"მილუოკი ბაქსის" თურქმა ფორვარდმა ერსან ილიასოვამ სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტზე ხელის მოწერა გადაწყვიტა
"ჩიკაგო ბულზის" ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვაში ევრობასკეტზე თამაში. ეს ფრანგ ვარსკვლავს იმის გამო დასჭირდა, რომ გასულ კვირას ექიმებმა ნოას დასვენება და ფეხის ტრავმის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელება ურჩიეს.

"ეს ტრავმა სერიოზული არ იყო და ამიტომაც მზად ვარ გუნდთან ერთად დავიწყო მზადება ევრობასკეტისთვის. აუცილებლად ვითამაშებ ამ ტურნირზე", - ამბობს ნოა NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ასეთივე განწყობა აქვს "პორტლენდ თრეილ ბლეიზერსის" ფრანგ ლეგიონერს ნიკოლა ბატუმს, რომელიც კონკრეტული მიზნით მიემგზავრება ლიტვაში.

"პირადად მე ევრობასკეტის მოგება მინდა და ლიტვაში მხოლოდ ოქროს მედლისთვის მივემგზავრები. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მე ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობ - მოვიგო და ტიტულს დავეუფლო. რა თქმა უნდა, ოლიმპიადაზე მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, ვოცნებობ გახსნის ცერემონიაში მონაწილეობაზე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია გავხდე საფრანგეთის ნაკრების მედროშე.

ვიცი, რომ ჩვენს გუნდში ვარსკვლავი არ ვიქნები. უნდა დავეხმარო ტონი პარკერს, ჟოაკიმ ნოასა და ბორის დიაოს. ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად საჭიროა გუნდში ორი მაღალი კლასის ცენტრი გყავდეს. ჩვენთან ასეთები ნოა და რონი ტურიაფი არიან. ეს მოთამაშეები ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან", - განაცხადა ბატუმმა "ეკიპისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ევრობასკეტის პარალელურად გაიმართება ამერიკის ჩემპიონატი, სადაც ასევე ოლიმპიადის საგზურები გათამაშდება. მნიშვნელოვანი შევსება ექნება არგენტინის ნაკრებს - კარიერის განახლება გადაწყვიტა ცენტრმა ფაბრისიო ობერტომ, რომელმაც ამ სეზონის შემდეგ აქტიურ სპორტს თავი დაანება. "სან ანტონიოსა" და "პორტლენდის" ყოფილმა მოთამაშემ ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ნაკრების დასახმარებლად მიიღო.

"დიდი ხანი ვმკურნალობდი და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ მზად ვარ მოედანზე დასაბრუნებლად, რათა არგენტინის ნაკრებს ამერიკის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლასა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო", - განაცხადა ობერტომ.

ლოკაუტის პერიოდში კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატება თურქეთის ჩემპიონატს. "მილუოკი ბაქსის" თურქმა ფორვარდმა ერსან ილიასოვამ სტამბოლის "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტზე ხელის მოწერა გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ილიასოვას მხოლოდ კარიერის დასაწყისში აქვს ნათამაშები სამშობლოში - 2004-05 წლების სეზონში ის "ულქერის" ღირსებას იცავდა. როგორც თურქული პრესა წერს, ილიასოვა ერთწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ გამოუცხადა, რომ ბევრი უცხოური კლუბი გამოთქვამს მასთან კონტრაქტის გაფორმების სურვილს.

"ჩვენი გუნდის ოფისში უამრავი ზარი ისმის სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლებისგან და ისინი მუდმივად ჩემს გვარს ახსენებენ. დაინტერესებული გუნდები ისრაელის, თურქეთის, ესპანეთისა და ჩინეთის ჩემპიონატებში თამაშობენ. სხვა ქვეყნებიდანაც იყო ზარები.

შანსი იმისა, რომ საზღვარგარეთ წავალ სათამაშოდ, საკმაოდ მაღალია. მაგრამ მინდა ასი პროცენტით ვიყო მზად, სანამ რომელიმე გუნდს კონტრაქტს დავპირდები. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არც ერთ ვარიანტს არ განვიხილავთ, რადგან ზურგის ტრავმას ვმკურნალობ. თუმცა ამას მკურნალობას ვერ დავარქმევ - არანაირ პროცედურებს არ ვიტარებ, უბრალოდ ექიმებმა სამი კვირა სრული სიმშვიდე და დასვენება გამომიწერეს", - ამბობს სტაუდმაიერი ESPN-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...