სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაინაღდა რა ჩემპიონის ტიტული, "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ძირითად შემადგენლობის დაყენებისას თავს ექსპერიმენტების უფლებას აძლევს.

Sky Sport-მა "ფიორენტინასთან" მატჩამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში არ იქნებოდა, რაც სიმართლე აღმოჩნდა და იგივეს იტყობინება "მონცასთან" შეხვედრის წინ.

გამოცემის მტკიცებით, რაც მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობა, კარში მერეტი დაბრუნდება, დაცვაში რაჰმანი, თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ იმათ, რომლებსაც თამაში იშვიათად უწევდათ, რა თქმა უნდა, ოსიმენი გოლების მონაგარის გასაზრდელად თამაშს ისევ პირველივე წუთებიდან დაიწყებს, ხვიჩა კვარაცხელია კი კვლავ სათადარიგო იქნება და მას ამჯერად ძერბინი შეცვლის.

ნაპოლი: მერეტი, ბერეშინსკი, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, გაეტანო, ელმასი, ძერბინი, ოსიმენი

ამ მატჩს, რომელიც 14 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, არცერთი გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კვარაცხელიას ისევ თადარიგში ყოფნა მთლად სასიამოვნო არ არის.

vova
ეგ უკუღმაა ...ეხლა ნაწერი გადმოაბრუნე .
zurabi
რა ვიფქრო აღარ ვიცი ..კვარას ეხლა სკამზე გადასმა ?
დავით 67
რაღაც ასე მგონია,რომ ოსიმენზე მიდის თამაში, რომ სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად გახადონ. ასე უფრო მოემატება ფასი. რადგან ხვიჩას არ ყიდიან სათადარიგოზე მისი დასმა არ არის გამართლებული. ამას ნაღდად არ ჰქვია დასვენება. ესეა გათვლილი და არ მგონია ეს სპალეტის გადაწყვეტილება იყოს. რას იზამ რაც არის არის,ჩვენ ამას ვერ შევცვლით. ბომბარდირობა საუკეთესო ფეხბურთელობას არ ნიშნავს, თუმცა ოსიმენი უძლიერესი ცენტრფორვარდია
Nick
კვარაცხელიას არ სჭირდება ასისტები? ორი ასისტით უსწრებს მეორე ადგილოსანს. ასისტებიც რომ არა მაგ ბიჭს თამაში ისე სჭირდება როგორც თევზს წყალი და იმედია სისულელეს არ გააკეთებს სპალეტი
გიორგი
არაა სწორი სპალეტი! ამით იგი უზღუდავს შესაძლებლობას ხვიჩას თავისი შედეგი გაიუმჯობესოს!!! ეს დარჩენილი ოთხი თამაში მას უნდა დაეთმო გამარჯვებულებებისთვის რომ გალაღებულებს დაძაბვის გარეშე ეთამაშათ!!!
დონ
ეგაა ფეხბურთი აბა ჭადრაკი ხოარაა
დავითი
ჯუნტოლის მითითებით დააყენა თავიდანვე სპალეტიმ კვარა ძირითადში და გაამართლა. სკუდეტო ხვიჩას მხრებზეა.
მიშა ანდღულაძის სტილში
"ოსი"-ს ბურთს თუ არ მიაწვდი უწევს ტყვილა სირბილი კვარა თუკი არ ეყოლა პასს ვინ მისცემს ძერბინიიიიი???
მალხაზი-ს
ბევრი იფიქრე, სანამ მაგ აზრამდე მიხვედი? :))
ჯონი ჯონსონი
სკამიდა შემოსვლისას უფრო გამოჩნდება რა ძალაა კვარა გუნდისთვის!
Charley
რატომ ზამენაზე, ოსიმენი რომ გაქაჩოს გუნდმა mvp-ზე ? თანდათან მაძულებენ თავს. ჯერ ამ სპალეტის ხო გამოკეტილი ყავს მთელი მეორე წრეა ხვიჩა კუთხურის ალმთან რითაც ფუფუნებას აძლევს მეტოქე მწვრთნელებს ხვიჩას გასანეიტრალებლად და ამის გამო ბიჭს სტატები ნულოვან ნიშნულამდე დაუვარდა, თან ეხლა როცა კვარას mvp-სთვის ჰაერივით ჭირდება გოლები/საგოლე პასი. ეს არასწორები სათადარიგოზე ტოვებენ მას რო ოსიმენი გამოიყვანონ გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად და საბოლოოდ ეს რეგალია მას გადასცენ სეზონის ბოლოს. კვარა კი მის ჩრდილში ხელოვნურად დატოვონ. ეს არი ყველაზე უსამართლო მიდგომა და ეს პირდაპირ მელოტას ოინებია. გუნდი რომელიც სათანადოდ არ აფასებს საკუთარ "ალმასს" მან უნდა დატოვოს ასეთი ნაძირლების გარემო.
რეზო
ხვიჩა რომ არ იქნება პასს ვინ მისცემს ოსიმენს ძერბინი? ხვიჩასთან ერთად უფრო მეტი შანსი არა აქვს გოლის გატანის? ვერ გავიგე მაგათი ლოგიკა
მალხაზი
სპალეტის ადგილზე (დღევანდელი მოცემულობით) მე არც ძირითად ში და არც სათადარიგოში არ შევიყვანდი.ამით ფეხბურთელს მეტ მოტიცაციას შევძენდი. ეს წაადგებოდა მის პროფესიულ ზრდას და მომავალ სეზონში უფრო კონკურენტული იქნებოდა.
დათო
ხვიჩა რომელმაც მონცასთან დუბლი შეასრულა და რომელსაც ამჟამად გოლის გატანა ყველაზე მეტად ჭირდება შეიძლება ძირითადში არ იყოს? თანდათან კარგავს სპალეტი ქართველი ხალხის პატივისცემას და მალე დაიწყება მოწოდებები რომ დატოვოს ეს გუნდი კვარამ
მალხაზ - ს
რა "ლეველის" მწვრთნელიც არის, ეგ იტალიელ ექსპერტებს ჰკითხე - "ლეველიც" შენზე კარგად იციან და სპალეტისაც შენზე კარგად იცნობენ
Ზაზა ჩიჩუა
ხვიჩა კვარაცხელიასაც ჭირდება გოლების გატანა!!! მარტო ვიქტორ ოსიმენის სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
კახა
რათქმაუნდა სპალეტის თანადგომა ხვიჩას დაეხმარა( პირველივე ტურებიდან ძირითადში უპირატეს სიტუაციაში დაყენება გამოცდილების სათადარიგოებში გადასმა) თუმცა ხვიჩამაც გაუმართლა. დღევანდელ სიტუაციაში ზედმეტად ხომ არ " იგრუზავს" თუკი სერიოზული კლუბიდან ექნება წინადადება აუცილებლად უნდა გადავიდეს არამგონია ლოურიენტესმა ფულზე უარი თქვას თანაც ნაპოლის ძალიან გაუჭირდება ორ ფრონტზე ბრძოლა ამასთანავე ფეხბურთელის საუკეთესო პიკზე ყოფნა ბევრი წლები ძნელია ხოდა სარფიან წინადადებაზე უარს რატო უნდა ამბობდეს სასაცილო ხელფასს სთავაზობს ნაპოლი მითუმეტეს საოცნებო კლუბი რეალი თუკი დაუკავშირდა ზედმეტია ერთგულებაზე ხაზგასმა თვითონ სპალეტიც განიხილავს სარფიან შემოთავაზბებს
გიორგი
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ! სპალეტის საფეხბურთო კონცეპცია ვერ იტანს ვარსკვლავებს, ის კოლექტიურ ფეხბურთზეა აწყობილი. მისი აზრით, წინ და უკან მორბენალი ფეხბურთელი მეტი სიკეთის მომტანია გუნდისთვის, ვიდრე ტექნიკური კვარაცხელია, რომელსაც ინდივიდუალურად არაფრისგან გოლის გაკეთება შეუძლია. გადახედეთ სპალეტის განვლილ საქმიანობას - ყველგან, სადაც იყო, ი კონფლიქტები ჰქონდა ვარსკვლავებთან - ტოტისთან, ბაჯოსთან და კიდევ არაერთთან. ტოტიმ ხელიც კი დაარტყა გასახდელში...წაიკითხეთ მისი ინტერვიუები - ვინ მიაჩნია გუნდისთვის სასარგებლო მოთამაშედ და ნახავთ, რომ მისთვის პოლიტანო გაცილებით უკეთესია, ვიდრე კვარაცხელია. რაც უფრო ადრე გაეცლება ხვიჩა სპალეტის , მით უკეთესი, თუ არა და, მოუწევს სათადარიგო სკამზე ჯდომა. ხვიჩასთვის სპალეტის არ უსწავლებია ფეხბურთის თამაში, ის იტალიაში უკვე მზა ფეხბურთელი ჩავიდა. მილიონობით გულშემატკივარს, ცნობილ სპორტულ ექსპერტებს და ცნობილ ფეხბურთელებს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ხვიჩას თამაშის სტილით, სწორედ "კვარადონას" ლაღი, ტექნიკური, ლამაზი ფეხბურთი მოსწონთ. ადამიანის სპორტული ცხოვრება არ არის ხანგრძლივი - კიდევ რამდენ წელს ითამაშებს ხვიჩა და იქნება კვარადონა? სპალეტის ხელში დიდხანს არა
მალხაზი
ჯერ იმდენი ვისწავლოთ და გავაკეთოთ რაც სპალეტიმ ჰქმნა, იმას მივაღწიოთ, რასაც ლუჩანო შესწვდა და ჩასწვდა და ამის მერ მივცეთ უფლება ჩვენს თავს, რომ ვაკრიტიკოთ ასეთი ლეველის მწვრთელი. ხვიჩა თუ სკამზე დასვა, ე.ი. ასე იყო უკეთესი გუნდისთვის, ხოლო გუნდის ინტერესი ყველაზე მთავარია.
უტა
ბოლო ტურები გადაწყვეტს, ვინ იქნება იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთ დროს კვარას სათადარიგოზე დასმა შეიძლება? თუმცა, დამავიწყდა - ოსიმენი უნდა გახდეს საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშეც
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
გულისხმობა თუ არა კვარაცხელიას - The Telegraph-მა დაასახელა ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც პერესი 150 მილიონს იხდის
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
TEAMtalk The Telegraph-ის საპირისპიროდ - "რეალმა" კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო!
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
"მას ეს არ ეშლება"- პირლომ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს