სომხეთის ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო აკადემიის ერთოობლივ საერთაშორისო ტურნირზე მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა
სომხეთის ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო აკადემიის ერთოობლივ საერთაშორისო ტურნირზე ("სევანის ტბა-2011") გუშინ მე-4 ტურის პარტიები გათამაშდა.

იმის მიუხედავად, რომ შეჯირების რეიტინგფავორიტმა ბაადურ ჯობავამ (2713) წინა დღეს არმან პაშიკიანთან წააგო და სამი ტურის შემდეგ სულ ერთი ქულა ჰქონდა, გუშინ თეთრი ფიგურებით ჩინელ ჩჟოუ ძიანჩაოს 22-ე სვლაზე დაუზავდა და მონაგარი მხოლოდ ნახევარი ქულით გაიმდიდრა.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ მასპინძლები - ზავენ ანდრიასიანი და ტიგრან პეტროსიანი. სომეხმა ჰრანტ მელქუმიანმა თანამემამულე სამველ ტერ-სააკიანი დაამარცხა, ავეტიკ გრიგორიანმა არმან პაშიკიანს (ორივე-სომხეთი) სძლია. სერგეი ჟიგალკოს (ბელარუსი) და ილდარ ხაირულინის (რუსეთი) ორთაბრძოლა არ გამართულა.

ოთხი ტურის შემდეგ: გრიგორიანი, პეტროსიანი, მელქუმიანი-2,5-2,5, ანდრიასიანი, ძიანჩაო-2-2, ჟიგალკო, ხაირულინი (ორივეს-3-3 შეხვედრიდან), პაშიკიანი, ტერ-სააკიანი, ჯობავა-1,5-1,5 ქულა.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ ხაირულინი-ანდრიასიანი, პაშიკიანი-ჟიგალკო, ძიანჩაო-გრიგორიანი, ტერ-სააკიანი-ჯობავა, პეტროსიანი-მელქუმიანი.

რადგან სომხეთში გამართულ საჭადრაკო ტურნირს შევეხეთ, აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ქვეყნის მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრები ახლოსაა, ჩინეთში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგოს.

გუშინ სომხები აზერბაიჯანელებს დაშორდნენ მშვიდობიანად. 8 ტურის შემდეგ 13 ქულას (საერთო მონაგარი 20,5 ქულა) მოუყარეს თავი და უახლოეს მდევრებს - ჩინელებსა - 11 (20) და უკრაინელებს - 11 (17,5) ორ-ორი ქულით უსწრებენ. ოქროს მედლებისთვის მათ ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევთ. მეოთხე-მეათე ადგილებზე არიან რუსეთი-10 (19,5), უნგრეთი-10 (18), აშშ-8 (16), აზერბაიჯანი-7 (16,5), ინდოეთი- 5 (13), ისრაელი- 5 (11,5), ეგვიპტე- 0 (7,5) ქულა.

დღეს ბოლო ტურში ითამაშებენ: ინდოეთი-რუსეთი, უნგრეთი-ჩინეთი, უკრაინა-სომხეთი, აზერბაიჯანი-ეგვიპტე, ისრაელი-აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა