საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლეს – A ლიგაში ნახევარფინალური სერია დაიწყო "რუსთავსა" და “თბილისი ბასკეტს” შორის. მეორე წყვილში "ვინგსი" და "ქუთაისი" თამაშობენ, რომლებიც სერიის პირველ მატჩს 6 მაისს ითამაშებენ.

"რუსთავმა" "თბილისი ბასკეტს" უმასპინძლა და 69:73 დამარცხდა. გუნდებმა 2 განსხვავებული ნახევარი ითამაშეს. პირველში სტუმრები ჯაბნიდნენ მასპინძლებს და ერთი ხანობა "თბილისი ბასკეტი" 26 ქულითაც იგებდა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 46:25 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს, ჩამორჩენას ნელ-ნელა ამცირებდნენ და ბოლო პერიოდში მეტოქეს 5-6 ქულით მიუახლოვდნენ. გადამწყვეტ მომენტში გარდატეხა ვეღარ მოხდა. "თბილისი ბასკეტმა" საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. სერიის მეორე მატჩსაც თუ მოიგებს, "თბილისი ბასკეტი" ფინალში გავა, არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.

"თბილისი ბასკეტს" 20 ქულით ანდრია მგელაძემ ულიდერა. 9 ქულა და 16 მოხსნა ნიკოლოზ ბერძენიშვილმა მიითვალა. გიორგი დარჩიას ანგარიშზე 13 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. "რუსთავის" რიგებში 17-17 ქულით დავით გოგოლაძე და ვაჟა კეჭაღმაძე გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 16 მოხსნაც დაგროვდა.

სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 მაისს, 19:40 საათზე გაიმართება.

GBF

მოქალაქე
რომ წერთ სტატიას ჯერ მოიკითხეთ როგორ წააგეს.როგორ და ბოისამ კამერებიდან ამოიღო რუსთავი კომბინაციები ვარჯიშებიდან და იმიტომ მოიგეს
აბდულაი
ეგ თამაში უნდა ანულირდეს და ეგ ნახევარ ფინალი უნდა გაუქმდება,რატო გეტყვით ანატოლი ბოისა სად მუშაობს კარგად ვიცით რუსთავის გუნდში.წვდომა ქონდა 18 ვარჯიშებზე და კამერების საშუალებითაც.ამოიღო ყველა კომბინაცია რასაც 18 აკეთებდნენ და ყველა კომბინაცია იცოდა.ამიტომ წააგეს 18 ბმა...უნდა გაუქმდება.თბს ბასკეტი არაფერი გუნდი არ არის იმიტომ რომ ბრუკლინი ეთამაშა ჯგუფში და ასე სამარცხვინოთ არ წაუგია ბრუკლინის.მეორე თამაშს უგებდა ბრუკლინი და მსაჯებმა გადაწონეს.ჭაობია სუფთა რა
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე