WTA-ს ახალ რეიტინგ-ლისტში 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა 11 საფეხურით წაიწია და 785 ქულით მსოფლიოში 82-ე ჩოგანია
გუშინ WTA-ს და ATP-ის რეიტინგ-ლისტები განახლდა. მოუთმენლად ველოდით ცვლილებებს ქალთა კლასიფიკაციაში, რადგან ანა ტატიშვილმა გასულ კვირაში პირველად ითამაშა WTA-ს ტურნირის მეოთხედფინალში. მას 70 ქულა უნდა შემატებოდა და წინ წაწეულიყო.

ასეც მოხდა - 21 წლის ქართველმა 11 საფეხურით წაიწია წინ, მოწინავე ასეულში ამხელა წინსვლა უკვე იშვიათია - ანა 785 ქულით მსოფლიოს 82-ე ჩოგანია. ეს მისი კარიერის ახალი მიღწევაა. ტატიშვილი წლის რბოლაში კიდევ უფრო წინაა - 66-ე პოზიციაზეა. წყვილთა თანრიგში კი მხოლოდ 116-ე ადგილზეა. ანას მოპოვებულმა საპრიზო ფონდმა უკვე 334 ათასი დოლარი შეადგინა, აქედან 125 ათასი დოლარი 2011 წელზე მოდის.

იმედია, ანა მიღწეულზე არ გაჩერდება, ეს კარგად გამოჩნდა ბაქოშიც, სადაც მეოთხედფინალურ მატჩში 3-საათიანი ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს მე-3 ჩოგან ვერა ზვონარევას.

მოდი, ვნახოთ რა პერსპექტივა აქვს ჩვენებურს კიდევ უფრო დაწინაურების. უპირველესად დავითვალოთ ის ქულები, რომლებიც ანამ უნდა დაიცვას წლის ბოლომდე, რომ უკან არ დაიხიოს. სექტემბრამდე ანას არაფერი ემუქრება, მერე კი უნდა დაიცვას ამერიკის ღია პირველობაზე მოპოვებული 50 ქულა (მაშინ მან ორი ეტაპი გაიარა საკვალფიკაციო ბადეში). ანა ახლა პირდაპირ ძირითად ბადეში ითამაშებს და პირველი ეტაპის მოგებით უფრო მეტ ქულას აიღებს. ამის გარდა წლის ბოლომდე დასაცავია: კვებეკის (30 ქულა), ალბუკერკის (50), ლას ვეგასის (18), გრეიპვაინის (18) და ფინიქსის (50) ქულები. ანუ ბევრიც არაფერი. სტაბილური თამაშის პირობებში ტოპ-50-ეული არ უნდა იყოს სეზონის ბოლომდე ძნელი მისაღწევი.

სხვა ქართველები - WTA: 199 (-4) ოქსანა კალაშნიკოვა - 292 ქულა; 207 (+17) მაკა ჩახნაშვილი - 273; 243 (+2) სოფიო შაფათავა - 227; 334 (+43) თათია მიქაძე - 149; 448 (+23) ეკა გორგოძე - 88; 451 (-2) სოფიო ქვაცაბაია - 87. ATP: 836 (+2) ლადო ჩიხლაძე - 13 ქულა; 1212 (-) გიორგი ცივაძე - 3.

როგორც ხედავთ, რამდენიმე ჩვენებურს წინსვლა აქვს, განსაკუთრებით კი თათია მიქაძემ მოიგო ამ კვირაში, ბაქოს მერვედფინალში გასვლით მან წინ თითქმის 50 საფეხურით წაიწია. რეიტინგში აღარ არის მანანა შაფაქიძე, რომელსაც დიდი ხანია არსად უთამაშია, არადა, მანანა იმედისმომცემად იწყებდა კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე