სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ 1:0 სძლია.

ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია კი ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. "კვარამ" თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.

სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოლინი. მოზეიმე არენაზე მასპინძლებს თითქოს მოტივაცია აკლდათ, უნიათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შეცვლაზე კვარცხელიასა და ზილენსკის შესვლის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ტემპმა მოიმატა, ლობოტკას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანიდან გამარჯვების გოლი გაიტანა და სიმეონემ შეცვალა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 14 მაისს გასვლაზე „მონცასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ფიორენტინა 1:0

გოლი: ოსიმენი (74, პენ)

გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (48)

გიორგი
ჟილენსკიმ 2-დან 2-ი გააფუჭა ერთ თამაშში :))
გიზო
მეც მასე მგონია
foodboll
პენალტს რატომ არ ა.რტყმევინებენ, ოსიმენის აცილება მოსულა და ხვიჩასი არა, მასე ხუთიდან რომ ხუთივეს არ გააფუჭებ ცხადია
თენგო
ერთ ჭეშმარიტებას ვიტყვი და დამეთანხმეთ, ხვიჩამ გააცოცხლა ნაპოლი და განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ოსიმენზე !!! ოსი კვარამ ამოიყვანა ამ სიმაღლეზე!
კაპიტან გარდენბურგი
რათქმაუნდა გამოჩნდა და ნამდვილად ეგრეა, კვარაა გუნდის სული და გული. ძალიან მეწყინა ოსიმენისგანაც და ლობოტკასგანაც თამაშის ბოლოს პასი არ მისცა. ოსიმენს კი არ ეკადრებოდა, მაგრამ ცდუნება დიდი იყო. ხვიჩას პირადად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. კვარა შენ ბევრად მეტი რომ ხარ, ვიდრე გაძლევს შესაძლებლობას ეგ გუნდი უკვე მთელი მსოფლიო ხედავს. მაგრამ შენ თავდმაბლობას და შინაგან სიმართლეს შეუძლია იმათაც კი ვისაც ფეხბურთი არ ესმის შენი მნიშვნელობა აგრძნობინოს. უმაგრესი ხარ, მადლობა
Anjelo Antei
მოკლედ, ხვიჩას და ოსიმენის შედარებაზე და სეზონის MVP-ზე როცაა საუბარი: რამდენ მატჩშიც ნაპოლის სივრცეები გაეხსნა, ყველგან გაათახსირა ხვიჩამ მეტოქეები. მთელი თამაში 2-3 და მეტი კაცი სადაც ჰყავდა აწებებული, იმ მატჩებშიც კი ახერხებდა მინიმუმ, ერთი საგოლე ან პოტენციური საგოლე მოქმედების დადებას. ხვიჩას გარეშე ნაპოლი იქნებოდა ის უსახური გუნდი, რომელიც კრემონეზემ გამოაგდო თასიდან და დღეს რომ იყო პირველ ტაიმში. ოსიმენი არის ჩვეულებრივი კარგი მეგოლე, ოღონდ თანაგუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ოსიმენის განეიტრალება გაცილებით მარტივია, ვიდრე კვარასი. ოსიმენს კვარასთან ერთადერთი საერთო რაც აქვს, ორივეს შეუძლია არაფრისგან გოლის ან საგოლე პასის გამოდნობა. ოღონდ ვიქტორა ამას უფრო ჭიდაობით ან თანაგუნდელების დახმარებით ახერხებს, კვარა გაცილებით ლამაზად და უფრო ინდივიდუალურად. გადავა ოსიმენი სადმე ტოტენჰემში ან ჩელსიში და დარწმუნებული ვარ, ირბენს მუდრიკივით უფერული. პრინციპში, მასე დარბოდა ნაპოლიშიც, სანამ კვარა გადმოვიდოდა. მთლიანობაში, კვარა და ოსიმენი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ უფრო გაძლიერებულ ნაპოლიში.
ვისურვებდი
ხვიჩა მაგარია და უფრო მეტს გაგვახარებს. ჩაკვეტაძეზე ცუდი არ იქნებოდა დღეში ერთხელ ვინმემ სტატია არ დაიშუროს… ეს ეხმარება ადამიანს მოტივაციაში.. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი და ზედმეტი ყურადღება ზოგჯერ იქნებ მათაც გამოადგეს?
სიმართლე
მაგარია რომ მეორე ტაიმში გამოიყვანა კვარა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვისით მოიგო იტალიამ სკუდეტო. ჩვეულებრივი მოტორია გუნდის კვარა
მალხაზ ჯობავა
ხვიჩას გარეშე ნაპოლი არის მართლა სოფლის გუნდი. ცენტრში უკან პასები, ისე რომ წინ არ იციან ვინ გაიხსნა, ვინ დრიბლინგისთვის არი მზად, ვის იმ შუახაზიდან, გრძელი, გამჭოლი პასი ჭირდება უცებ, წამებში, როგორსაც აკეთებდნენ ასათიანი , ყიფიანი, სოკრატესი და ბევრი სხვა ფეხბურთელები, მაგრამ ეგენი ტ...თ დგანან და რას ნახავენ, ხვიჩამ არია ყველაფერი და ორი პენალტი გააკეთებინა ფიორეს, ამას რა დანახვა უნდა, ვინც ვერ ხედავთ ხვიჩას ძალას გუნდში, გაგვატარეთ.
Charley
ნაპოლი კვარას გარეშე იგივეა რაც მანქანა საწვავის გარეშე, რაც დღევანდელმა დღემაც ნათლად წარმოაჩინა.
gulshematkivari0703
ხვიჩა არის ნაპოლის გული და სული! ერთადერთი შემქმნელი ამ გუნდში! თან ერთი სიამოვნებაა მისი თამაშის ყურება,პასებს აკეთებს რაღაც საუცხოო სილამაზით.რაღაცნაირი,ძველი ქართული ფეხბურთის სტილით! ხვიჩამ მოიგო ეს თამაში,რაც ხშირად ასე ხდება.რომ არა ხვიჩა,ნაპოლი ოთხეულშიც ვერ მოხვდებოდა!
dato
ხვიჩა რატომ დატოვა თადარიგში დღეს ვერ ვხდები .
კამავინგა
ბრწყინვალე იყო ხვიჩა. დღეს ძალიან კარგად ითამაშა ჩაკვეტაძემაც, საგოლე გადაცემა მიითვალა და ერთერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში.
ჩელენჯერი
აქ, აშშ-ს ვგულისხმობ კომენტატორები ყველაზე ხშირად კვარას ახსენებენ. მოთამაშე რომელიც ცვლის სიტუაციას მოედანზე! მოთამაშე რომლის საყურებლად ხალხი ბილეთს ყიდულობს!
ალექს
ჩანს ჩანს საბედნიეროდ, ეგ საგოლე პასად ეთვლება.
გულშემატკივარი
ბრწყინვალე იყო ჩვენი ბიჭი!!! გენაცვალე ხვიჩა❤️ გამოაფხიზლა ეს ნაბახუსევზე მყოფი მოთამაშეები:)))
ლევანი
ჩვენი ბრილიანტი, ხვიჩა კვარაცხელია, არის სერია ა-ს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. და ამას, ნიგერიელები კი არა, ამ პლანეტაზე ვერავინ ვერ გააპროტესტებს. წარმატებები ხვიჩა, შენ მაგარო ქართველო! ეს ხომ ჯერ დასაწყისია. დიდება საქართველოს!!!
ჭიჭიკო
ხვიცა შედევრია, პენალი დაიმსახურა, ჩემპიონატის გოლეადორს ბურთი გაატანინა, ფიორენტინას დაცვა გამოაპრუტუნა ... და ეს მხოლოდ ერთ ტაიმში (პირველი ტაიმის ბოლო წუტებზე გამოვიდა მოედანზე)
გიორგი
პირველი პენალი ლობოტკაზე იყო არა ზელინშკიზე. ბოლოს მაინც ხვიჩამ გაიჩალიჩა. ისე მაგარი ნაგლები არიან პას არ აძლევენ ხვიჩას, თვითონ ორი სამი ასიანი საგოლე პასი გაუგორათ.
ვაჟა მასწავლებელი
ოსიმჰენელებს ვინმემ გადაეცით, რომ ტყუილად ბრახაბრუხობენ: - ხვიჩას მოპოვებული პენალტი ხვიჩამ რო არ დაარტყა - რა, ვალი აქვს ოსიმჰენის? არა, საქმე იმაშია, რომ მეგობრობენ და ხვიჩამ მეგობრულად დაუთმო ჯარიმა. სტატისტიკაში კი ასეთი რამეები არ ჩანს. ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი, შენ ხარ სკუდეტოს ყოჩი!
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო