ევროპის ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. "რეიკიავიკი"-"დინამო". მატჩის წინ"
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამოს" მშვენიერი შანსი აქვს ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახოს: ისლანდიური "რეიკიავიკი" დამაჯერებლად კი ლიდერობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტად მაინც ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მიგვაჩნია.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს - ამის მაგალითად წინა კვირაში უელსურ "ლანელისთან" შთამბეჭდავი გამარჯვებაც (5:0) გამოდგება.

მოკლედ, "რეიკიავიკი"-"დინამოს" შეხვედრას იმედით ველოდებით და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდის შანსებსაც უფრო მაღლა ვაფასებთ. "რეიკიავიკთან" ალექს გარსია "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეხუთე ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს და ისე როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, ოპტიმალური შემადგენლობა კვლავაც არ ეყოლება.

მართალია, როგორც იქნა, დისკვალიფიკაციებს ავცდით, მაგრამ ამჯერად უკვე ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვაკლდებიან: 20 წლის ლევან კაკუბავა "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და საწყენია, რომ ისლანდიელებთან მატჩს დააკლდება; ისე, როგორც 26 წლის ლევან ხმალაძე და მისი თანატოლი შოთა კაშია, რომლებთაც ალექს გარსიას ხელმძღვანელობით ახალ სეზონში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.

"რეიკიავიკთან" სათამაშოდ ალექს გარსიამ 18 ფეხბურთელი შეარჩია: მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე; მცველები - დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა; ნახევარმცველები - ალექსანდრე კოშკაძე, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გოგა ბერაია; თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, რობერტინიო, კოტო, იაგუე.

როგორც ამჩნევთ, განაცხადში ვერ მოხვდნენ ლადო ახალაია და ვახტანგ ფანცხავა, აი, სამირ ჰაჯიბულიჩი და სანდრო იაშვილი კი წინა ოთხ შეხვედრაშიც არ გამოჩენილან "დინამოს" შემადგენლობაში...

"დინამო" ისლანდიაში დღეს, 26 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა, თანაც ქართულ დელეგაციას ხანგრძლივი "საჰაერო მოგზაურობაც" მოუწევს სტამბოლისა და ლონდონის გავლით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა