ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, რაც მშობლებს და ახლობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ და მალე პატარა გიორგი ოთახში მოწყობილი "მოედნიდან" ნამდვილ მოედანზე აღმოჩნდა. მისი "ოსტატობა" მწვრთნელსაც არ გამოჰპარვია და პირველივე დღეს მესი უწოდა. მის კარიერაში ბევრჯერ იყო გამარჯვების სიხარული, აღიარება, ტრავმა, რთული პერიოდიც...

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე მოგვითხრობს.

- ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც ფეხბურთის თამაშის გარდა, არაფერი უნდოდა. უფროსები უყურებდნენ და აღნიშნავდნენ, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. თავისებური ტექნიკა ჰქონდა. მეზობლები მირჩევდნენ, ფეხბურთზე შემეყვანა. სპორტის ეს სახეობა თავადაც ძალიან მიყვარს. 6 წლის ხდებოდა, გიორგი ფეხბურთზე "დინამოში" რომ მივიყვანე, მწვრთნელი გივი ლომიძე იყო. გიორგიმ აკენწვლები რომ გააკეთა, უყურა მის მოძრაობებს და ჰკითხა, - შენ რა გვარი ხარ? - ჩაკვეტაძე, - ჩაკვეტაძე კი არა, მგონი, მესი ხარო. ასეთი იყო გიორგის პირველი ნაბიჯები ამ სპორტში.

- ვარჯიშზე წასვლა უხაროდა?

- ძალიან, მწვრთნელი 5 საათზე რომ გვიბარებდა, ჩვენ იქ 4-ზე უნდა მივსულიყავით. ძალიან მშრომელი იყო, დაუზარელი, მიზანდასახულიც. არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშზე წასვლა ერთხელ მაინც დაზარებოდა.

- გიორგის პირველი წარმატებას როგორ გაიხსენებთ?

- "ნორჩი დინამოელი" ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო. გიორგი ტურნირებზე სულ დადიოდა. 10-11 წლის იქნებოდა, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე რომ გავიდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მოიგეს და ბუნებრივია, მშობლები გახარებულები ვიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩივაძე იდგა. ბუნებრივია, არ იცოდა, რომლის მშობელი ვიყავი. გვერდით მდგომს გიორგიზე ეუბნებოდა, - ეს რა მაგარი ბავშვია, პატრონი თუ ჰყავს, მაგარი ფეხბურთელი გამოვაო. გიორგიმ ის თამაში მართლაც კარგად ჩაატარა, პრიზს თითქოს არ ველოდი, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. დედისთვის ეს იცით, რას ნიშნავს? ძალიან გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, ესეც ცოტაა, იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელიც კი არის. შენს შვილს შრომა რომ უფასდება, ძალიან ბედნიერი ხარ.

- ბავშვობაში ვარჯიშზე ყოველთვის თქვენ დაჰყვებოდით?

- დიახ, სულ მე ვატარებდი, რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა. მის გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრი მეც არ ვიცი, ხან ვინ მეუბნება მადლობას და ხან - ვინ.

- გოგონები არ აქტიურობენ?

- გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!"

- ჩადიოდა?

- არა, იმდენად თავმდაბალი და წყნარი იყო (იცინის). ბოლო დროს, გიორგისთან ჯანმრთელობის გამო ვეღარ ჩავდივარ, ადრე უფრო ხშირად ვიყავი და ამასაც განვიცდი.

განაგრძეთ კითხვა

ჟორა
ჩაკვე მაგარია, ამიტომ ნაკრებში წინა თამაშებზე ერთი ტაიმისთვის მომზადებული კი არა გადამზადებული იყო. ივნისის თამაშებზე დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვფიქრობ ამჯერად ხელს არაფერი შეუშლის.
ბაჩო
გარეგნულადაც და პუროვნულადაც ეტყობა როგორი მშვიდი ადამიანია.წარმატებები ყველაფერში გიოს. ძალიან დიდი ტალანტია და იმედი მაქვს უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში მოხვდება. იმედია თავდაუზოგავად ვარჯიშობს. უვარჯიშებლად არგამოდის არაფერი. ოცნებად მაქ ხვიჩას და ჩაკვეს ნაკრებში ერთად უმაღლეს დონეზე თამაშის ნახვა
გიო
გიომ პირველი იმედი მოგვცა, ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ძველი ფორმით და არა მხოლოდ, მას ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე გვაჩვენა. მადლობა ვაისს რომ ფეხზე დააყენა. ბოლო თამაშებს რასაც ვუყურებ, მეტ აგრესიულობას ვისურვებდი მისგან, ნელნელა უნდა მოიშოროს პოსტტრავმული სიფრთხილე.
Levani
საქართველოვ შენ ვინ მოგცა ჩაკვე დასაკარგავი
გიორგი
ჩაკვე მაგარია. ტრავმა მოიშუშა და აწი უფრო აკრეფს ფორმას. ურთულესი ტრავმიდან დაბრუნდა. ისევ იფრენს მალე და ისევ გააქრობს ფეხბურთელებს მოედნიდან.
თემური
ხომ რწმუნდები გიორგი, როგორ იბრუნებ ძველებურ ფორმას? ნელ -ნელა საკუთარ ძალის რწმენაც საბოლოოდ დაგიბრუნდება და ამის მერე ყველა დაინახავს შენს სიძლიერეს! ყველაფერში ბრძოლა ბოლომდე!
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება