მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის აშკარა ლიდერმა "რედ ბულმა" ზედიზედ ორი რბოლის მოგება ვერ შეძლო
მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის აშკარა ლიდერმა "რედ ბულმა" ზედიზედ ორი რბოლის მოგება ვერ შეძლო - ბრიტანეთში მან "ფერარისთან" წააგო, გასულ კვირას გერმანიაში კი ავსტრიულ საჯინიბოზე სწრაფი "მაკლარენი" აღმოჩნდა. სულ კი ბოლო ოთხ რბოლაში "რედ ბული" სამჯერ ვერ მივიდა პირველი ფინიშთან.

ამის გამო სეზონის ლიდერის რიგებში მცირე შეშფოთება შეინიშნება. საჯინიბოს შეფი კრისტინ ჰორნერი არასასიამოვნო ნიშანს ხედავს იმაში, რომ ნიურბურგრინგზე ვერც სებასტიან ფეტელმა და ვერც მარკ უებერმა ვერ შეძლეს ლუის ჰემილტონისა და ფერნანდო ალონსოს ტემპისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ ჩემპიონატის ტრიუმფალური პირველი ნახევრის შემდეგ "რედ ბული" თანდათან კარგავს სისწრაფეში უპირატესობას. შესაბამისად, სეზონის მეორე ნახევარში უფრო დაძაბული ბრძოლის მოწმენი გავხდებით. ეს კარგია გულშემატკივრებისთვის, მაგრამ სულაც არ აწყობს ავსტრიული გუნდის ხელმძღვანელობას.

"ჩვენ ნებისმიერი ტიპის ტრასაზე კონკურენტუნარიანები ვართ, აქამდე ჩატარებულ ათივე რბოლაში პოული მოვიპოვეთ და ექვსჯერ მივედით პირველი ფინიშთან. გარდა ამისა, ათივე რბოლაში პოდიუმიდან არ ჩამოვსულვართ. ასე რომ, სიტუაცია შორს არის კატასტროფულისგან, - ამბობს ჰორნერი. - მაგრამ გერმანიის გრანპრი ერთგვარი სიგნალი გახდა ჩვენთვის: უფლება არ გვაქვს ერთი წამით მოვდუნდეთ.

ეს ეხება გუნდის ნებისმიერ წევრს. მეტოქეები ფხიზლად არიან, მათ ყოველი რბოლისას პროგრესი აქვთ და უნდა გამოვნახოთ გზა იმისთვის, რომ ძალიან წინ არ გავუშვათ ისინი. წინა რბოლებში ხან "მაკლარენი" და ხან "ფერარი" ძალიან გვირთულებდნენ ცხოვრებას, ახლა ისე გამოვიდა, რომ ორივე გუნდმა ერთ რბოლაში ჩვენზე მაღალი ადგილი დაიკავა. იმედი მაქვს, ეს შემთხვევითობა იყო და კანონზომიერებად არ ჩამოყალიბდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Irakli
ნელნელა ინტრიგაც ბრუნდება :)
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა