"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ამერიკის ტელეკომპანია CBS-სთან სკუდეტოს მოპოვებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმაზე ისაუბრა, დარჩებიან თუ არა გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.

"ახალ ერას ვიწყებთ, მომავალ წელსაც უნდა მოვიგოთ სკუდეტო, მომდევნო წელსაც, თუმცა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიმარჯვოთ. ამას ვეცდებით, თუ მსაჯები არ შეგვაჩერებენ. პუბლიკის რეაქცია წარმოუდგენელია, ეს იგრძნობა. ამ მომენტს 33 წელი ველოდით. როდესაც 2004 წელს გაბანკროტებული კლუბი ჩავიბარე, მაშინ ვთქვი, რომ რანგით მესამე დივიზიონიდან სერია A-ში 10 წელიწადში დავაბრუნებდი. 3 წელიწადში დავაბრუნე. შემდეგ გავნაცხადე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ეს დანაპირებიც ვადამდე შევასრულე.

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში უძლიერესები ვიყავით, შემდეგ ეტაპზე "მილანთან" ორივე მატჩში მსაჯობის გამო ვერ გავედით. ასეთია ფეხბურთი, ეს უეფაა... კიდევ ვცდით, კიდევ და კიდევ. ლოს-ანჯელესში ფილმს ვიღებდი და კაპრიზე 15 დღით დასასვენებლად წასვლა გადავწყვიტე. "ნაპოლის" გაკოტრების ამბავი შევიტყვე და ის, რომ აუქციონი გაიმართებოდა. 37 მილიონი ევრო შევთავაზე მხოლოდ კლუბის სახელში. ვკითხე, სად არიან ფეხბურთელები და მიპასუხეს, რომ ისინი გუნდში აღარ იყვნენ. 37 მილიონი მხოლოდ გუნდის სახელში გადავიხადე.

2022 წლის მაისში ვიღაც ჟურნალისტმა მკითხა: "ამდენი მოთამაშე გაყიდეთ, რას იზამთ მომავალ სეზონში?" ვუპასუხე, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. ბევრს გაეცინა. გასულ წელს რამდენიმე განებივრებული ფეხბურთელი გვყავდა, რომლებსაც ენთუზიაზმი აღარ ჰქონდათ, მე ახალი სახეები მჭირდებოდა, ახალი ერთიანი გუნდი.

როდის მოვიგებთ ჩემპიონთა ლიგას? თუ უეფა ცუდი მსაჯობით ისევ არ შეგვაჩერებს, როგორც ეს წელს მეოთხედფინალებში მოხდა, ამას მომავალ წელს მოვახერხებთ".

დე ლაურენტისმა აგრეთვე განაცხადა, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მუშაობას გააგრძელებს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას არავითარ შემთხვევაში არ გაასხვისებს და კვირას "ფიორენტინასთან" ნამატჩევს დიდი ზეიმი გაიმართება, რომელიც უკვე ერთი თვეა დაწყებულია.

მოსეხონელო
პოლონელს კი ყავს შემცვლელი ელმასი არა ცუდი მე მეტიც მირჩვენია.მთავრი ლობოტკა ოსიმენი და კვარ არ წავიდეს და გუნდის სხვა ფეხბურთელბის ჩანაცვლება შეიძლება.რასპადორი ზამენის თავდასხმელი კარგი თან.
mr
გოგია შენ უკეთ იცი ნაპოლის პრეზიდენტზე რა მიზანი ქონდა ნაპოლის... ესაა ტიპიური ქართველი ყველამ ყველაფერი იცის ყველა ექსპერტია ... აა ძმაო გოგიამ იცის ნაპოლის რა მიზანი ქონდა თორე ნაპოლის პრეზიდენტმა რაიცის ნაპოლის რა მიზანი ქონდა რომელშიც 37 მილიონი ევრო გადაიხადა ამ გუნდის ყიდვაზე..
სოსო
ტოპ ლიგაში,პირველივე სეზონში,რამდენ ფეხბურთელს ჰქონიაო,ასეთი შედეგი,რომ გეკითხა,კიდევ უფრო უკეთესი კითხვა იქნებოდა.დარჩენილ მატჩებში,კიდევ რომ დაუმატებს,მგონი ეგეც ყველას გვჯერა.რა თქმა უნდა მოწონება(ლაიქი)
გოგია
როცა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა მიზანი, გუნდიც შესაბამისად, თანდათან შედის სათამაშო ფორმაში და ფორმის პიკს პლეი-ოფების დროს აღწევს. სეზონის დასაწყისში, წელს, ნაპოლის მიზანი არ ყოფილა არც ჩემპიონთა ლიგის მოგება და არც სკუდეტო. და ნუ ბლეფობს ბატონი პრეზიდენტი. :) მსაჯები რომ მილანთან მთლად ნამუსიანად არ იქცეოდნენ, ეგ კია სიმართლე.
dato
კიმი, ზელენკსი და ვიქტორი დიდი ალბათობით დატოვებენ გუნდს. საჭიროა კარგი ცენტრალური მცველი, ნახევარმცელი და თავდასხმელი. ზელენსკის რასპადორი იდეალურად შეცვლის. თუმცა დაცვით ფუქნციებს ვერ შეასრულებს.
ციციკორე
ლიგის მოგებას უფრო გრძელი სათადარიგო ჭირდება. ლობოტკა-ანგისა-ნდომბელე-მარიო რუი-ლოზანოთი ლიგის მოგება არის ზღაპარი. სეზონის ბოლოსკენ ძალები აღარ ჰყოფნის გუნდს. ჩემპიონატში, თუ თავიდან დიდ ჰანდიკაპს შექმნი, პრობლემა ნაკლებადაა, მაგრამ ლიგაზე, პლეიოფების ეტაპზე, კონკრეტულ დროს, კარგ ფორმაში თუ არ ხარ, მანამდე რაც ითამაშე, წყალში ჩაგეყრება.
Hans
ერთი ტოპი მოიყვანონ ცენტრში და კი გამოუვათ ყველაფერი.
იეა
"გიო" კაი კითხვაა, ყველაფერზე პასუხს რო ცემს ისეთი კითხვა
aburjga
ჯერ კიდევ 5 მატჩი არის ჩასატარებელი. ხვიჩა აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგებს!
დავით 67
მაგარი კაცია ლაურენტისი! რა არ ეძახეს ხარბი, ჟმოტი და ა.შ. იცის კაცმა თავის საქმე!
გიო
წარმატებები ბატონო! და ერთი კითხვა მაქვს ჟურნალისტებთან, მკითხველებთან, ამ სეზონში ევროპაში რამდენ ფეხბურთელს ქონდა 12 გოლი 10 ასისტი? რათქმაუნდა შემტევ-ნახევარ-მცველებზე გეკითხებით. #კვარასაქართველოსსიამაყე.
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა