პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში სპორტფესტი წელს 20-21 მაისს, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს შიდა და გარე სივრცეები დახვდებათ, სადაც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონა, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო და კვების ზონები.

"ფეხბურთი, ბეისბოლი, გოჯუ რიუ, ჯიუჯიცუ რაგბი, ტექბოლი, ავტო სპორტი, მთის სპორტი, ფარიკაობა, ველო სპორტი. ეს იმ სპორტის სახეობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ფესტივალზე შეხვდებიან სტუმრები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები უამრავი გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდება ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშიროს სპორტთან", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, სპორტული აქტივობების გარდა, ადგილზე მოეწყობა კვების ობიექტები და გასართობი და სათავგადასავლო აქტივობები. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობაში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.

„სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ხალხი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით. ფესტივალი ჩატარდება მზეშიც და წვიმაშიც. 20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია”, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

(R)

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა