„ტოტენჰემმა“ 30 წლის, 201 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელი პიტერ კრაუჩი 9 მილიონი ფუნტი დააფასა
„ტოტენჰემმა“ პიტერ კრაუჩი 9 მილიონი ფუნტი დააფასა. 30 წლის, 201 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელის ფასი „ნიუკასლ იუნაიტედს“ აინტერესებდა, მაგრამ „დეზების“ მწვრთნელისგან, ჰარი რედნაპისგან პასუხად მიიღო, რომ ჩრდილოლონდონელებს იმ თანხის ამოღება უნდათ, რომელიც კრაუჩის სანაცვლოდ ორი წლის „პორტსმუთს“ გადაუხადეს.

„კაჭკაჭებს“ ვეტერანში ასეთი თანხის გადახდა, სავარაუდოდ, არ მოუნდებათ. თან, კრაუჩი ოთხწლიან კონტრაქტს ითხოვს. ერთი სიტყვით, მწვრთნელ ალან პერდიუს კარგად მოუწევს დაფიქრება.

ფორვარდის შეძენა ძალიან უნდოდა „სანდერლენდსაც“ და ზაფხულის დასაწყისში კრაუჩის სანაცვლოდ ფულს პლუს ასამოა გიანს იძლეოდა, მაგრამ, შემდეგ სტივ ბრუსმა ვუნდერკინდად შერაცხული კონორ უიკჰემი დაიმატა და „ტოტენჰემის“ ვეტერანზე ფიქრს თავი დაანება. კრაუჩი ძალიან მოუხდებოდა „სტოკის“ კბილებმოცვეთილ თავდასხმასაც - ფეხბურთელის ფასით ამ გუნდის მწვრთნელი ტონი პულისიც იყო დაინტერესებული. მეტიც, ერთიხანობა ამბობდნენ, რომ პიტერ კრაუჩი ჭაბუკობისდრონიდელ გუნდში, „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ გადავიდოდა, თუმცა დასავლეთლონდონელების თავკაცმა, ნილ უორნოკმა განაცხადა, რომ „რეინჯერსი“ ამდენს ვერ გადაიხდის.

კრაუჩმა კარიერა „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ დაიწყო, თუმცა სიყმაწვილეში „უაით ჰართ ლეინზე“ ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. მას სხვადასხვა გუნდებში აქირავებდნენ. შემდეგ ის „ქუინზ პარკში“ გადავიდა, რასაც კიდევ ექვსი გუნდი, მათ შორის „ლივერპული“ მოჰყვა და ბოლოს ფორვარდი კვლავ „სფურზში“ დაბრუნდა. ახალდაბრუნებულმა კრაუჩმა „ტოტენჰემს“ დიდი საქმე გაუკეთა, სხვა წამყვან ფეხბურთელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი მოაპოვებინა.

სწორედ მან გაიტანა „მანჩესტერ სიტის“ კარში ის გოლი, რომელმაც „დეზებს“ მეოთხე ადგილი მოუტანა.

შემდეგ, თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი, მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, მაგრამ რამდენადაც კარგად თამაშობდა საერთაშორისო შეხვედრებში, იმდენად გაუფერულდა პრემიერლიგაში - გასულ სეზონში, ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა. შესაბამისად „უაით ჰართ ლეინზე“ ეგრეთწოდებული „ბუუს“ დამძახებელი ბიჭების საკბილოდაც იქცა, ხოლო, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“, „რეალთან“ შეხვედრაში, ორი ფეთიანი უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, „სფურზის“ ფანებმა ანტიგმირად გამოაცხადეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს