"ნაპოლი" ჩემპიონობას ზეიმობს და ყველაფერი ეს

34-ე ტურის საშინაო მატჩიც გაგრძელდება, როცა ლუჩანო სპალეტის გუნდი "ფიორენტინას" უმასპინძლებს - დღეს, 7 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

ნეაპოლელები ბოლო დროს ჩვეულ ფორმაში ვერ არიან, თუმცა სეზონში 25 გამარჯვება სერიოზული მაჩვენებელია, ისევე როგორც 69 გატანილი გოლი. ვიქტორ ოსიმენმა "უდინეზეს" კარის აღების შემდეგ (22-ე გოლი სეზონში) ლაუტარო მარტინესთან დისტანცია სამ გოლამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიასთან, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო "აისტენტენთან" (10 საგოლე პასი 12 გოლთან ერთად) მიახლოებას კი ამ ეტაპზე, კვლავ ვერ ახერხებენ. ჩვენებურს "მშრალი" სერია გაუგრძელდა, მაგრამ ახლა გუნდს დამატებითი სტრესი მოხსნილი აქვს და ძველებური "კვარას" დაბრუნებას ველით.

წინ "მონცასთან", "ინტერთან", "ბოლონიასა" და "სამპდორიასთან" მატჩებია, დღეს კი ფლორენციელებთან ერთგვარი რევანშის დროა. პირველ წრეში ამ გუნდებმა უგოლო ფრე (0:0) ითამაშეს. შეხვედრაში ყველაზე სახიფათო მომენტი მაშინ შეიქმნა, როცა კვარაცხელიამ ლოსანო მშვენიერი პასით შენიშნა, მექსიკელმა კი ვერ გაიტანა. გასულ სეზონში, "დიეგო მარადონაზე" სტუმრობისას, "ფიორემ" სამი გოლის გატანა შეძლო და (3:2) გაიმარჯვა. ოსიმენის გოლი (რუის პასით) და საგოლე პასი (მერტენსს გაატანინა) საკმარისი არ გამოდგა. მსგავს მატჩების მარცხის გამო იყო, სპალეტის გუნდს ჩემპიონობამდე ცოტა რომ დააკლდა...

"ფიორენტინა" კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია გასული ("ბაზელს" დაუპირისპირდება). ქვეყნის თასის ფინალში ეს გუნდი "ინტერს" შეხვდება, ჩემპიონატში კი გვიან გამოფხიზლდა, მე-8 ადგილს იკავებს, "ატალანტასა" და "რომას" მთელი 12 ქულით ჩამორჩება, თუმცა ევროპა ლიგაზე გასვლის შანსს ორი ტურნირიდან ინარჩუნებს.

"დიეგო მარადონაზე" გამარჯვების ზეიმი მოენატრათ. ეს ჩემპიონატის მასშტაბით ბოლოს 11 მარტს, "ატალანტასთან" (2:0) შეძლეს, ხვიჩა კვარაცხელიამ გენიალური და ალბათ, სეზონის საუკეთესო გოლი რომ გაიტანა (საჯარიმოში რამდენიმე მეტოქე გააბითურა). ჩემპიონობის მიუხედავად, კონკრეტული დაპირისპირების მოგებისთვის სპალეტის გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ლუჩანოს მხრიდან შემადგენლობის გადახალისებას ნაკლებად ველით. მატჩს მატეო მარკეტი განსჯის. ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს ის 19 მარტს, "ტორინოსთან" გაუძღვა (4:0 ჩემპიონების სასარგებლოდ), სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა და ბოლოს ტანგი ნდომბელესაც გაატანინა.

mmmm
არ ტამაშობს დგეს სამტუხაროდ
Status quo
მიქაუტაძე საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობს, ოსიმენი კი იტალიის უმაღლეს ლიგაში.განსხვავებას ვერ ხედავ?
Ucxo
რაც ოსიმენს აქვს გოლები გატანილი მიქაუტაძესაც აქვს მაგდენი ოსიმენი სამი საგოლე პასით უსწრებს ეგაა და ეგ.
მალხაზ ჯობავა
ხვიჩა უკვე ჩემპიონი ხარ, ახლა დარჩენილ თამაშებს მნიშვნელობა არა აქვს, ამიტომ არ დაუჯერო მელოტას ტაქტიკას, მას უნდა რომ არ გამოჩნდე სხვებზე ბევრად მაღლა . ჰოოდა გაიხსენი, ტვირთი ჩამოიხსენი და ისე ითამაშე როგორც შენს გულს უნდა, იცოდე უნდა იფრინო და შენი ნამდვილი ტალანტი გამოაჩინო, რომ ყველა თავის ადგილას მოსვა ეჭვების გარეშე, ერთხელ და სამუდამოდ.
გაბრა.
ხვიჩა, ეგოისტობის დრო დადგა და უნდა ისარგებლო ამით.
dato
ხვიჩა არანაირი წნეხი არ გაქ ითამაშე თამამად დააგროვე გოლები
ქ. გ.
ხვიჩა! დარჩენილ 5 თამაშში 15 გოლს გაიტან!
გულშემატკივარი
წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს!!! უფალი ფარავდეს❤️
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება