მას შემდეგ, რაც "ლაციომ" "სასუოლოს" 2:0 მოუგო, "ნაპოლის" საჩემპიონო ზეიმი გადაიდო. დღეს ნეაპოლურ გუნდს სკუდეტოს მოსაპოვებლად სტუმრად "უდინეზესთან" ფრეც ჰყოფნის. საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად გულშემატკივრები უკვე ჩავიდნენ უდინეში და Il Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, "დაჩია არენაზე", რომელიც 25 952 მაყურებელს იტევს, დაახლოებით 15 000 კამპანიელი ტიფოზი იქნება, მათ შორის 1 500 ცენტრალურ სექტორში.

მატჩისადმი უდიდესი ინტერესია, პირდაპირი ტელერეპორტაჟი ყველა კონტინენტის ქვეყნებში გადაიცემა, თამაშს ნეაპოლში "დიეგო მარადონას" სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურებენ. ყველა ბილეთი (ფასი 5 ევრო) უკვე გაყიდულია.

"ნაპოლი" დანიშნულების ადგილზე მაშინ ჩავიდა, როდესაც "ლაციოსა" და "სასუოლოს" შეხვედრის მე-60 წუთი მიმდინარეობდა. სასტუმრო Là di Moret-თან გუნდს ფანები დახვდნენ. შამპანურებიც გამზადებული ჰქონდათ გასახსნელად, მაგრამ "ლაციომ" მოიგო და დღეს საღამოსთვის გადადეს. ფეხბურთელები გარეთ არ გამოსულან, მხოლოდ ალესიო ძერბინმა გამოიხედა ფანჯრიდან.

მოკლედ, ფრიულის რეგიონში მრავალათასიანი ნეაპოლური დესანტი გადაისხმება და იტალიური მედიის მტკიცებით, ქალაქი უკვე წალეკა ცისფერმა ტალღამ. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება მატჩის დასრულების შემდეგ...

კაპიტან გარდენბურგი
კვარა თუ არ იქნება, თვითონ აღარ უყურებს ხოლმე ნაპოლის თამაშებს :)
joseph
კვარა თუ არ იქნება არ ვუყურებ ერთმა დაწერა ნაპოლის ფანია იუთუბერია ელმასი ან რასპადორი იქნებაო კვარას ადგილას ... იშვიათად ცდება ხოლმე ვნახოთ აბა...
გია
ალესიო ძერბინმა რატომ გამოიხედა ფანჯრიდან?
SN289
33 ტურია და 33 წელია არ მოუგიათ სიმბოლურად ემთხვევა, შემთხვევით არაფერი არ ხდება ...
ჟორა გაბრიჭიძე
უდინე ყველა შემთხვევაში დაინგრევა, ოღონდ თუ ნაპოლი წააგებს ამას ნაპოლის გაბრაზებული ტიფოზები გააკეთებენ, თუ ჩემპიონი გახდება ნაპოლი, მაშინ გახარებული ტიფოზები, არჩევანი უდინეს მერზეა.
ხვიჩა
წერ "არ მესმისო", ჰო და ისევ ჭადრაკს მიაწექი მეგობარო, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისგან
სვანსკი
უფალო ჩვენს ოქროს ბიჭს მიეცი ძალა რომ გამარჯვების გოლი გაიტანოს
დავიდუსი
სუფთა ქართული კომენტარი!
G.LA
მგონი ასე უკეთესი გამოვა ნეაპოლისათვის. ამ გადარეულ გულშემატკივრებს რაღა მთლად ნეაპოლი დაენგრიათ? ცოტას უდინეს და ცოტასაც ნეაპოლს დაანგრევენ ამაღამ. პ.ს. leqso-ს ნუ წვალობ ფეხბურთის ყურებით და იმ გამარჯვების აღნიშვნით როგორსაც ნეაპოლიტანელები აღნიშნავენ. ყველამ იცის რომ ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ ყველას მათი აღნიშვნა აინტერესებთ. იმ გადარეული ხალხის ხილვა ქუჩებში. შენ სხვა არხზე გადართე სადმე ბილიარდს უყურე.
papai
რა გამოსვლა იყო ეხლა ეგ? საჩემპიონო მატჩს, რომელსაც 33 წლის მერე ჩემპიონობა მოაქვს მნიშვნელობა არ აქვს? და საშუალო დონისაა გუნდი, რომელიც 18 ქულის სხვაობით იგებს სერია ა-ს? რამ დაგაბოღმა ასე?:))
leqso
გასაგებია ნეაპოლში და საქართველოში ისტერიული ინტერესია ნაპოლის მიმართ,რომელიც უკვე დე ფაქტო ჩემპიონია, მაგრამ მსოფლიოში რატომ უნდა იყოს უდიდესი ინტერესი ამ ე.წ. გრანდიოზული ზეიმისადმი არ მესმის-თამაშს ხომ არავითარი მნიშვნელოა არ აქვს სპორტული ან სატურნირო თვალსაზრისით-იტალიის საშუალოზე მაღალი დონის გუნდე ხვდება მეორე საშუალო დონის გუნდს, სულ ეგ არის მსოფლიოსთვის...პირდაპირ ტრასლიაციას რაც შეეხება, თანამედროვე ტეხნოლოგიების პირობებში საერთოდ რა მოსატანია.....
46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა