პალეოხორას (საბერძნეთი) მე-4 საერთაშორისო შეჯიბრების მე-6 ტურში გურამიშვილმა ამერიკელ რავენ სტარტს მოუგო, ხეცურიანმა მასპინძელ პანაგიოტის ხრისტოდულუს სძლია
ქართველი მოჭადრაკეები - სოფიკო გურამიშვილი და ბესარიონ ხეცურიანი პალეოხორას (საბერძნეთი) მე-4 საერთაშორისო შეჯიბრების მე-6 ტურში შავი ფიგურებით თამაშობდნენ, მაგრამ ორივე ჩვენებურმა წარმატებას მიაღწია და 4,5-4,5 ქულა მოაგროვა. გურამიშვილმა ამერიკელ რავენ სტარტს მოუგო, ხეცურიანმა მასპინძელ პანაგიოტის ხრისტოდულუს სძლია.

ხუთი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილის სათავეში 4,5-4,5 ქულით 9 მოჭადრაკე იმყოფებოდა. მეექვსეში მათგან მხოლოდ ორმა გაიმარჯვა: იური კრივორუჩკომ (უკრაინა), რომელმაც მე-3 ტურში გურამიშვილს აჯობა, ამჯერად ალექსანდრ ხარიტონოვს (რუსეთი) გააჩერებინა საათი, ხრისტოს ბანიკასმა (საბერძნეთი) კი ემრე ქენი (თურქეთი) დაამარცხა. 5,5-5,5 ქულით სწორედ ისინი დაწინაურდნენ.

მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ: ანდრეი რიჩაგოვი (რუსეთი)-ალბერტო დავიდი (ლუქსემბურგი), იაროსლავ ზინჩენკო (უკრაინა)-ალექსანდრ ზუბარევი (უკრაინა), მისა პაპი (სერბეთი)-მომჩილ ნიკოლოვი (ბულგარეთი).

ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ერთბაშად 12 მოჭადრაკე ჩამორჩება. შეჯიბრების დამთავრებამდე სამი ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე