ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო სეზონი "ნაპოლის" რიგებში წარმატებული და გასაოცარი გამოდგა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სერია A-ს 33-ე ტურში სკუდეტოს მოგება გაინაღდა, რაშიც 22 წლის გარემარბს უდიდესი წვლილი მიუძღვის. ცნობილმა იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩას სეზონი, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასეს, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"საქართველოდან ჩამოსულმა ბიჭმა "ნაპოლი" იტალიის მწვერვალზე დააბრუნა. ზოგიერთ ექსპერტს მისი ტრანსფერის წარმატებულობაში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ქართველმა ყველა კრიტიკოსი პირველივე ტურიდან დაადუმა. ხვიჩამ "პარტენოპეის" წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა" - Goal Italia 9 ქულა.

"კვარავაჯო, კვარადონა... დაარქვით, რაც გინდათ, მაგრამ ამ ბიჭის სახით "ნაპოლიმ" ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო ტალანტი შეიძინა. ქართველი გუნდს გოლებითა და საგოლე პასებით ლიდერობს და ჩვენს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა" - Calciomercato 10 ქულა.

"უდავოდ სეზონის ყველაზე დიდი სიურპრიზია. მისი თამაშის მანერა გასაოცარია, ამით ქომაგების გული სეზონის დასაწყისშივე მოიგო. "კვარას" და ოსიმენის დუეტი მომაკვდინებელია. მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა სტაბილურია, ამაზე ქართველის შედეგიანობა მეტყველებს, როგორც გატანილ გოლებში, ასევე საგოლე პასებში. ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 3-ჯერ მოიპოვა, მხოლოდ ერთ სეზონში საკუთარი თავის საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაზარდა" - Mediaset-ი 10 ქულა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

Charley
სამწუხაროდ მგონია რომ ამ მწვრთნელის ხელში კვარას რეგრესი დაეწყება თუ უკვე არ აქვს დაწყებული (ბოლო ათი მატჩია გოლი 0 ასისტი 0) მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად ნაპოლი ჩემპიონი რომ გახდებოდა ეს ერთი თვის წინაც მთელმა პლანეტამ იცოდა. ბიჭო, როცა მარჯვენა ფლანგიდან ვითარდება ნაპოლის შეტევები, ამ დროს ხვიჩა რატომ არ შედის საჯარიმოში და რატომ დგას სადღაც აუტის ხაზთან?? დაჟე ოსიმენი რო იღებს ბურთს მარჯვენა ფლანგზე და საჯარიმოში არავინაა, მაშინაც არ შედის ხვიჩა საჯარიმოში. რაღაც სიგიჟეა რასაც ვუყურებ. გუნდი თამაშობს 4-3-3 ტაქტიკით და მარცხენა ვინგერი საჯარიმოში არ შედის შეტევის დროს, არასოდეს მსგავსი რამ არ მინახავს. ჯერ იმ ფეხბურთს რა ვუთხარი ერთ მოთამაშეს რომ სამი კაცი იყვანს და "გალიებს" უდგამენ მეტოქეები, მაგრამ ეს ხომ პირდაპირ სპალეტის ბრალია დააყენე ცრუ ცხრიანის არეალზე მოხეტიალე ვინგერად და ფეხბურთელი თვითონ შეაფასებს სად და რა დროს ჯობია მოძრაობა. მისი ადგილი კი შეწევის დროს მარცხენა მცველს დააზღვევიე კვარას პოზიციაზე მომენტალური აწევით. აბა რას მიკეთებს რუი და ოლივერა მიაჩეჩებენ კვარას ხუთ მცველში ბურთს და აბა შენ იციო. ბორკილებით რომ აბამ კუთხურის ხაზთან თა კატეგორიულად ეუბნები ეს არის მხოლოდ შენი არეალიო დარწმუნებული ვარ ხვიჩაც განიცდის მისივე მწვრთნელის ფრთების შეჭრის უაზრო ახირებას მაგრამ რას იზამს ის ფეხბურთელია და ემორჩილება მენტორის დირექტივას თუნდაც ეს მისთვის საზიანო იყოს.
კაპიტან გარდენბურგი
შენ თვითონ კი ვერაფერი გაგიგია კარგო კაცო :) არ მიწყინო. კვარა სხვა დონეა, დანარჩენები ძალიან ნიჭიერები არიან
ზაზა
კარგია რომ მიხვდით იტალიელები თუ რა ფეხბურთელი ჩამოვიდა და ბრწყინავს თქვენს ჩემპიონატში,თუ თვალს ფართოდ გაახელთ,კიდევ რამოდენიმეს იპოვით,დაგეხმარებით: მიქაუტაძე გიორგი,გოჩოლეიშვილი,გაგნიძე,და კიდევ საბა საზონოვი,ასე რომ იჩქარეთ,სანამ დროა!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა