„მანჩესტერ სიტის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა 20 წლის აფრო-იტალიელ თანაგუნდელ მარიო ბალოტელის შეუძახა, გონს მოეგე, თორემ დიდ ნიჭს გაფლანგავო
„მანჩესტერ სიტის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, 26 წლის ნაიჯელ დე იონგმა, რომელიც თავდადებითა და უხეშობით გახლავთ ცნობილი, 20 წლის აფრო-იტალიელ თანაგუნდელ მარიო ბალოტელის შეუძახა, გონს მოეგე, თორემ დიდ ნიჭს გაფლანგავო.

მიზეზი ძნელი მისახვედრი არ არის. გუშინ მოგახსენეთ: „ლოს ანჯელეს გელექსისა“ და „სიტის“ ამხანაგურ შეხვედრაში ბალოტელი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ბურთი ბადეში მარტივად შეეგდო, კარისკენ ზურგით შეტრიალდა, ქუსლით დაარტყა და ააცილა. ამის დანახვაზე მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ მოთმინება დაკარგა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის 30-ე წუთი იყო, ფერადკანიანი თანამემამულე შეცვალა. დე იონგმა მომხდარს კომენტარი გაუკეთა:

„ასეთი საქციელის ყურება გულდასაწყვეტია. ბალოტელიმ თავი ხელში უნდა აიყვანოს, თორემ დიდ ნიჭს გაფლანგავს. უცნაური ხასიათის ხალხი ადრეც მინახავს, მაგრამ რასაც მარიო აკეთებს მეტისმეტია. მთელი გუნდი მზად ვართ დავეხმაროთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შეცვლა შეუძლია თავად მარიოა. ის ვარჯიშზე ყოველ დღე დანიშნულ დროს მოდის, არ იგვიანებს და არ აცდენს, მაგრამ მისი ქცევა გამოხდომებით არის სავსე. ახლა დროა მიხვდეს, რომ ეს გამოხდომები ხელს უშლის. ის არც გუნდს მოსწონს და არც ხელმძღვანელობას“.

საინტერესო ამბის მოწმენი გახდნენ ორშაბათს მოქალაქეები და ჩასაფრებული პაპარაცები. „სიტი“ ამერიკიდან ინგლისს დაბრუნდა. აეროპორტში რობერტო მანჩინის მანქანამ მიაკითხა, მაგრამ მწვრთნელმა მასში ბალოტელი ჩასვა, თავად კი ტაქსით გაემგზავრა. ასე მანჩინის გული საგულეს ექნებოდა, რადგან მძღოლი შერეკილს ნამდვილად შინ მიიყვანდა.

დე იონგმა კი დასძინა: „ბალოტელი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ მსოფლიო კლასის ფეხბურთელი გახდეს. ყველა ყოველთვის მის უარყოფით თვისებებზე ლაპარაკობს, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ის განსაკუთრებულია. ჩვენ სეზონისწინა პერიოდში ორნახევარი კვირის განმავლობაში ლაზათიანად ვივარჯიშეთ და ბალოტელიმ როგორც წვრთნის ასევე ამხანაგური შეხვედრების დროს ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"