კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის გერმანიას დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა

მოიგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანმა

წააგეს - ეთერ ასკილაშვილმა, სოფიო სომხიშვილი

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა მონღოლები 4:2, ბრაზილიელები 4:3 დაამარცხეს, შემდეგ იაპონიასთან 1:4 დამარცხდნენ, რეპეშაჟში კი უზბეკებს 4:2 სძლიეს და ფინალურ ბლოკში გავიდნენ.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/Judo Diaries

თენგაბი
წარმატებები და მადლობა ჩვენს ოქრო გოგო-ბიჭებს, მართლაც თავგანწირულად იომეს და დიდებული შედეგი დადეს, ერი გაახარეს. შემდგომში ქალთა ძიუდო გასაძლიერებელია და იმედი მაქვს უფრო მეტი წარმატება იქნება. ახლა რაც შეეხება იაპონიასთან მარცხს. ჩემი აზრით, სამწვრთნელო შტაბი (ფედერაციის ხელმძღვანელთა გარეშე ეს არ იქნებოდა) აშკარად შეცდა, როდესაც იაპონიასთან კაპანაძე დააყენა შავდათუაშვილის ნაცვლად და დაღლილი მაისურაძის ნაცვლად ბექაური არ გამოიყვანა. ეტყობა კაპანაძეს, აშკარად პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ იაპონიასთან შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება? რაც შეეხება მაისურაძეს კაცმა თავდაუზოგავად იომა, დაიღალა, ხომ შეიძლებოდა ბექაურით ჩაენაცვლებიათ, რომელიც დარწმუნებული ვარ უეჭველად მოიგებდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ შავდათუაშვილი უეჭველად მოიგებდა, მაგრამ ლაშამ ყველა დაარწმუნა, რომ ღირსეული ჩემპიონია და ყველასთან შეუძლია სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ასე რომ კაცებში შანში გვქონდა სამივეს გამარჯვების და თუ ლოტოტრონშიც გაგვიმართლებდა, იაპონურ ბარიერსაც გავივლიდით. იგივე პერსპექტივა გველოდა ფინალშიც. ეტყობა სამწვრთნელო შტაბს ან ვინც გადაწყვეტილება მიიღო ეს არ ეიმედებოდა ჩვენი გუნდისაგან და ამიტომ წავიდნენ წინასწარ კაპიტულაციაზე იაპონიასთან. არ ვიცი სხვა რა ვიფიქრო? ძიუდოს ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის მუშაობამ აშკარად დადებითი შედეგი გამოიღო და მადლობა მათ ამისათვის, მაგრამ აქ ასევე გასათვალისწინებელია ლიპოს და მისი ძმების ღირსეული წინააღმდეგობა, რომლებმაც არ მისცეს ძიუდოს ფედერაციაში სხვადასხვა უმსგავსოების გავრცელების საშუალება და რის ხარჯზეც ძიუდოს ფედერაცია ღირსეულად და წარმატებით წარმოჩინდება. წარმატებები ყველას საქართველოს გახარებისათვის!
სოსო
ჩვენი ბიჭების ოქროები ხომ თავისთავად გამიხარდა,მაგრამ ვერასოდეს დავიჯერებდი,გუნდურში მესამე ადგილიც,ასევე თუ გამიხარდებოდა!ბიჭები ლომები გვყავს და მათ გვერდით,გოგოებიც ლომებად გვექცნენ.პირადში არც ერთს არ უბრძოლია ასეთი თავდადებით და ამ გამარჯვებაში,ღირსეული წვლილიც დაიდეს!ჯწერ ევროპის ჩემპიონობა!ახლა მსოფლიოზე მესამე ადგილი!უკვე საკუთარი ძალების რწმენაც არის და გამოცდილებაც.ოლიმპიურ თამაშებს,უკვე გუნდურადაც მედლის რეალურ პრეტენდენტებად შევხვდებით.მთლიანად ჩემპიონატს რაც შეეხება,ისეთი შთაბეჭდილება მექმნება,თითოქს საქართველოს ნაკრებს კვოტა აქვს გამოყოფილი,ერთი ჩემპიონის სახით და მსაჯები ყველაფერს აკეთებენ,რათა ამ კვოტაში დავრჩეთ და სხვისი წილიც არ წამოვიღოთ.რუსეთი მოუმზადებელი გამოვიდა,უკრაინამ კი,სრულიად სამართლიანი ბოიკოტი გამოუცხადა ჭიდაობის ფედერაციას და მათი კვოტაც სხვებს,ჩვენ წავგლიჯეთ,თორემ ვფიქრობ,მეორე ოქროსაც არავინ დაგვანებებდა.თავისუფალი და ბერძნულ-რომალული ჭიდაობის ფედერაციებმა,თავისი მერკანტილური ინტერესების დასაცავად,ისეთ დღეში ჩააგდეს ჭიდაობის ეს სახეები,რომ ოლიმპიური სახეობებიდან ამოგდების რეალური საფრთხე აქვთ და აღარც მაყურებელში დარჩა პოპულარობა,დღეს კი,ძიუდოში ასე აშკარად ორმაგი სტანდარტების გამოყენება,მალე მასაც შეუქმნის პრობლემებს და მეშინია,პოპულარობის დაკარგვა არ მოჰყვეს.
დიმო
ქალთა ძიუდო გასაძლიერებელია!
ზურა
ქალთა ძიუდო სერიოზულადაა გასაძლიერებელი
გუკა
უდიდსი წარმატებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული 6 ოქროს მედლიდან ორს რომ საქართველოში წამოიღებ -ფანტასტიკურია. ხოლო ის რაც ჩვემა გოგო-ბიჭების გუნდმა გააკეთა წარმოუდგენელი. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ძალიან დიდ გამარჯვებას, წინ პარიზის ოლიმპიური თამაშებია, გვჯერა თქვენი და გვინდა ეს აღებული ტემპი შეინარჩუნოთ და სიხარული მოუტანოთ მსოფლიოს ერთ პატარა მაგრამ უძლიერესი ხალხით დასახლებულ ქვეყანას, რომელსაც საქართვბელო ჰქვია.
G.LA
მადლობა ასეთი წარმატებისათვის. გილოცავთ ყველას და წარმატებას გისურვებთ. ცალკე გოგონებს პერსონალურად მინდა მადლობა მოვუხადო. ვაჟებისაგან განებივრებყლი ვართ და უკვე გოგონებიც იწყებენ ჩვენ გახარებას, რაც ძალიან სასიხარულოა.
Lebron
დიდება საქართველოს!!!!!!!!!!!!! ბრავოოოოო!!!!!!!!!!
LIVERPOOL
თქვენ გაიხარეთ მაგარო და პატრიოტო გოგო-ბიჭებო,მთელ მსოფლიოს დაანახეთ ქართული სული და გული. დიდი მადლობა მთელ შტაბს.( ეტყობა ნაცები არ შემოხეტებულან, არავინ ილანძღბა)
gogig
დიდებული შედეგია - ოქროს ტოლფასი. გოგების როლი უმნიშვნელოვანესი იყო. ეგენო, რომ არა მეორე ტურში ვერ გავიდოთ. პირველად ჩვენს ისტორიაში გოგონები მსოფლიოს პრიზიორები გახდნენ. ქედს ვიხრი მათ წინაშე. ყველას ვულოცავ.
ოთარი
გილოცავთ ყველას!!! ბიჭებს ქება დიდება არ აკლიათ ხოლმე და მათგან ხანდახან შეიძლება ზედმეტსაც ვითხოვთ. მაგრამ მგონია, რომ მართლაც მეტი შეეძლოთ. მაგრამ დღეს განსაკუთრებით გოგონები მინდა შევაქო: გოგო ლიპოსგან თუ მეტნაკლებად ველით ხოლმე შედეგს, როგორ მოუმატა სოფომ და პატარა ეთომ. პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გოგონების თავდადებით, ბოლომდე ვაჟკაცურად ეომეს ყველას, წაგებულ შეხვედრებშიც კი ვერავინ იტყვის არ იბრძოლესო. მონღოლები ხომ ფაქტიურად გოგონებმა დაამარცხეს. მოკლედ მასე გააგრძელეთ, მაგრად მოემზადეთ ტატამზე იომეთ და ოლიმპიადაზე თავის მსაჯებიანად დაადუმეთ მეტოქეებს და თვენთან ერთად გავიხარებთ ჩვენც. მადლობა და უფრო მეტი წარმატებები მომავალში.
ალექს
მოკლედ, მთელს გუნდს უდიდესი და უკიდეგანო მადლობა ამ მსოფლიოსთვის. შეუდარებელი და დიდებული იყო უბრალოდ!
გეგი
აუჰ ამათ ვენაცვალე მე! ყველას გილოცავთ ხალხო,უამრავი ასეთი გამარჯვება ჩვენ!
ვახო...
ბრავო, ჩვენს საამაყო ძიუდოისტ გოგო-ბიჭებს! უდიდესი წარმატებები მომავალშიც!
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა