areanapoli-ში ჟურნალისტმა ლეონარდო ჩიკარელიმ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ნეაპოლში ომის გამო ჩამოვიდა

"საბჭოთა განუკითხაობიდან გამომდინარე ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში აღმოჩნდა. ერთი წლის შემდეგ ქართველზე საუბარი მართებულად მიმაჩნია. მთელი გასული წლის ზაფხული ერთ კითხვაზე პასუხის გაცემაში გავატარე: ის ძლიერია? ჩემი პასუხი მუდამ ერთი და იგივე იყო: ძალიან ძლიერად გამოიყურება, თუმცა სერია A-ში უნდა ვნახოთ, რადგან ქართული ლიგა, რბილად რომ ვთქვათ, სრულყოფის სტადიაშია და იქიდან სრულიად სხვა დონის სერია A-ში ნახტომისას დიდ გმირობას ნუ ელით. თუმცა, სტატისტიკა უჩვეულო რამეზე მეტყველებდა და კონტრაქტის გაფორმების დღიდან თბილისიდან სიახლები მოდიოდა. კუნთის მცირე ტრავმამ ქალაქი პანიკაში ჩააგდო: ის აქ უკვე ყველას უყვარდა.

ამან "ნაპოლიში" ეზეკიელ ლავეცის გადმოსვლა მომაგონა: მასაც არავინ იცნობდა და ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ქალაქთან ამ ბიჭის მოგონება ჯერ კიდევ ცოცხალია და როდესაც მასზე ვლაპარაკობთ, გულშემატკივრებს თვალები უნათდებათ. "კვარა" "პოჩო" არაა - ის ჯორჯ ბესტია. როგორ მოხდა, რომ ბესტი ნეაპოლში ჩამოვიდა? ეს ომის გამო მოხდა. უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო, ჩვენ არასოდეს გვეყოლებოდა ფეხბურთელი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია "ოქროს ბურთის" მოგება. წარმოუდგენელია. მოდით, უკან გადავახვიოთ "ფირი": "კვარა" "იუვენტუსსაც" უნდა და "ჩელსისაც", "მანჩესტერ სიტისაც" სურს. ეს ბიჭი უცნობი არაა, მაგრამ "რუბინი" დიდ თანხას ითხოვს: 20 წლის მოთამაშეში 20 მილიონი ყველასთვის ძალიან ძვირია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მან ყაზანურ კლუბთან ურთიერთობა გაწყვიტა და სამშობლოში განსაკუთრებული კონტრაქტით დაბრუნდა, რომელიც ფაქტიურად ნებისმიერ მომენტში გათავისუფლების საშუალებას აძლევდა და "არსენალთან" და "მილანთან" სატრანსფერო ბრძოლაში "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

ლიგის დრიბლიორი ვეზუვის ვულკანის ჩრდილში მოდის. ეს განსაკუთრებულობა შემთხვევითი არაა. ქართული ტრადიციული ფეხბურთი ასეთი მოთამაშეებისგან შედგება. გასულ საუკუნეში ქართველები ურუგვაელებს შეადარეს. საბჭოთა პროპაგანდამ ნება დართო გავრილ კაჩალინს სსრკ-ის ნაკრებში რაც შეიძლება მეტი ქართველი მიეწვია, რათა რუს რობოტ-ათლეტზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაემსხვრია, რომელიც შემდგომში ასეთი ძვირფასი იყო ვალერი ლობანოვსკისთვის. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა ნაკრებში 11 ფეხბურთელიდან 4 ქართველი გახლდათ. მაშინ სსრკ-ში 117 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში - 3 მილიონი. ეს იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოში ზამთარი პრაქტიკულად არ არის, რაც მზიანი ქვეყნის წარმომადგენლებს მოსკოვის, კიევის და სხვა ქალაქების მოსახლეობისგან განსხვავებულს ხდიდა.

თუ ისტორიაში საბჭოთა ორ უძლიერეს ფეხბურთელს გავიხსენებთ, ნათლად დავინახავთ სხვაობას: ანდრეი შევჩენკოს მზერას მანჩესტერში ჯანლუიჯი ბუფონთან პენალტის წინ, ყინულისებრს. განაჩენი უკვე გამოტანილია. უემოციო მანქანა მშვიდად აღწევს მიზანს და აკეთებს იმას, რაც სურს. "კვარა" ასეთი არაა, ის ზედმეტად ადამიანურია და "მილანთან" ისეთივე სიტუაციაში თავისი სიმყიფე წარმოაჩინა. ამას არ აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ჯორჯ ბესტს ყველაფერს ვპატიობთ".

რატი
რუსეთუმები საქართველოს სახე არასდროს ყოფილან ისევე, როგორც სხვა -თუმეები. ნაკლები ნიჰილიზმი, მეტი თვითრწმენა და ნებისყოფა. :)
გიორგი
ერთი დეტალია საინტერესო. ამას ჰგონია, რომ აქ რომ თბილა, მხოლოდ ამიტომ განვსხვავდებით რუსებისგან. ალბათ არც იცის, სხვა ერი რომ ვართ. თუმცა, რუსეთუმეების შემხედვარეს უკვე აღარ ვარ დარწმუნებული თუ რანი ვართ.
Charley
ხვიჩა რომ ნაპოლიში არ გადასულიყო თამამად შეიძლება ითქვას ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მან გუნდში ის მიიტანა რაც ყველაზე მეტად აკლდა ამ კლუბს ჩემპიონის მენტალიტეტი, რასაც კვარამ პირველივე თამაშიდან ჩაუყარა საფუძველი, ამ 21 წლის ბიჭმა მთელ გუნდს ტონუსი მისცა, მისი სურეალისტური სოლო რეიდებით თუ საგოლე პასებით გუნდს აღმაფრენა თავდაჯერება შემატა და ეს მთელმა გუნდმაც ირწმუნა და აგერ გვირგვინც დაიდგმება ნეაპოლის თავზე 33 წლიანი უსასრულო თითქმის იმედგადაწურული ლოდინის შემდეგ.
ალექს
ლექსათა!
იეა
ძალიან კარგი ანალიზია, სიყვარულით და ზრუნვით დაწერილი
კორბენა
აბა ბიჯო ზამთარი სულ არ გვაქვს კი. არც ყინვა, წვიმაც თითქმის ერთხელ თუ მოდის წელიწადში. გადასარევი ჭეშმარიტი ანალიზია. მე როგორც ლიბერალი :)) თანამედროვე გენზი თაობის გენია ვეთანხმები. ევროპამ ამერიკამ რომ მიბრძანოს გადახტი ზვიგენებით სავსე ოკეანეშიო უსიტყვოდ დავემორჩილები და ჭყაპანს მოვადენ მუცლით:)) მაგრამ სანამ ისინი მიბრძანებენ მე მაგათი ქართველი ბიძიების სიტყვებს ვუჯერებ ისეთები როგორც ბატონი ნიკა გვარამია ლევან ბერძენიშვილი ვახო სანა გიგა მაქარაშვილი და სხვანი და სხვანი არიან აბა როგოოორ? ევროპა თუ გვინდა პროგრესი და რამე რუმე თავისუფლება და გეები და კაი კაი ამბები ასე უნდა ვქნად. იეს!
უვიცი
სუპერ! სწორია ყველაფერი, ერთიც აღენიშნა, რომ 1960 წელს 4 ქართველი კი არ თამაშობდა, ევროპის ჩემპიონატი პირადად მოიგეს ქართველებმა, ფინალში მეტრეველის გოლით და მესხის გენიალური ჩაწოდებით თავზე და პონედელნიკის გოლით!!! შედარებაც სწორია, ფენოსლავური ცივი მანქანა, რომელსაც "გამაზულიც" ბევრი აქვს, თუმცა მის გამაზვებს ბერლუსკონი აზღვევდა. კვარას და ჯერ კიდევ სად ხართ, კვარასებრი ბევრი წამოვა, დაზღვევა არ ჭირდებათ.
Suxumchanin
მაამებელი სტატიაა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო