33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს გამარჯვებული არსებობის ისტორიაში მესამედ გახდა. Corrieredellosport-მა გადაწყვიტა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება. გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური მედიის წერილს:

"რთული საკითხია დაასახელო საუკეთესო, როდესაც ყველაფერი სწორი გზით მიდიოდა, სადაც ყველამ საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინა, თუმცა არა უშავს, ჩვენ ვიცით, ვინაა სეზონის მეფე (საუკეთესო ფეხბურთელი), დანარჩენებმა კი მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამარჯვებაში.

კვარაცხელია, მისი უდიდებულესობა MVP (სიტყვა-სიტყვით ყველაზე ღირებული მოთამაშე) - 10 ქულიანი სისტემიდან 10/10.

მისი საუკეთესოდ დასახელება ისეთივე მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. ვფიქრობ, ხვიჩას ისტორია იმსახურებს "დისნეის" ანიმაციას, ერთ დროს იქ იყო ინსინიე, რომელიც წავიდა და დატოვა მარცხენა ფლანგი მოტიტვლებული, უიმედოდ... თუმცა ჩამოდის ქართველი, რომელიც ბრწყინავს ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ არ ვიცით, რა შეუძლია... პირველივე ვარჯიშიდან კი ყველაფერი შეიცვალა, ჯუნტოლის "კვარასი" თვალდახუჭული ეიმედებოდა, სპალეტი ბურთთან პირველი შეხებისთანავე თვალებს იფშვნეტდა, გულშემატკივრები? მათ შეკითხვის დასმის დროც კი არ ჰქონიათ, რადგან ხვიჩამ სადებიუდო შეხვედრაში 37-ე წუთზე პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. მას ამისთვის მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა. ხუმრობით ვიტყვი და ზოგი 37 წუთში რეცხვას ვერ ახერხებს... ამის შემდეგ ადაპტაცია აღარ გასჭირვებია... 37-ე წუთს დავუბრუნდები ისევ... თავური დარტყმა არაა მისი ძლიერი მხარე, თუმცა ამით მსოფლიო გააფრთხილა: მე გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით შემიძლია.

მინდა ერთი რაღაც გითხრათ, ხვიჩა რთულ რაღაცებს მარტივად გადააქცევს. თუ თქვენ სთხოვთ მთვარის მოტანას, ის ალბათ თქვენს სახლში თანამგზავრის თანხლებით გამოჩნდებოდა და 2 წუთის დაგვიანებისთვის ბოდიშს მოიხდის. კვარაცხელიას მაგარ თამაშზე სტატისტიკაც მეტყველებს, თუმცა გულშემატკივრებმა იციან, რომ ეს ყოველივე განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე გადაცემების გარდა, ხვიჩას უშუალოდ მოედანზე ყოფნა, თუნდაც ჩაგდებული შეხვედრის მიმდინარეობისას, ბევრს ნიშნავდა. ისე ახერხებს მეტოქეების მოტყუებას, როგორც ბრაზილიელი გარემარბები, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როდესაც არასასიამოვნო მოწინააღმდეგეებს ხვდება, მაინც ძალუძს სამი-ოთხი დრიბლინგის შესრულება. როდესაც მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელი გაიაზრებს, რომ ერთი მცველი მის შესაჩერებლად საკმარისი არაა, მეურვეების რაოდენობას აორმაგებს ან ასამმაგებს. მიუხედავად ამისა, ქართველი მაინც პოულობს გზას, რათა თავიდან მარტივად ჩამოიშოროს.

მოედანზე ხვიჩას ვინც შეხვდა, მის გვარს არასდროს დაივიწყებს. რატომ? მარტივია, უმეტეს მათგანს მოუწია მისთვის უფრო დიდი ხნის განმავლობაში ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახა.

ხვიჩა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი (ამამოძრავებელი), რომელიც ამღვრებს ამ ქალაქის გრძნობებს, გრძნობებს, რომლებიც გუნდში ძმობით იყო გაჟღენთილი. სკუდეტო ყველას ეკუთვნის, თუმცა მომავალ წელს "ნაპოლის" მაისურებს მკერდთან ყველაზე ახლოს უნდა ეწეროს გვარი - კვარაცხელია" - წერია გამოცემაში.

აღნიშნულმა გამოცემამ ვიქტორ ოსიმენსაც დაუწერა შეფასება - 9.5

Charley
განათლების სერიოზული პრობლემაა საქართველოში.
გოგია
ეს აბზაცი მომეწონა: ,,მოედანზე ხვიჩას ვინც შეხვდა, მის გვარს არასდროს დაივიწყებს. რატომ? მარტივია, უმეტეს მათგანს მოუწია მისთვის უფრო დიდი ხნის განმავლობაში ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახა". :))
ჟორა
ხვიჩა ნაპოლის საქმეების კატალიზატორად მოევლინა გუნდს, ამიტომ თუ გუნდი შენარჩუნდება, არ გაგიკვირდესთ, რომ ნაპოლიმ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშოს.
Charley
ხვიჩა საფეხბურთო ლუვრია, ოსიმენი კი ლუვრის რიგითი ექსპონანტი. ამით ყველაფერი ნათქვამია.
იეა
ხვიჩა მაგარი ბიჭია, წარმატებები , უფალი გფარავდეს
გიორგის
სხვათა შორის პირადი ცხოვრებითაც,ისიც ადრე დაქორწინდა თავისი ეროვნების საყვარელ,მოკრძალებულ გოგოზე❤️
ბაკური
გენაცვალე ხვიჩა შენი მადლიანი გზა სხვა ქართველ ფეხბურთელებს და საქაეთველოს ნაკრებს ჩემპიონობის სიხარული გვქონოდეს
ვახო სანაია
რატომაა ყველა კომენტარზე მინიმუმ 2 დისლაიქი? ერთი მე ვარ, მაგრამ ვინ არის მეორე?
Zviads
ადეკვატური სტატიაა, სწორი შეფასება, ყველაფერი სტატიატიკა არაა..
ზაზა
ქართულად უწერია ჯიგარო ქართულად. და ნუ გაქვთ ეს უაზრო კოპმლექსები, ადამიანი უნდა მეგრულად დაწერს აზრს, უნდა სვანურად თუ უნდა ვიეტნამურად ან მონღოლურად. ვა რა გაღუნეს ტვინი ამ გვარგადაკეთებულმა ვითომ ქართველებმა. ხვიჩას ვულოცავ, წარმატებები და მადლობა ჩვენი გახარებისთვის.
დიმო
ყველას გასაგებად უნდა წერო მართალია, მაგრამ მეგრული ქართულია და ყველა ქართველს ეკუთვნის. ასე რომ, ,,ქართულად წერე" არ არის სწორი ამ შემთხვევაში. სადაც ამდენ უცხო ენას ვსწავლობთ, შენს მეგრულ ენაზე ორი სიტყვა რომ გესმოდეს ურიგო არ იქნება ქართველ კაცს.
კაპიტან გარდენბურგი
ძლივს არულიად ადეკვატუტი სტატია ევროპიდან !!! ძალიან მომეწონა. კარგია რომ მიხვდნენ. ქება არ აკლდა, მაგრამ ეს სწორია სრულიად
მამუკა
არდილეს, თუ გაინტერესებს, გითარგმნი. ცუდი არაფერი წერია, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთებმა ეს უაზრო ფობიები ვერ მოიცილეთ.
არდილეს
წერე ქართულად
L.J .
Italielebma daweres es teqsti ;)
MARGALONA
ათეცალი კოჩი რე ჩქინი მარგალი ხვიჩა❤️
გიორგი
ხვიჩა მაგონებს კაკას, როგორც მოედანზე ისე მის გარეთ,მორწმუნე,მშვიდი,თავმდაბალი,კეთილი,მოკლედ "კარგი ბიჭების"კატეგორიიდან!!!
გიორგი
ავტორს მადლობა ამ სტატიისთვის. კვარას კი სუყველა ვინც ვქომაგობდით ვულოცავთ იტალიის ჩემპიონას, მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მთელი საქრთველოს სასახელოთ. მხოლოთ ასეთი ადამიანები დაგვავიწყებენ ყოველდღიურ პრობლემებს და გააერთიანებენ ერს და ქვეყანას. ღმერთი გფარავდეს ხვიჩა კვარაცხელია !❤️❤️❤️
რატი
ესეც ჩვენ ვართ? ,,მიკერძოებულები"? :))) წარმატებები!
G.LA
ჩემპიონო გილოცავ. ოპტიმისტი ვარ იქნებ გადანეტებულიც მაგრამ ამას ვერ ვიოცნებებდი. ჩვენ ჩემპიონი ბიჭი სიამაყე და სიხარულის მომტანი ხვიჩა გვყავს. წარმატებებს გისურვებ ჩემპიონო. ❤️
დავითი
ვისაც ხვიჩა უყვარს, ყველა მიყვარს!
მერაბი
მადლობა გიორგი ასეთი მაგარი წერილისთვის! ხვიჩა ნამდვილად საუკეთესო იყო
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია