ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უიღბლო დღე

უიღბლო დღე

ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა
"გურჯისტან, გურჯისტან. შოთა-აჩი," - ასეთი ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ, პოლიციელებით დაწყებული, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული, ქართული დელეგაციის გამოჩენას "ავნი აკერის" სტადიონზე, სადაც საფეხბურთო კლუბი "ტრაბზონსპორი" თამაშობს.

ბევრი მსმენია ტრაბზონში ტყუპების უზომო პოპულარობის შესახებ, რაშიც კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავრწმუნდი. საქართველოს გუნდი მასპინძლების მხრიდან უყურადღებობას ისედაც არ უჩიოდა და როგორც ჩანს, შოთა-აჩის ფაქტორი მათთვის ორმაგი სტიმულია. ორგანიზატორები თუ ადგილობრივი მცხოვრებნი გაჩერებენ და სურათის გადაღებას გთხოვენ, შემდეგ მხარზე ხელს დაგკრავენ და შოთა-აჩი სუპერო მოგაძახებენ.

ორგანიზატორების ჩანაფიქრით გახსნის ცერემონიალზე, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფესტივალების ისტორიაში, ამა თუ იმ ქვეყანას დამსწრეთ რომელიმე წარმატებული სპორტსმენით აცნობდნენ. გულში გავიფიქრე, საქართველოს გუნდი, რომ აღლუმზე გავა, წამყვანი არველაძეების გვარს გამოაცხადებს და სტადიონიც დაინგრევა-მეთქი, მაგრამ გავოცდი, როდესაც მიკროფონში გაისმა - "მივესალმოთ საქართველოს, რომელიც ზაზა ფაჩულიას ქვეყანაა". ბუნებრივია ზაზას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს – პირიქით, მისით ყველანი ვამაყობთ და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენი უმთავრესი იმედია. თანაც ფაჩულია ხომ წლების განმავლობაში თურქული "ულქერის" ღირსებას იცავდა და კარგი თამაშიც ასე დაუფასეს.

ლამაზი სანახავი იყო ცერემონიალის კულტურული ნაწილი, რომელიც ქართველმა მოცეკვავეებმა კიდევ უფრო დაამშვენეს. ოფიციალურ ნაწილში ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებს მიესალმნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაი ერდოღანი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი სუატ კილიჩი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და ა.შ. კულმინაციური მომენტი, რა თქმა უნდა, ცეცხლის ანთების ცერემონია იყო, რომლის პატივიც ტრაბზონელ მოჭიდავეს, მსოფლიოს ჩემპიონ სელჩუკ ქების ერგო.

გუშინ, 25 ივლისს ფესტივალის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩოგბურთში ალექსანდრე ბაკში, რომელიც ტურნირზე 15-ე ნომრად განთესეს, პირველივე წრეში მონაკოელ ლუკას კატარინას დაუპირისპირდა. ჩვენებური მეტოქეზე ერთი წლით უმცროსია, რაც ჩოგბურთში ამ ასაკში მეტოქისთვის საგრძნობი უპირატესობაა. საბოლოოდ ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენელმა ალექსანდრეს 6:2, 6:1 მოუგო. ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მიუხედავად დიდი სხვაობით წაგებისა, ბაკში თითოეულ გათამაშებაში თავგანწირვით იბრძოდა.

შოთა მეფარიძე საწყის ეტაპზე თურქ კომლეკ იგითგანს შეხვდა და ამიტომაც იყო, ცენტრალური კორტი რომ დაუთმეს. ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა იყო და მის გამარჯვებაში ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი 6:2, 6:4. შოთას სულის მოსათქმელად ცოტა დრო ჰქონდა, რადგან ორგანიზატორების გადაწყვეტილებით პირველი შეხვედრის მოგების შემთხვევაში გამარჯვებული მეორე წრის მატჩსაც იმავე დღეს მართავდა. ვიქტორ ბაკშის მოწაფე 3 საათში უკვე ბრიტანელ ლევის როსკილის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ვერაფერს გახდა, არადა ნისლიანი ალბიონის წარმომადგენელი გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ იყო. საწყის სეტში ჩვენებური 3:2-ს ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა შემდეგ მოეშვა და ზედიზედ 4 გეიმი დათმო. მეფარიძისთვის მეორე სეტიც კატასტროფულად დაიწყო და ბრიტანელი 4:0 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თითქოს შანსი გაჩნდა, შოთამაც საკუთარი ძალების ირწმუნა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო.

სხვათა შორის, არაერთი ქვეყნის მოთამაშემ თუ მწვრთნელმა გააპროტესტა თამაშების გრაფიკი, მაგრამ ორგანიზატორები თავს იმით იმართლებდნენ ყველანი ერთნაირ პირობებში ხართო. პრინციპში ვერც შეედავები. მიუხედავად ბაკშისა და მეფარიძის მარცხისა, მათზე სასაყვედუროდ ენა არავის მოუბრუნდება. ისინი უდავოდ ნიჭიერი ბიჭები არიან და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ქვეყანას ბევრ გამარჯვებას მოუტანენ. "ხომ ნახეთ როგორი ნიჭიერები არიან, მაგრამ ნიჭს თუ განვითარება არ მიეცი რა აზრი აქვს. ჩვენ სანამ აქ ჩამოვიდოდით ერთი თვე უქმად ვიყავით, აქ მოთამაშეთაგან უმრავლესობა კი ტურნირებზე ასპარეზობისა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის", - მითხრა გულდაწყვეტით ვიქტორ ბაკშმა.

მძლეოსნობაში სალომე სირაძემ, გიგა ჭიკაძემ და გიორგი აზარაშვილმა 100 მეტრზე სირბილში მოსინჯეს ძალები, ხოლო თინათინ პაპუაშვილმა 2000 მეტრზე ბარიერების თარჯრბენში. სამწუხაროდ, ოთხივე მათგანი ძალიან შორს აღმოჩნდა თავიანთი ევროპელი კოლეგებისგან. მათგან ვარსკვლავების მოწყვეტას არც არავინ ითხოვდა, მაგრამ არც ასეთ უსუსურ გამოსვლას ველოდით. საბოლოოდ, კვალიფიკაციის გადალახვა ვერც ერთმა მოახერხა. ჭიკაძემ, აზარაშვილმა და სირაძემ შესაბამისად 27-ე (11.61), 28-ე (11.65) და 19-ე (12.59) ადგილებზე გავიდნენ, პაპუაშვილმა მონაწილეთა სიმცირის გამო პირდაპირ ფინალური გარბენი შეასრულა და ბოლო 13-ე შედეგი აჩვენა.

რაც შეეხება ცურვას აქ თეიმურაზ კობახიძემ (100 მეტრი თავისუფალი ყაიდა) 34 მონაწილეში 27-ე ადგილი დაიკავა და საკუთარი შედეგი 3 წამით გააუმჯობესა. კობახიძისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია და კარგ გამოცდილებას შეიძენს.

დღეიდან საქმეში უკვე ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალა ძიუდო ერთვება. პირველები ტატამზე 50 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში ზვიად ხუბულური და ვანო მამისაშვილი გავლენ. ეს უკანასკნელი ახლახან მალტაში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და აქაც ფავორიტად ითვლება. გოგონებში გურანდა შოთაძე (48 კგ) შეეცდება წარმატების მიღწევას.

ტრაბზონში ქართულ დელეგაციას დღეს სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შემოურთდებიან, რაც ქართველი კიმონოისტებისთვის დამატებითი მოტივაციაც იქნება. ასევე იგეგმება თბილისის მერის გიგი უგულავას ჩამოსვლა.

კახა ბერიძე ტრაბზონიდან

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა