას ერთად გამოსვლის შემთხვევაში, ისინი პოზიციების შეცვლასაც შეძლებენ.

ადელომა ლუკმენი ("ატალანტა", 30 მლნ) - ნიგერიელის ნიგერიელითვე ჩანაცვლება რამდენად მოხდება, რთული სათქმელია, მაგრამ 25 წლის ლუკმენის მთავარი პლუსი ახლა ისაა, რომ სერია "ა"-ში მშვენივრად ათამაშდა, 13 გოლი, 3 საგოლე პასი აქვს და მხოლოდ ოსიმენსა და ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება.

ადელომა ცენტრალური თავდამსხმელი არაა, ის უფრო მეორე ფორვარდად ან ფლანგზე თამაშობს, ტაქტიკური ვარიაციებისთვის კი მშვენიერი არჩევანია. ნიგერიელი კლუბს ხშირად იცვლის. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ბერგამოელებამდე "ლესტერში", "ფულემში", "ლაიფციგსა" და "ევერტონში" გამოდიოდა, ყველაზე შედეგიანი კი "ატალანტაშია". მისი სიმაღლე 172 სმ-ია.

მ'ბალა ნზოლა ("სპეცია", 6.5 მლნ) - ლუკმენის მსგავსად, მოკრძალებულ "სპეციაში" მოთამაშე ნზოლასაც იტალიის ჩემპიონატში 13 შედეგიანი დარტყმა აქვს (2 საგოლე პასი). სერია "ა"-სთან ადაპტირება მისი დადებითი მხარეა, რასაც ყურადღება მიექცევა. ის იმ მასშტაბის ფორვარდი არაა, ოსიმენის შემცვლელი დავარქვათ, თუმცა წინა წლებში განსაკუთრებული შედეგიანობა არც "ნაპოლის" დღევანდელ "ცხრიანს" ჰქონდა. 26 წლის ანგოლელი, ცენტრფორვარდთან ერთად, მარჯვენა გარემარბადაც თამაშობს, სადაც გაძლიერება "ნაპოლის" ასევე სჭირდება. მ'ბალას სიმაღლე 185 სმ-ია.

შეგახსენებთ, იტალიის სერია "ა" ივნისის დასაწყისში დასრულდება, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა კი მუდამ საინტერესოა.

ბათუმელი ექსპერტი
გადაიყვანონ მიქაუტაძე და ვერც კი იგრძნობენ ოსიმენის წასვლას!
ნერაძური
დაიხსენით ვლაჰოვიჩი იუვესგან
რატი
უკვე სხვებმაც დაწერეს, მაგრამ დავამატებ, გიორგი მიქაუტაძე. :) ის და კვარაცხელია ერთად ნებისმიერი გუნდისთვის თავის ტკივილი გახდებიან.
იეა
ჰოილუნდი აუცილებლად, ძაან მაგარი ახალგაზრდააა
Ucxo
მიქაუტაძე და დავითაშვილი.იყიდონ და ერთ წელში.მაგათან სარფიანად გაყიდიან მანამდე სამივე კარგად შეთამაშდება და ნაკრებში შეუჩერებლები იქნებიან.
ალექსანდრე
კი მაგრამ, თეთრკანიანი თავდამსხმელი აღარ დარჩა ნორმალური? მიქაუტაძე წაიყვანონ, ჩვენი ნაკრებისთვისაც ორმაგად ეფექტური იქნებიან.
ალექს
ნაპოლი ამხელა თანხას არ გადაიხდის დიდი ალბათობით,თორემ კოლომუანი ან დევიდი მშვენიერი ვარიანტებია. ნძოლა და ლუკმენი უნდა იყიდონ ორივე, იტალიას მორგებულები არიან და ბრწყინვალე სეზონსაც ატარებენ. თუ ახალბედებზე უნდათ ისევ აქცენტის გაკეთება მაშინ ჰიოლუნდი და სესკო ზალცბურგიდან.
მამუკა
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩეს ხვიჩა ნაპოლიში და შემდეგ უნდა გადავიდეს უფრო ძლიერ გუნდში, ვფიქრობ მომავალ წელს საგრძნობლად მოუმატებს და ფიზიკურადაც მოძლიერდება, პირველუ წელი მაინც უფრო შეგუების პროცესში იყო. ხვიჩა თუ კითხულობ კომენტატებს ვარჯიშთან ერთად უცხო ენები ისწავლე, კომუნიკაცია მწვრთნელთან და გუნდელებთან უმთავრესია წარმატების მიღწევაში
Charley
ოსის წასვლის შემთხვევაში კვარას სივრცეები ოდნავ მაინც რომ გამოუთავისუფლდეს ნაპოლიმ უნდა ეცადოს ათლეტური საჯარიმოში მოძრავი თავდამსხმელის გადმობირებას, რომელიც მცველების პერსონალურ მეურვეობას მოითხოვს და არა საჯარიმოში მდორედ მდგომ "ტარანის" ტიპის ფორვარდზე რომელიც სულ ბოლო პასს ელის. აბა კი დგას აგერ სიმეონე რასპადორი და ეულად შორი ახლოს თუ უდგას კინკილა ცენტრალური მცველი, პერსონალურად კი მათ არავინ იყვანს და სწორედ ამის გამო "ზედმეტი" მცველის მიხმარებით მარჯვენა მცველზე მეტოქე მწვრთნელები მიტომ უყენებენ კვარას "გალიებს" და ორ პერსონალურ მცველს. ეგრე არ გამოვა კვარას თუ გუნდმა ოდნავ მაინც არ გამოუთავისუფლა სივრცე და ვინმემ არ გამოიტყუა ის 2 ფეხზე მიმჯდარი მცველიდან ერთერთი პერიოდულად, ამით კვარასაც ხომ გაუჭირდება მომენტების შექმნა და პირადი სტატისტიკის დაგროვება, რაც პროფორციულად ნიშნავს ნაპოლის ნაკლებ მომენტს და შესაბამისად ნაკლებ გოლს. კი დეფიციტია ოსის ნაირი მცველებზე მოპრესინგე, სულ მოძრაობაში მყოფი გაბარიტული ფორვარდების მაგრამ ეს დიდი დანაკლისი აუცილებლად უნდა შეივსოს. მე პირადად ლიგა ერთში მოვიძიებდი ასეთ ფორვარდებს რაც ძალიან ძვირიც არ დაჯდებოდა, მაგალითად რეიმსიდან 21 წლის ფოლარინ ბალოგუნი 18 გოლი, ან ლილიდან 23 წლის ჯონათან დევიდი 21 გოლი. მათ გოლების გატანაც კარგად ეხერხებათ და ნამდვილად შეუძლიათ მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველის პერსონალური ყურადღების მიპყრობა.
ზაზა
გიორგი მიქაუტაძე არის ის ფეხბურთელი, რომელიც მაგრად ათამაშდება ნაპოლიში და ბევრსაც გაიტანს!თუ ჭკუა აქვთ ნაპოლის ხელმძღვანელობას ახლავე უნდა გადაიბირონ!!!7
დ
აინტრახტთან თამაშებს ვინც უყურა, დამეთანხმებით, რომ კოლო მუანი ძაან მაგარი ფეხბურთელია. ოსი თუ წავა, მაგრადაც მიჰქარავს, კვარა არ დახვდება იქ, სადაც გადავა.
Master
სატრანსფერო საკითხები არ ეშლებათ ნეაპოლში ნამდვილად.აქ უთამაშია დიეგოს,კავანის,ლავეცის,ჰამსიკს,მერტენსს...ყოველთვის სიმპატიური და შემტევი გუნდია.ისე ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ არგენტინული ტიგრედან წაიყვანს ახალ იტალიელ რეტეგის თუ რეგეტის,მაქსიმუმ 15-20 მილიონი დაუჯდეს
მწვრთნელი
ჟორჟ მიქაუტაძე "მეცი"-დან 5 მილიონად! 19 გოლი 7 საგოლე პასი! ერთ სეზონში 50 მილიონი გახდება! ნაპოლი არ გადაიხდის ამხელა თანხას ზემოთ ხსენებულ თავდამსხმელებში! შარშან რასპადორი და სიმეონე არენდით აიყვანა და დიდი საკითხავია დაიტოვებს, თუ არა მათ! მე მგონი შეეცდება ნაპოლი ისევ არენდით აიყვანოს პერსპეკტიული თავდამსხმელი, როგორც ხვიჩა აიყვანა და მერე დაიტოვოს ან სარფიანად გაყიდოს, ეს ჯუნტოლის მთავარი საქმეა!
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
ხვიჩამ და პსჟ-მ დაიწყეს - ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად?
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
საქმე სერიოზულადაა - ოსიმენმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთად ითამაშონ
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"ბარსელონას" ოსიმენი შესთავაზეს, მაგრამ..." - "ბლაუგრანამ" ნიგერიელს სხვა თავდამსხმელი ამჯობინა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
ფასები განახლდა - კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
ოსიმენი: კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია - საოცარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ბიჭია
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა