სკუდეტოს მოპოვების შემდეგ "ნაპოლიდან" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის შესაძლო წასვლა მართლაც დიდი მოულოდნელობა იქნება. ტოსკანელი სპეციალისტის უკმაყოფილების რამდენიმე მიზეზია. პირველ რიგში შედარებით დაბალი ხელფასი. მისი სეზონური გასამრჯელო 2.8 მილიონი ევროა და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 3.5 მილიონს დაჰპირდა. ცნობისათვის, "იუვენტუსში" მასიმილიანო ალეგრი 6.1 მილიონს იღებს.

ლუჩანოს აგრეთვე სპორტული დირექტორის კრისტიან ჯუნტოლის "იუვეში" სავარაუდო გადაბარგება და შემადგენლობის საკითხი ადარდებს, რომელიც არაა გამორიცხული, არათუ გაძლიერდეს, არამედ უფრო დასუსტდეს და ეს იმ დროს, როდესაც გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გააჩნიათ, რაც სეზონის ბოლოს ნათლად წარმოჩნდა. თუ მისი გადმოსახედიდან განვსაზღვრავთ, ნეაპოლიდან აბარგება დიდების ზენიტში უჯობს, მაგრამ დე ლაურენტისის დაგებულ ხაფანგს ასე ადვილად ვერ დაუსხლტება.

"ნაპოლის" მფლობელმა ერთხელ აღიარა, რომ კონტრაქტების შედგენა და ტრანსფერების განხორციელება შეუძლია. როდესაც პსჟ-ს ედინსონ კავანი 70 მილიონ ევროდ მიჰყიდა, უხაროდა და იძახდა, ეს რა მაგარი გარიგება გავახერხეო. ხვიჩა კვარაცხელია სულ რაღაც 10 მილიონად ჩაიგდო ხელში და ახლა მისი ფასი ლამის 100 მილიონია. აურელიო ბიზნესმენი უფროა, ვიდრე სპორტული ხელმძღვანელი.

"გაძეტა დელო სპორტი" იტყობინებოდა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სპალეტის თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა და ერთი წლით უმუშევრად დარჩენა მოუწევს. რადიო Kiss Kiss-ის დირექტორი ვალტერ დე მაჯო თანხის ოდენობას ამხელს - 8 მილიონი. "ნაპოლიში" მოღვაწეობის ორწლიან პერიოდში მას 6 მილიონიც არ გამოუმუშავებია და თუ კონტრაქტს დაარღვევს, გამოდის, რომ ეს პერიოდი სულ ტყუილად იმუშავა და თანაც, კიდევ ერთი სეზონი იუქმებს. მოკლედ, ფინანსურად სერიოზულად დაზარალდება.

ამიტომაა დე ლაურენტისი მშვიდად, კვარაცხელიასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს, ხოლო სპალეტის ისეთი ხაფანგი დაუგო, ძნელად წარმოსადგენია თავი დააღწიოს. გეხსომებათ უთუოდ, გასული წლის ზაფხულში ლუჩანო კალიდუ კულიბალის გასხვისებისას კლუბის დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა დე ლაურენტისმა ის "ჩელსის" 40 მილიონად მიჰყიდა. სპალეტის კი სხვა რა გზა ჰქონდა, მოითმინა და მისი გუნდი ჩემპიონი გახდა. საინტერესოა, ძალიან საინტერესო, რას იზამს ამჯერად, თუ უბრალოდ თავს იზღვევს, რათა შემდეგში წარუმატებლობის შემთხვევაში, სათქმელი ჰქონდეს და ყველაფერი თავის "ბოსს" დააბრალოს. ვინ იცის...

გიგლა
ბიჭო, კონტრაქტს რომ აფორმებდა ჰო აწყობდა ეგ პირობები? ჰოდა იმუშაოს ახლა. რა, წაკითხული არ ჰქონდა კონტრაქტი?
Rt
Benitesis liverpuli tu gaxsovt shetevas tamashobda eseigi kvaras frtebi gaexsneba da ifrens da ar daayenebs ert adgilas rogorc iyo mtavaria kvaras shedegianoba qondes gaitanos da fasi ar daeces napolis ambavi naklebad gvainteresebs momaval wels...
Levani
მორჩით კომუნისტობას- ბიზნესი თუ არ აკეთა საიდან მართოს გუნდი ჭაღარა წვეროსნების ობშჩიაკიდან? ხვიჩა რა ხაფანგშია-სკამზე უზის და არც უშვებს?(წიტაიშვილი მახსენდება) ბიჭმა სკუდეტო მოიგო და ლიგის ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. თუ რეალს და სიტის უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი,თუ ძალიანაც არ უნდათ 30მილიონად და სკამის შესავსებად გემეტებათ? გადაიხადონ 100 მილიონი,წაიყვანონ და მერე ათამაშებენ- რამდენი გაგახსენოთ ასე წარმოჩენილი ფეხბურთელი, ლუკა იოვიჩი რა მაგარი იყო რეალამდე,ანაც მაჰრეზი ლესტერში. მოკლედ საუკუნეები უნდა კომუნისტების ჩადებული ფსიქოლოგიის შეცვლას- "იმას თუ აქვს ცუდი კაცია" პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და ა.შ.
დავით 67
რას იზამ მდიდარი ბიზნესმენები დაუნდობელი ხალხია. თუ რატომ ადამიანურად ამას ვერ ახსნი.
ვასო
ხვიჩაც მახეშია. დიდი ალბათობით მამუკას ხელზე მიცეს კარგი თანხა და ხვიჩაც აიძულა დაბალ ანაზღაურებაზე დათანხმება.
სოსო
ხვიჩა რა,ხაფანგში არ არის?ამხელა გამოსასყიდი დაადეს და მას კაპიკებს აძლევს.პირველი სეზონი იყო,თვითონაც არ ელოდა ასე რომ ათამაშდებოდა და ყველაფერზე თანახმა იყო,მაგრამ მალე დაფიქრდება ხვიჩაც და ეს კონტრაქტი,ბორკილად გადაექცევა.ხალხის სოყვარული,ხალხის სიყვარულია და ძალიან სასიამოვნოა,მაგრამ როცა შენი კაიკაცობით,სხვა სარგებლობს,შენ კი,ვირად გამუშავებს,ადრე თუ გვიან,პროტესტი გაგიჩნდება.ხვიჩასაც სავარაუდოდ,ეს ელოდება.მომავალ სეზონში,თუ ყველაფერი ასე დარჩა,ვშიშობ რომ გუნდის განწყობა,ძველებურად საბრძოლო აღარ იქნება,შესაბამისი შედეგებით!
კახა
კვარაც გამბული ყავს მახეში,რაც დიდწილად აგენტის ბრალია
bs
ჰო,მარა ქართული შრიფტირა გაგიხდათ რომ ბეჭდოთ ნორმალურად
ნაპოლი
ეს ხაფანგი კი არა დანაშაულია, პატრონი არ ყავს ამ იტალიას?
Dato
Xvichac igive xafangshia didi albatobit. Daweron gamosasyidi tanxa ramdenia. Jugheli fuls shoulobs levad eg faqtia. Xvicha unda gadavides napolidan, es gundi ferafers moigebs shemdeg wels. Kvaras shemoqmedebiti unari daiklebs spaletis xelshi. Vinme seriozul mwvrtneltan xvicha oqros burts moigebs.
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა