ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...

"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...

ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში 2022-23 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. თუკი ინგლისსა და გერმანიაში საჩემპიონო ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ყველაფერი უფრო ადრე გაირკვა. ჩვენი მთავარი ინტერესი სერია "ა"-ს მიმართაა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ტიტულის გასაფორმებლად მხოლოდ ერთი ქულა სჭირდება, თუმცა, შესაძლოა, ამის აუცილებლობაც არ იყოს (თუკი "ლაციო" "სასუოლოს" ვერ დაამარცხებს).

საქართველოს დროშა ნეაპოლური ზეიმის ნაწილია

ნეაპოლელებს მონატრებული ზეიმი ცოტათი გადაედოთ. მათთვის რომაელთა მოგება და ყველაფრის ისევ საკუთარი შედეგით განსაზღვრა უფრო ბედნიერების მომტანი უნდა იყოს. ამის გამოა, "უდინეზე" - "ნაპოლის" დაპირისპირების პარალელურად, რომელიც "დაცია არენაზე" ხუთშაბათს, 4 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, გულშემატკივრები "დიეგო მარადონაზე" შეიკრიბებიან (ბილეთი 5 ევრო ღირს) და ერთიანი ზეიმის მოწყობას კვლავ ეცდებიან...

უდინეში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ ლუჩანო სპალეტი შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებს. მთავარი მიზანი მიღწეულია ("ნაპოლის" მიერ დარჩენილი 6 მატჩის წაგებაზე კონკურენტი "ლაციოც" არ ფიქრობს) და ახლა დრო სათადარიგო მოთამაშეებს მეტად უნდა მიეცეთ, თუმცა სხვა ამოცანებიცაა გადასაწყვეტი.

ვიქტორ ოსიმენს ბომბარდირთა დავაში სოლიდური უპირატესობა (21 გოლი, 4 "ასისტი) აქვს, მაგრამ ლაუტარო მარტინესი ძალიან მონდომებულია (17 გოლი, 3 საგოლე პასი) და ყველაფერს გააკეთებს, ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას. თუკი ნიგერიელს დასვენების საშუალება მიეცემა, ეს უფრო გამარტივდება. ასეთ დროს მსგავსი არ ხდება. ოსიმენს ჩემპიონატში 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია და ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა.

სერია "ა"-ს საუკეთესო მეპასე ხვიჩა კვარაცხელიაა. მას 10 "ასისტი" აქვს, რაც გოლი+პასი სისტემით დიდებული მაჩვენებელია ("კვარამ" მეტოქეების კარი 12-ჯერ აიღო). 8 შედეგიანი პასი "ლაციოელ" მილინკოვიჩ-სავიჩს (6 გოლთან ერთად) და "იუვენტუსის" ნახევარმცველ კოსტიჩს (3 გოლი) აქვთ. "კვარადონას" ამ კომპონენტში ლიდერობა ძალიან სასიამოვნოა. მისი არაერთი დასამახსოვრებელი საგოლე პასი გვახსოვს, მხოლოდ ოსიმენისთვის ბურთის ცარიელი კარის წინ გადაცემა რად ღირს. ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიქსირდება, თუმცა ქართველმა გარემარბმა აქტიური მონაწილეობა არაერთ საგოლე ეპიზოდში მიიღო. ხვიჩას ძალიან დატვირთული სეზონი აქვს, რომლის შემდეგ სანაკრებო მატჩებიცაა. ამის მიუხედავად, ვიქტორისა არ იყოს, დარჩენილ ტურებში მანაც ნაკლებად უნდა დაისვენოს. "კვარა" "უდინეზეს" წინააღმდეგ პირველად ითამაშებს, "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის გამო წინა წრის დაპირისპირება გაუცდა. მის შეჩერებას ნიდერლანდელი კინგსლი ეიზიბი ეცდება, რომელიც "კიოლნიდან" იანვარში გადმოიბირეს.

64 წლის ლუჩანო სპალეტი ყველაზე მხცოვანი სპეციალისტი გახდება, რომელიც იტალიის ჩემპიონატს მოიგებს. მის გუნდს აპრილი ძალიან ცუდი ჰქონდა, 7 მატჩიდან მხოლოდ ორში გაიმარჯვა, მანამდე კი სეზონი თითქმის ერთი ამოსუნთქვით გავლო. მცირე ჩავარდნა იანვრის დასაწყისში იყო, რაც "იუენტუსის" (5:1) განადგურებით მალევე მოგვარდა.

"უდინეზე" ყველაფერს გააკეთებს, "სალერნიტანასი" არ იყოს, საჩემპიონო ზეიმი გადადოს. უდინელებს სატურნირო კუთხით არანაირი მოტივაცია არ გააჩნიათ. მათ პორტუგალიელ ფორვარდ ბეტოს ბოლოს ბევრი გაუცდა, თორემ 10 გოლზე მეტი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს და ახლა ყველაფერს გააკეთებს, დარჩენილ დროში რაც შეიძლება მეტი გაიტანოს. გასულ სეზონში მისი მონაგარი 11 გოლი იყო.

"ნაპოლის" "უდინეზესთან" დაპირისპირება საკმაოდ უმარტივდება და კარგი სტატისტიკაც აქვს. რაც შეეხება უკანასკნელ მატჩს, აქ კინაღამ სასწაული ვიხილეთ. სპალეტის გუნდი 3-ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა სტუმრებმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს (3:2).

შეხვედრას 37 წლის როსარიო აბისო განსჯის. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მატჩებს ის "კრემონეზესა" და "სამპდორიასთან" გაუძღვა და მათთვის ორივე წარმატებული გამოდგა.

წააგებენ დღეს.

• ისე მაინც

"იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ყველაფერი უფრო ადრე გაირკვა" - ადმინ, გაფიცებ საფრანგეთში რა არის ჯერ გარკვეული? 5 ტურით ადრე 5 ქულაა სხვაობა ცხრილის სათავეში.

• არჩიბალდ

ნაპოლი ხვალ სპეციალურად წააგებს რადგან მომდევნო ტური სახლში აქვს ჩასატარებელი და თავის სტადიონზე იზეიმებს ჩემპიონობას

• გიო

ლაციომ დგეს თუ ვერ მოიგო ჩემპიონია! ნაპოლი ხვალაც რომ წააგოს უდინეზესთან

• ირაკლი

ნაპოლი წესით პირველი გაჩემპიონდება ევროპის ჩემპიონატებში და ეს ხვალ მოხდება აუცილებლად.უმაგრესი სეზონი ჩაატარა

• შაკო

მე დღეს ლაციოს ვგულშემატკივრობ, რათა ხვალ ნაპოლის მოგებას და ხვიჩას კარგ თამაშს მეტი მუღამით ვუყურო

• გულშემატკივარი

წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს❤️

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა