"იუვენტუსის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველს დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია და რომ არა ვიქტორ ოსიმენი, "კვარას" მცველები მარტივად შეაჩერებდნენ.

"ნაპოლიმ" სკუდეტო დაიმსახურა, "პარტენოპეი" გასულ ზაფხულს არაერთმა მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა მათ პერსპექტიული გუნდი შექმნეს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, აღმოჩენას ნამდვილად ვერ ვუწოდებ, რადგან მის შესახებ ევროპულ კლუბებს ინფორმაცია ჯერ კიდევ "რუბინში" თამაშის პერიოდში ჰქონდათ. ნეაპოლელებმა მოთმინება გამოიჩინეს, შესაფერის მომენტს დაელოდნენ და "კვარა" იაფად გაიფორმეს.

"კვარას" დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალურად შეუძლია. უდავოდ ნიჭიერია, შეუძლია ორი მცველი ჩამოიშოროს, თუმცა მესამე ყოველთვის შეაჩერებს. ვიქტორ ოსიმენი გუნდს ვერტიკალურობას სძენს, ხვიჩას სივრცეები სწორედ მისი საშუალებით უთავისუფლდება. ვფიქრობ, თუ აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ლიდერების სანაცვლოდ სარფიან წინადადებებს მიიღებს, ისინი აუცილებლად უნდა გაყიდოს" - განაცხადა მოჯიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

სვანსკი
ვიღაცას,რომ შეეშალა, იმიტომ გახდა ყოფილი
სვანსკი
გირჩის პროტოტიპი,ერთად ეწევიან ონლაინში.))
svano magarski
კვარა-მაგრად-ბუქსაობს,ასე-ტუ-გააგრძელა-აღარ-გაუგრძერლებენ,პირიქით,შეუმოკლებენ...

ალბათ, წამოწოლილ ან მწოლიარე დრიბლინგზეა საუბარი, თავისით რომ "იდრიბლინგება".
მამონტა
იტალიელია, აბა? აუ ეს, რომ ამერიკელი ყოფილიყო? ალბათ წაკითხვასაც არ დაგვაცლიდნენ.
ნანაია ნანა?
რა გინდათ, ჰორიზონტალში კარგად ერკვევა, ვერტიკალში ისე ვერა.

ვახუშტი სანაიას და დავით ბერძენიშვილს ჰკითხეთ, კვარა როგორი ფეხბურთელია, ვიღაც უვიცებს, რომ ეკითხებით
buba
ექსპერტ!! ორი მცველის მოტყუება არ არის საკმარისი?!!!
რატი
მოჯი, მართლა სისულელე მოჯ*ი. :)))))
WTF

სალამანდრა
წადი, მოჯ.ი, მუშტი ჰკარი, ბოქსიორო გამოხვალ!
ALONZO
ამგვარი სპეციალისტები უნდა მოათავსოთ ჰორიზონტალურად და მთაწმინდის ფუნიკულიორიდან დაუშვათ ვერტიკალზე.
ალექს
მართალია ეს კაცი, რატომ ჯორავთ? დრიბლინგი ვერტიკალურია და თან ბრუნვადი! :)))
ლევანი
ცხრა იქსელ ქურტუკ-პალტოში გამოწყობილო მოჯი, მაგ ბრძნულ დასკვნებს ზმეიკიან ტელეფონში გეუბნებიან თუ შენით ფანტაზიორობ? ესეც ფედელეს მიმდევარი ყოფილა
ამო
გოგია, გაიხარე.
დავით 67
კაცი ამდენი ხანი სპორტული დირექტორი იყო და ოდნავ ხომ მაინც უნდა ერკვეოდეს ფეხბურთში.
გოგია
აი შენ კი გნახე ჰორიზონტალურად . . .
ვაჟა მასწავლებელი
ეს კაცი მგონი კანაფის პლანტაციიდან ახალი გამოსული იყო როცა ინტერვიუ ჩაწერეს. ვაი შენს პატრონს: ვერტიკალური დრიბლინგის მსგავსი მხოლოდ კალათბურთში ხდება და არა ფეხბურთში და იმასაც მხოლოდ ცხონებული ზურა საკანდელიძის, ლევან ჩხიკვაძის, "პტიცა" უგრეხელიძის, ა.ბელოვის მსგავსი კალათბურთის კორიფეები აკეთებდნენ.
გიორგი
ფლანგის თავდამსხმელმა თავით როდის უნდა ითამაშოს ნეტა? თავის თავს უნდა ჩაუწოდოს თავზე? როცა შეექმნა მომენტი, კი გაიტანა. მოჯი კიარა მოჯ.ი ხარ.
გოგა
100% დარწმუნებული ვარ, ხვიჩა რო არა ნაპოლი ვერ იჩემპიონებდა, ცოტა წვალებით, მაგრამ ივენტუსი გახდებოდა ჩემპიონი, მარტო გოლებში და საგოლე გადაცემები ხო არა, ბიჭს 2 და 3 კაცი სულ ფეხზე აზის და რამხელწ სივრცე რჩებათ სხვებს
G.A.L.
განსაკუთრებულად გამოსარჩევი იყო "ატლანტასთან" შესრულებული ჰორიზონტალური დრიბლინგი! ვაი შენს პატრონს!!!
G.LA
ხედავს ეს კაცი და რა ქნას? საქართველოს ნაკრებშიც ვიქტორი რომ არ გვყავდეს გოლს კი ვერ გაიტანდა ხვიჩა. ისე ბოლოს მაგარი თქვა, ეს ორივე უნდა გაყიდონი. რომ იუვემ იჩემპიონოსო მერ დაამატენს.
ბადრი
ოსიმენი კი არა, კვარა უთავისუფლებს ოსიმენს სივრცეს, სამ ოთხ მცველს რომ შემოიკრებს, თითქმის მოწინააღმდეგის ნახევარ გუნდს.
ესღა გვაკლდა რა?
ამ ლუჩანოს, ეტყობა თავში "ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად", მთლად ვერ აქვს საქმე კარგად!
ხვიჩა
შარშან, შარშანწინ არ ჰყავდათ გუნდში ოსიმენი? მაშინ ვერ სძენდა გუნდს ვერტიკალურობას?
ალექს
"ვ" აკლია მაგის გვარს ! რვა კაცი რომ ჩამოიტოვა, მაშინ დიაგონალზე გაარღვია და ოსიმენი არა ყავდა !
მირზა
ყველა დილეტანტის აზრები არ უნდა გადმობეჭდოთ!
Zas.
ამას კვარას ყიდვა უნდა იაფად.
Offside
აბა ორი გოლი ბებიაშენმა გაიტანა რო წაიღო ცენტრიდან . ორი მცველი და მესამე ყოველთვის შეაჩერებსო .აბა მარადონა ყოფილა ესეიგი ასე გამოდის .და თუ სამი მცველი მიდის ისევ ოსიმენი უნთავისუფლებს თურმე სივრცეებს . ურთიერთ გამომრიცხავი ანალიზია თავისივე თავთან მოდის წინაააღმდეგობაში. ეს დირექტორი ვინ გახადა ამხელა კლუბის საერთოდ ესაა აქ მთავარი შეკითხვა .
ზურაბ
ჰორიზონტალური დრიბლინგი,ახალი სიტყვაა ფეხბურთის სამყაროში.
სოსო
ესეგი ორს სცილდება და მესამე ართმევსო, დალოცვილო, სხვა ერთსაც ვერ ატყუებს და ამისი აზრით მთელი გუნდს უნდა გადაუაროს ერთმა?? .. სერიოზულად უჭირს ამ ვაიექსპერტს
ბესო
უყურებს საერთოდ თამაშებს, რა სისულელეს იძახის.
აკო
ამას მგონი "კამერაში" ყოფნა მოენატრა
კახა
სუპერ ექსპერტი ნეტა აქამდე სად გვემალებოდაა.....
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" - მოჯი დე ლაურენტისს დასცინის
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ლუჩანო მოჯი: "იუვენტუსი" სკუდეტოს მოსაგებად მზად არ არის
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა
მოჯი: კონტემ მითხრა, რატომ თქვა უარი "ნაპოლის" ჩაბარებაზე
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ეს ქართველი ფენომენი სად მონახეს?" - ხვიჩას თვით მორატი და მოჯი აქებენ
"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი