ისტორიას რამდენიმე შემთხვევა ახსოვს, როცა კუნძულელებმა - სამოამ, ფიჯიმ, ტონგამ მსოფლიო რაგბის ბობოლები გააწბილეს
სამოას ნაკრებმა ორი კვირის წინათ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში. მაშინ ყველა რობი დინსსა და მის სამწყსოს, "ვოლაბებს" აკრიტიკებდა. არავის აზრად არ მოსვლია სამოელების თავდადება, ჟინი და შესანიშნავი თამაში შეექო.

ისტორიას რამდენიმე შემთხვევა ახსოვს, როცა კუნძულელებმა (სამოა, ფიჯი, ტონგა) მსოფლიო რაგბის ბობოლები გააწბილეს.

ავსტრალია-ტონგა 11:16

(1973 წელი)

ტონგის ნაკრებმა მაშინ თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. 1973 წლის 30 ივნისს ტონგელებმა ბრსიბენში ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს -16:11.

სანამ ავსტრალიას ეწვეოდნენ ტონგელმა მორაგბეებმა ახალი ზელანდია მოიარეს, სადაც იქაურ მაორების ნაკრებთან ორი შეხვედრა გამართეს, აქედან ერთი მოიგეს, მეორეში კი დამარცხდნენ. ამის მერე "წითლებმა" გეზი სიდნეისკენ აიღეს, სადაც "ვოლაბებთან" 12:30 წააგეს. ერთი კვირის თავზე თამაში ბრისბენში უნდა გამართულიყო. სიდნეიში განცდილი მარცხის შემდეგ ტონგელებს კარგს არაფერს უქადდნენ, თუმცა მომხდარმა ყველა პირდაღებული დატოვა.

ავსტრალიის ნაკრებმა გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა. ტონგას ნაკრების მწვრთნელს კი, საკმაოდ ეფექტური ცვლილებები გამოუვიდა. პირველი ლელო შუამარბმა ტალი კავაპალუმ გაიტანა, რომელსაც პირველ შეხვედრაში არ უთამაშია. ამას კიდევ ერთი ახალწვეულის სამი ლატუს ლელო მოჰყვა. ერთი სიტყვით, ტონგელებმა თავის ისტორიაში ყველაზე ხმამაღალი სიტყვა თქვეს.

ფიჯი-ბრიტანელი ლომები 25:21

(1977 წელი)

1977 წელს "ბრიტანელმა ლომებმა" ტურნე ახალ ზელანდიაში მოაწეყვეს. მანამდე 1971 და 1974 წლებში ისინი "ოლ ბელქსსა" და "ბოკესთან" სერიაში გამარჯვებული გამოვიდნენ. იმ წელიწადს კი ბრიტანელებმა 26 შეხვედრიდან 21 მოიგეს, რაც ასევე დიდოსტატური შედეგია. ერთ-ერთი მარცხი კი სუევაში მათ ფიჯელებთან იწვნიეს.

არადა, იმ დროს "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში ისეთი დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ იან მაკგიჰანი, ფილ ბენეტი და ბილ ბპმონტი რომ არიან. "ლომებს" ფიჯელებმა ხუთი ლელო გაუტანეს, რომელთაგან ორი ფლანკერის, ვუატა ნარისიას ანგარიშზეა.

ირლანდია-სამოა 25:40

(1996 წელი)

სამოას ნაკრებმა თავისი მესამე გამარჯვება მითვალა ხუთი ერის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაში. "სამყურებმა", რომებიც იმხანად სერიზოულ კრიზისს განიცდიდნენ კუნძულელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

სამოას ნაკრები შესანიშნავი გუნდი იყო, განსაკუთრებით გამორჩეოდა ახალგაზრდა რვა ნომერი ზაკ ფოუნატი, რომელიც ჯაშუშობაში იყო შემჩნეული. ამასთან დაკავშირებით, მოგვიანებით სასამართლო პროცესიც კი შედგა.

სამოას ნაკრებმა "ლენსდაუნ როუდზე" მასპინძლებს ხუთი ლელო გაუტანა და მხოლოდ ერთი მიიღო. ორი ლელო ტოო ვაეგას ანგარიშზეა.

უელსი-სამოა 31:38

(1999 წელი)

სამოელებმა უელსის ნაკრებს პირველად 1991 წელს მოუგეს 16:13. მას შემდეგ კუნძულელებს მთელი რვა წელიწადი დასჭირდათ გმირობის გასამეორებლად. 1999 წლის მსოფლიოს თასზე უელსელბი ჯერ ავსტრალიის ნაკრებმა გაანადგურა, მერე კი სამოელთა მსხვერპლი გახდა - 38:31.

ამ მატჩის შედეგმა სარაგბო სამყარო შეაზანზარა. კუნძულელთა ასეთ "კადნიერებას" არავინ ელოდა. მოგვიანებით უელსელთა ცხრა ნომერმა რობ ჰოულიმ თქვა:

"ეს იყო გამაოგნებელი, სულისშემძვრელი თამაში. სამოელები ქარიშხალივით დაჰქროდნენ, მათი შეჩერება შეუძლებელი იყო."

ტონგა-საფრანგეთი 20:16

(1999 წელი)

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების პროგრამაში სამხრეთ ნახევარსფეროში ტურნე გამართა. პირველი მეტოქე სწორედ ტონგას ნაკრები იყო, რომელსაც "ტეუფაივა სტედიუმზე" დაუპირიპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის მომავალი ფინალისტების რიგებში ლიდერები, კრისტოფ ლამეზონი, ფაბიენ გალტიე და ტომა კასტანიედი თამაშობდნენ, ტონგელებმა "ლე ბლეს" წინააღმდეგობის გატეხვა მაინც მოახერხეს.

ტონგელთაგან ორი ლელო ჯოშ ტაუმოლოლომ გაიტანა, ხოლო ერთი ტაუნაჰოლო ტაუფაჰემას ანგარიშზეა. ფრანგების ტურნე კიდევ უფრო "ტრაგიკულად" გაგრძელდა, რადგან ერთი კვირის მერე ახალი ზელანდიის ნაკრებთან 7:54 წააგო.

ფიჯი-უელსი 38:34

(2007 წელი)

ამ გუნდების დაპირისპირება 2007 წელს საფრანგეთში გამართული მსოფლიოს თასის მშვენება იყო. ამავე ტურნირზე, მსგავსი გმირობის გამეორებამდე საქართველოს ნაკრებს ცოტა დააკლდა. მაშინ "ბორჯღალოსნებმა" ბობოლათა ერთ-ერთ წარმომადგენელს, ირლანდიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს და "სამყურები" სასწაულით გადაგვირჩნენ.

აი, ფიჯელებმა კი უელსის დამარცხება მაინც შეძლეს. საკმაოდ დაძაბულ და სანახაობრივად შესანიშნავ მატჩში კუნძულელებმა ბოლომდე ბრძოლის ჟინი გამოავლინეს და 73-ე წუთზე, როცა უელსელებს საქმე მოთავებული ეგონათ, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანეს.

თამაში ფიჯელებისთვის გაორებული ემოციებით დასრულდა. გამარჯვების სიხარული ნიკი ლიტლის მძიმე ტრამვით გამოწვეულმა სინანულმა შეცვალა. ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

იტალია-კუნძულელთა ნაკრები 17:25

(2008 წელი)

კუნძულელთა ნაკრებმა 2008 წელს ცხრა ტესტ მატჩი გამართეს და მხოლოდ ერთი მოიგეს. იტალიის ნაკრებს საშინელი სეზონი ჰქონდათ. ექვსი ერის გათამაშებაში ბოლო ადგილი და "ხის კოვზი" ერგოთ. ზაფხულის და შემოდგომის ყველა ტესტი წააგეს და გამარჯვების ერთადერთი შანსი შინ კუნძულელებთან მატჩში რჩებოდათ.

თუმცა წყნაროკეანელებს ვილიმონი დელასაუსა და სეილალა მაპუსას მეთაურობით სულ სხვა გეგმები ჰქონდათ, "საკუადრა აძურას" რეჯიო ემილიაში 25:17 მოუგეს. დელასაუმ მატჩში ორი ლელო გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი