ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს.

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.

33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.

ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი

ვალენსია - რეალი 1:0

გოლი: ლოპესი (33)

გაძევება: ვინისიუსი (90+8)

სოსო
რამდენიმე დღის წინ,რომელიღაც არხზე აჩვენეს,პოლიციამ როგორ დააპატიმრა ნეოლიბერალიზმის ბურჯ,კანადაში ,ახალგაზრდა,რომელიც გამვლელებს,ბიბლიის ასლებს,უფასოდ ურიგებდა.ეს ისე,ინფორმაციისათვის,ნეოლიბერალების ლიბერალიზმის შესაფასებლად.
მიშა, ხვიჩა-ს
გადახედე(თ) კომენტარებს და მიხვდებით, სჭირდებათ თუ არა ახსნა. ძალიან ხშირად ახსენებენ ამ საიტზე ,,ლიბერალს", ისეთი ხალხი, ვინც მართლა ,,გარტყმაში" არაა მის ნამდვილ შინაარსს. თორემ, სპორტული შინაარსის ფორუმს არ შევარჩევდი ამის ასახსნელად. მიხარია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ლიბერალის განმარტება. :))
Haaland
ხეტაფეს ვგულშემატკივრობ რომ არ გავარდნენ. ბორდალასი ამას შეძლებს დარწმუნელბული ვარ. მინდა ბევრად უფრო წარმატებული კარიერა ჰქონდეს ვიდრე ახლა აქვს. პირველი ის ენდო გიორგის და დიდი კარიერისკენ გზა გაუკვალა. როცა დაბნეულობისგან გადაიწვა, დროულად დასვა სკამზე და დროულად ათამაშა 3 თვის მერე. მოკლედ ძალიან დიდი ამაგი აქვს მაგ კაცს მამარდაზე. უსამართლოდ მოექცნენ ბოლოს. მკვდარი გუნდი ათეულში შეიყვანა და თასის ფინალში გაიყვანა+ ნამდვილი მხსნელი მოუყვანა ვალენსიას. ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და თუ ვალენსია დღეს ლა ლიგაშია და შემდეგ სეზონშიც იქნება, ამ ორი ადამიანის უდიდესი წვლილის დამსახურებით. მინდა წარმატებული ხეტაფე ვნახო შემდეგ სეზონში ბორდალასის ხელში!
ხვიჩა
მართალს წერ, მაგრამ "მოდი აგიხსნით" რა ფორმულირებაა? რატომ გგონია რომ რაც შენ იცი სხვამ არ იცის და ხალხს უნდა აუხსნა, გაანათლო
გიორგი-ს
კი ბატონო. რაღას მსგავსია. ლიბერალიზმი და ნეოლიბერალიზმი ისეა, ნოყიერ ნიადაგზე რომ სარეველა აღმოცენდება.
ვინი პუხ
რა ინტრიგანიც ხარ ვინი პუხ ყველამ იცის და შესაბამისად რეაგირებენ სტატიონებზე მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები
გიორგი
ეს საფეხბურთო საკითხი არ არის, მაგრამ რახან შეეხე, მოდი ბოლომდე გავერკვეთ. "ნეოლიბერალები" თავს უწოდებენ "პროგრესულ ლიბერალებს". მათი მიზანი პირვანდელი მარქსიზმის აღორძინებაა. ეს კი გლობალური ტოტალიტარული მმართველობის დამყარებას ნიშნავს, გლობალურ 1937 წელს.
ლაშა
VAMOS! საშინლად მეამაყება!
ქართველი
მამარდაშვილი - კაცი რომელიც დუბლებში სათამაშოდ და მე-5-ე მეკარედ ჩაიყვანეს. ბორდალასს უმადლოდენ რომ დააწინაურა და ათამაშა მთავარ გუნდში გადმოიყვანა
Gio
ჯიგარია მამარდა მიუჩინა მაგ ბანანიჭამია ბრაზილიელს თავის ადგილი..თუ ვინმე გიორგის არ ამართლებთ ანძიდან გირჩევთ…
მიშა
მოდით მოკლედ აგიხსნით ლიბერალიზმზე. რაც ჩვენ მოგვწონს დასავლეთისგან, ეს ლიბერალიზმია - თავისუფლება, სხვისი აზრის პარივისცემა, ადმიანის განვითარების შესაძლებლობა, ოჯახის ღირსების დაცვა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო. ეხლანდელი დადავლეთი კი ლიბერალური კი არა, ნეოლიბერალური, ანუ ლიბერასტულია. როცა ძალით მატენი იმას, რაც ჩემს ღირსებას, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება პაპუასების ქვეყნად, ქვის ხანაში. აი ეხლანდელი დასავლეთი კი, თვითონ არაა ლიბერალური, ნეოლიბერალურია. მოკლედ, დასავლეთი, ამ ეტაპზე, არაა იმ ღირებულებების მატარებელი, რისთვისაც მას პატივს ვცემდით. მაგალითად, ტრამპი უფრო ლიბერალური ღირებულებებისკენ იხრებოდა (კიდეც მოინელეს). ბაიდენი კი, ტიპიური ნეოლიბერალია.
კაპიტან გარდენბურგი
ჰაჰა რეები უქნია :)) საგიჟეტი ყოფილა მართლა!!! გილოცავთ
irakli81
გინდა ჩაგუგლე და გინდა ჩააანალიზე დაჩაეკითხე, შენ მაინც ვერაფერს გაიგებ. ტერმინების წარმომავლობაზე დავობ და თეთრი და შავი ვერ გაგირჩევია, რუსული ბოროტება და ჭაობი გირჩევნია ევროპულ განვითარებას. საქართველო ისტორიულლად ყოველთვის ევროპისკენ მიილტვოდა, იმიტომ, რომ ევროპულ ცივილიზაციას ეკუთვნის და არა რუსულ ჭაობს.
simartle
ჯერ ერთი სახელი მომპარე, მერე კიდევ გაუმარჯოდ გიორგის, მაგრამ ლიბერალი რა შუაშია ან ნაღდი ქართველი. რასიზმი უნდა აღმოიფხვრას სამუდამოდ და ლიბერალი სიტყვის ბრახუნი არ სჭირდება ამას. და ქართველიც არ უნდა იყოს რასისტი. რაც ვინისიუსს გაუკეთეს ამისათვის სტადიონი უნდა დაისაჯოს. წითელ ბარათს ალბათ გადახედავენ და გააუქმებენ. მაგრამ წითელ ბარათს ვინ ჩივის. გაიხსენე რუსები ჩერნო ჟო პებს გვეძახდნენ და კვლავ გვიძახიან. გამოფხიზლდი და სხვისი სახელით წერაობას შეეშვი
irakli81
ვაი შენს პატრონს , რუსეთში წარმატებულს რას ეძახი, მაფიოზობას თუ ფეესბეშნიკობას? მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია, ალბათ შენი ჭკუით ევროპას აქვს ოკუპირებული საქართველო ან ევროპელები იტაცებენ გორის სოფლებიდან ქრთველებს ან ევროპელებმა მოკლეს ოთხოზორია და ქარ|თული ეკლესიები გადაღებეს აფხაზეთში? თუ რამე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ევროპული და ამერიკული დახმარებით მოხდა, ხოლო რუსული ფული შენნაირ პროპაგანდისტებს ხმარდება.
irakli81-ს
თავად თუ იცი რას ნიშნავს "ლიბერალი" და საიდან მოდის ეს სახელი? როგორც ჩანს არა, იმიტომ რომ კარგი და მოსაწონი გგონია. ჩაგგუგლე მაინც ან ვინმეს ჰკითხე, ვიდრე საჯაროდ მოიწოდებ ამ სახელს
ირაკლის
წარმატებული ქართველები შენი აზრით უფრო მეტად რუსეთში არიან თუ ევროპაში? რა თქმა უნდა რუსეთში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რუსეთს უნდა დაემონო ან თუნდაც ევროპას როგორც შენ. ლიბერასტულ ევროპას, მამარდაშვილმა რომ თქვას მე მიუღებლად და გარყვნილებად მიმაჩნია ლგბტ ადამიანებიო დააჯარიმებენ ან დიკვალიფიკაციას მისცემენ. ასე რომ შენ და შენნაირებს უბრალოდ ბატონი არ მოგწონთ, მონობა გინდათ ოღონდ ევროპის
irakli81
კი ნაღდი ქართველია და არა შენსავით რუსეთუმე პროპაგანდისტი, იმ ევროპას ებრძვით სადაც ქართველები წარმატებას აღწევენ და რუსული ჭაობი გენატრებათ. ლიბერალი სალანძღავი სიტყვა რომ გგონია, იცი მაინც, რომ ყველაზე დიდი ქართველი ლიბერალი ილია ჭავჭავაძე იყო
სიმართლე
გიოს თამაში და საქციელი იყო ნაღდი ქართველის (არა ლიბერალის). დაგლიჯა თამაშით, მგონი მისი საუკეთესო მატჩია ჯერჯერობით მის კარიერაში, ხოლო საქციელმა ხომ დაჟე თამაშსაც აჯობა. მოკლედ გადაგლიჯა დღეს ბოლომდე..........
დავით 67
ეს ვინისიუსი ამ ბოლო ხანებში ძალიან გათავხედდა. სულ ვიღაცას ეკამათება, ხან მსაჯს, ხან ფეხბურთელებს. ძალიან აუვარდა თავში. მამარდას საუკეთესო მატჩი იყო დღეს. ყოჩაღ!
მურთო
ამაზრზენად იქცეოდა ვალენსიას გულშემატკივრები. ესეთი რამ კანონით უნდა ისჯებოდეს ან რაიმე საქცია შემოიღონ. რა უბედურებაა რაა ეს რასიზმი.
გიორგი
გიორგი დიდი ქართველი მეკარეების სიაში ჩაეწერა: მარღანია, კოტრიკაძე, ურუშაძე, სტეფანია, გოგია, გაბელია, დევაძე, ლორია და ა.შ. ღმერთმა ამრავლოს ქართული გენი !!!
Gogi
დღეს მართლა ძაან მაგარი იყო! ყველანაირად დაიმსახურა MVP-ობა. ეს ვინისიუსი კიდე თუ ნერვებს ვერ მოთოკავს ტყუილად გაანიავებს თავის ნიჭს.
Mr.kostaia
არ ვიცი ძმაო,არაფერი არ მაინტერესებს, დაიდოს 6 ქულა ივნისში, თემურისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 3 ქულა გვინდა თემო ჯიმა,სქოთებსაც ეშინოდეთ, ქართველები მოდიან. მიდით ბიჭებო,"მხოლოდ გოლი კიდევ გოლი,ბიჭებო, ბიჭებო"... წარმატებები ჩვენს ქვეყანას ყველაფერში
კამავინგა
ვაა.. არც ერთ კომენტარს აქვს დისლაიქი ამ წუთისთვის :) როგორ გაგვახარა გიორგი მამარდაშვილმა
საბა
სასწაულად ითამაშა მამარდაშვილმა. კომენტარი ზედმეტია, ერთი უნდა ვთქვა, კიდევ კარგი რომ ჟუნიორი "არ დაახრჩობინეს" თორემ რეალს ისე არ დააკლდებოდა ჟუნიორის არ ყოფნა რამდენადაც მთელ ვალენსიას გიორგის უთამაშებლობა :)
ლევანი
ყოჩაღ გიორგი! შენ გენაცვალე, აი ასე, ყველაფერში მგელი უნდა იყო. რა ბიჭები გვ ეზრდებააა. დიდება საქართველოს!
ვაჟა მასწ.
ყოჩაღ!!! მამარდა დღეს იყო ის - რასაც მისგან ველოდებით. მსაჯმა მგონი ვარ-ის ნახვის შემდეგ გაუუქმა ყვითელი.
გოგია
კარგად რომ ითამაშა და მატჩის MVP გახდა ერთია და ვინისიუსს რომ დაექანა თანაგულდელის დასაცავად, ეგ უფრო მომეწონა. ანუ, თვითრწმენა არ აკლია, გინდა რეალი იყოს მოწინააღმდეგე, გინდა ვილიარეალი.
ირაკლი
საღოლ, უმაგრესი იყო. ფაქტიურად უზრუნველყო ვალენსიის ლალიგაში დარჩენა.
სოსო
ნაპოლის თამაშს ვუყურე და მერე აქეთ გადმოვედი.რა იყო ეს,ჰა?!სამი ჩხუბი,მამარდას ფანტასტიკური თამაში და ჩხუბში მონაწილეობა.მატჩი კი,107 წუთზე დამთავრდა.ალბათ სანქციები ფეხბურთელებზე და სტადიონზე იქნება,მაგრამ რაც ვნახე,ფაქტია,რომ საოცარი დაძაბულობა იყო,მოედანზე.რა ვიცი,მგონი ვალენსიამ გაინაღდა,ლიგაში დარჩენა,მამარდას ფასმა კი,საგრძნობლად მოიმატა.მატჩის გმირადაც,მამარდა დასახელდა!
გეგი
ვენაცვალე ამ ბიჭს,უდიდეს წარმატებას ვუსურვებ და ეს ერთი და უამრავი სხვა იყოს კიდევ!
T.q
ეს რა ნახა ჩემმა თვალებმააააა გიორგი მამარდაშვილიიიიიიიიი!!!!!! ამას თუ მოვესწრებოდი ქართველების თამშს ამ დონოზე რას ვიფიქრებდი!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით