კიევის "დინამოდან" "ლეხში" იჯარით წასულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თავის მომავლის შესახებ ua-football-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- კიევის "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით გაქვთ თუ არა კლუბთან კავშირი?

- ჯერ კონკრეტულად არავისთან არ მისაუბრია. ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული აზრი არ აქვს, ვინაიდან პოლონეთისა და უკრაინის ჩემპიონატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუ "დინამოს" ვჭირდები, სატრანსფერო ფანჯრისას დამიკავშირდებიან.

- შეიძლება თუ არა შემდეგ სეზონში "ლეხში" დარჩეთ?

- აქ დარჩენას არ ვაპირებ. კლუბს ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვის ან იჯარის გაგრძელების არანაირი ოფცია არ აქვს. ვიცი, რომ "ლეხის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის თაობაზე "დინამოს" მიმართა, მაგრამ მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. ასე რომ, ჩემი შემდგომში აქ დარჩენის საკითხი აქტუალური არაა.

- სხვა კლუბებიდან თქვენდამი ინტერესი თუ არსებობს?

- დიახ, ინტერესი არის. მე მათ ვესაუბრები, მაგრამ ჯერ რამეზე ლაპარაკი ადრეა. უფრო მეტი კონკრეტიკა ზაფხულში იქნება.

- მომავალში საკუთარ თავს სად ხედავთ?

- მე ფეხბურთის თამაში მინდა. იმ შეთავაზებას ავირჩევ, რომელიც ჩემი სურვილის შესაბამისი იქნება. მესმის, სათამაშო დროის გარანტიას არცერთი მწვრთნელი არ მომცემს. თუმცა, აუცილებელია ვიცოდე, რომ ჩემზე იმედებს ამყარებენ. აი, ასეთ ვარიანტს გამოვეხმაურები.

ნიკო
ისე ავსტრიაში კიტესთან შტურმში ეს ბიჭი კაი იქნებოდა,მარა სადაა სამართალი...
ალეკო
პოლონეთში არ დარჩე არც უკრაინაში, თუ შესაძლებლობა იქნება სადმე დასავლეთში, ავსტრიაც კარგი იქნებოდა
ლაშა
წარმატებები გიორგი! ლეხში არ უნდა გაჩერდე ნამდვილად. ზაფხულში ახალგაზრდული ევრო 2023-ა, ასევე, სანაკრებო მატჩები (ვნახოთ, უფრო ახალგაზრდული უნდა გიორგის). ზაფხულში ნამდვილად გამოჩნდებიან გიორგის მსურველები... ,თავარია ნაკრებებმა წარმატებებს მიაღწიონ!
სოსო
გიოს სიტყვებიდან გამოდის,რომ ლეხს მისი გამოსყიდვა სურდა,მაგრამ დინამომ უარი თქვა და მათაც აქცენტი სხვებზე გააკეთეს,გიოს კი,თამაში არ უწევს.ძალიან ვწუხვარ გიორგის გამო.ძალიან ცოტას თამაშობს ,არადა ახლა უნდა სისტემატური სათამაშო დრო.რომ ვუყურებ ამ ბიჭს,მის აგენტზე,კარგს ვერაფერს ვიტყვი.რაც გიოს სჭირდება,იმას კი არ აკეთებს,არამედ სხვა რამეებს დასდევს და გიორგის განვითარება,ამითი აშკარად ფერხდება.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
წიტაიშვილი შეცვლაზე და სათადარიგო საზონოვი - "რაიო ვალეკანომ" კაცნაკლულ "ხეტაფეს" ვერ მოუგო
კვეკვესკირის "ლეხი" "ფიორენტინას" ვერ გაუმკლავდა
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"წიტაიშვილს ნდობა სჭირდება - ვიცით, ქართველები ემოციურები არიან" - კიევის "დინამოს" მწვრთნელმა გიოზე ისაუბრა
"ლეხი" "ფიორენტინასთან" სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო
კვეკვესკირმა ცენტრფორვარდის სტილში გაიტანა - "ლეხმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]
კვეკვესკირი "სლოვანს" ვერ შეუთანხმდა - Geo Team-ის ცნობით, მან შეიძლება კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა