საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში და სოფელ მეღვერკისში სტუმრად იმყოფებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით გობეჯიშვილი, კახი კახიაშვილი, ლუკა კურტანიძე და გოგიტა არქანია.

თავდაპირველად საპატიო სტუმრებმა მოინახულეს მამისაანთუბანი, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსწავლეებს, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, უსურვეს წარმატებები სწავლასა და სპორტში, გადასცეს სპორტული ინვენტარი და წიგნები. მოსწავლეებს წიგნები გადასცეს აგრეთვე ორგანიზაცია „მეოთხე ხელისუფლების" წარმომადგენლებმა.

შემდეგ სტუმრებმა მეზობელ სოფელ მეღვრეკისში გადაინაცვლეს, სადაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით და მისივე პირადი სახსრებით დაფუძნდა „სპორტის აკადემია - კახის კლუბი," აშენდა ძალოსნობის ორდარბაზიანი არენა, იქვე მალე დასრულდება გასახდელების, საშხაპეებისა და საუნის მშენებლობა, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ამ სიახლემ მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა სპორტული ცხოვრება სამაჩაბლოში, ძალოსნობის კლუბში საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მევღვრეკისის და ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც მოკლე დროში წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში და ათეულობით მედალი მოიპოვეს.

კახი კახიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, კლუბის სტუმრებს წარუდგინა განსაკუთრებით გამორჩეული მოზარდი ძალოსნები, მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს თანადგომისთვის. ბავშვებს სიტყვით მიმართეს ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა, მოუწონეს სპორტში ჩართულობა, გაიხსენეს თავიანთი პირველი სპორტული ნაბიჯები. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, მერია იზრუნებს იმისთვის, რომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი კახი კახიაშვილის ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალებით უფრო გაუმჯობესდეს სავარჯიშო პირობები.

ელგუჯა ბერიშვილმა კლუბის წევრებს გადასცა სპორტული ინვენტარი და სეოკ-ის მიერ სპორტულ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა.

geonoc.org.ge

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა