ცურვა. მსოფლიოს ჩემპიონატი
გუშინდელი დღის მშვენება გახდა გაცურვა 200 მეტრზე თავისუფალი სტილით მამაკაცებს შორის. სწორედ ის ხსნიდა დღის პროგრამას, რომლის მიხედვითაც მედლების ხუთი კომპლექტის გათამაშება იყო გათვალისწინებული.

წინა დღეს გამართული ნახევარფინალებიდან აშკარად ჩანდა, რომ ყველაზე უკეთ სტარტისთვის ამერიკელი რაიან ლოხტე იყო მომზადებული, თუმცა ფინალში პირველი 100 მეტრის შემდეგ ინიციატივა 14-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა მოიპოვა, მაგრამ 50 მეტრის შემდეგ ლოხტე გახდა ლიდერი. როცა მოცურავეები ფინიშს მიუახლოვდნენ, ფელპსმა საფინიშო სპურტით მოგება სცადა, მაგრამ ამისთვის თანამედროვე ცურვის ლეგენდას ძალა არ ეყო. მაიკლი წაგებას მიჩვეული არ არის, ამიტომაც იმედგაცრუება სახეზე ეტყობოდა.

სხვათა შორის, ეს ფელპსისთვის მეორე წაგებული სტარტია ამ ჩემპიონატზე - მანამდე მან 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილის ესტაფეტაც დათმო თანაგუნდელებთან ერთად. ასევე იმედგაცრუებული იყო ამ დისტანციაზე მსოფლიოს აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი და რეკორდსმენი პაულ ბიდერმანი, რომელმაც აღიარა, რომ მინიმუმ ვერცხლის მოპოვებას აპირებდა, მაგრამ ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწია. საერთოდ მედლის გარეშე დარჩა ნახევარფინალის ლიდერი, ფრანგი იანიკ ანიელი, ვინც მეხუთე მივიდა ფინიშთან.

სხვათა შორის, ეს არ იყო ერთადერთი დისციპლინა, რომელშიც მაიკლ ფელპსს ხელი მოეცარა. დილის სესიაში, 200 მეტრზე ბატერფლაიში საკვალიფიკაციო გაცურვებისას ფელპსმა მხოლოდ მე-11 დრო აჩვენა, მაგრამ მაინც მოახერხა მოკრძალებული დროით (1.56,77) ნახევარფინალში გასვლა. მართალია, საღამოს ნახევარფინალში ფელპსი უკვე მესამე დროით გადავიდა ფინალში, მაგრამ დაღლა და უფორმობა მას აქაც ეტყობოდა.

მეორე სტარტი, რომელშიც მედლები გათამაშდა, გულაღმა 100 მეტრი იყო ქალებს შორის. ეს არის, ალბათ, ერთადერთი დისციპლინა, სადაც რუსეთის ნაკრებს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. პირველი მეტრებიდან ინიციატივა სახელგანთქმულმა ნატალი კაფლინმა მოიპოვა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ბოლო მეტრებზე მას ჩინელმა ჯინ ჟაომ გაასწრო. კაფლინმა კი ვერცხლიც დაკარგა, რადგან ასევე კარგი ფინიში გამოუვიდა რუს ანასტასია ზუევას - ის მხოლოდ 0,01 წამით ჩამორჩა ჩინელ ჩემპიონს. თუმცა ამერიკელმა ბრინჯაოთიც ძალიან გაიხარა, რადგან სპორტში დაბრუნების შემდეგ ეს მისთვის მაღალი შედეგია.

არაოლიმპიურ დისტანციაზე - ქალებს შორის 1500 მეტრზე არანაირი ინტრიგა არ ყოფილა. დანიელი ლოტე ფრიისი სტარტიდანვე დაშორდა კონკურენტებს და ისეთი ტემპი აკრიფა, რომ 600 მეტრის ნიშნულზე კეიტ ციგლერის მსოფლიოს რეკორდსაც კი სჯობნიდა, რომელიც 2007 წელს არის დამყარებული. სწორედ მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა აქ ვერცხლის პრიზიორი. სხვათა შორის, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში არც მას ჰყოლია კონკურენტი. სამაგიეროდ, დისტანციის პირველ ნახევარში ბრძოლა იყო ბრინჯაოსთვის, თუმცა ბოლოს ქსიანქსიუ ლიმ ეს საკითხიც ფინიშამდე კარგა ხნით ადრე გადაწყვიტა.

დიდი სიურპრიზი ვიხილეთ მამაკაცებს შორის 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში. მართალია, ფავორიტისთვის განკუთვნილ მეოთხე ბილიკზე ფრანგი ჟერემი სტრავიუსი ცურავდა, ბევრს გამარჯვების რეალურ კანდიდატად მეორე ფრანგი კამილ ლაკური მიაჩნდა. მაგრამ თანამემამულეებმა გადაწყვიტეს ერთმანეთი არ გაეწბილებინათ - ერთნაირი დრო აჩვენეს და პოდიუმზე ორი გამარჯვებული იდგა.

ბოლო ფინალი საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. ჯერ კიდევ წინა დღეს ნახევარფინალის დროს ჩანდა, რომ რებეკა სონი არავის მისცემდა გამარჯვებას 100 მეტრი ბრასით ცურვაში. ასეც მოხდა. ამერიკელი სტარტზევე დაწინაურდა და მის კონკურენტებს ლიდერის დაწევის შანსი აღარ ჰქონიათ. ასევე მოლოდინისამებრ ვერცხლი აიღო ლიზელ ჯონსმა, ბრინჯაო ჩინელმა ლიპინ ჯიმ.

კაცები

200 მ. თავისუფალი. 1. რაიან ლოხტე (აშშ) - 1:44,44; 2. მაიკლ ფელპსი (აშშ) - +0,35; 3. პაულ ბიდერმანი (გერ) - +0,44...

100 მ. გულაღმა. 1. კამილ ლაკური (საფ) - 52,76; 1. ჟერემი სტრავიუსი (საფ) - 52,76; 3. რუოსუკე ირი (იაპ) - +0,22...

ქალები

100 მ. გულაღმა. 1. ჯინ ჟაო (ჩინ) - 59,05; 2. ანასტასია ზუევა (რუს) - +0,01; 3. ნატალი კაფლინი (აშშ) - +0,10...

1500 მ. თავისუფალი. 1. ლოტე ფრიისი (ლატ) - 15:49,59; 2. კეიტ ციგლერი (აშშ) - +6,01; 3. ქსიანქსიუ ლი (ჩინ) -+8,43...

100 მ. ბრასი. 1. რებეკა სონი (აშშ) - 1:05,05; 2. ლიზელ ჯონსი (ავსტრა) - +1,20; 3. ლიპინ ჯი (ჩინეთი) - +1,47...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...