იტალიის ჩემპიონატი მალე დასრულდება. ყველა ტურნირის ბოლოს საუკეთესოებს ასახელებენ. ფიფას ბოლო მუნდიალამდე ასეთი წესი ჰქონდა - ჯილდოს გადამწყვეტ მატჩში დამარცხებული ფეხბურთელი იღებდა, რითაც, გარკვეულწილად, ემოციები ბალანსდებოდა. ეს ახლა ლიონელ მესიმ შეცვალა...

სერია "ა"-ში მსგავსი არ ხდება. აქ ტრიუმფატორი "ნაპოლია". ქართველი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას აღიარების მილოდინში ვართ, ნიგერიელები - ვიქტორ ოსიმენის. კიმ მინ ჯესა თუ სტანისლავ ლობოტკას დამსახურებსაც ბევრი აღნიშნავს, კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოზე კი თითქოს ბევრს არ საუბრობენ. არადა, ის თავის საქმეს დიდებულად უძღვება, მისი არყოფნა გუნდს ძალიან ეტყობა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ტაქტიკურად. კაპიტანი, ფაქტობრივად, არ ისვენებს და მოტივაციის პრობლემა არც ტიტულის გაფორმების შემდეგ ჰქონია. ექნება მას პრეტენზია, ტურნირის საუკეთესოდ დაასახელონ?!

ჯოვანის პროფესიონალური კარიერა 2010 წელს, დაბალი ლიგის გუნდებში დაიწყო. 2017-18 წლებში მას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, "ემპოლიში" გადადის და გუნდს სერია "ა"-ს საგზურის მოპოვებაში ეხმარება.აქ მან 74 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. დი ლორენცო მეაპოლურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა. მათ ქვეყნის თასი მოიპოვეს და უფრო დიდმა გამარჯვებამაც არ დაახანა!..

დი ლორენცო ოჯახურ საკითხებშიც მოკრძალებულია და ბევრს არ საუბრობს. მისი მეუღლე კლარისა ფრანჩია. ისინი 9 წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ, ყველაფერი კი ქორწილით დასრულდა. 2020 წლის 9 მაისს მათი ბედნიერება აძურა დი ლორენცოს დაბადებით კიდევ უფრო შეივსო...

"ნაპოლის" კაპიტანი 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მისი დებიუტი აქ 2019 წელს შედგა. თუკი "სკუადრა აძურას" ტრიუმფისკენ სვლას გავიხსენებთ, დი ლორენცოს იქ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ფართო აუდიტორიას კი მისი გვარი ბევრად ნაკლებად ახსოვს, ვიდრე ჟორჟინიოსა თუ კიეზას...

29 წლის კაპიტანს საჩემპიონო სეზონში 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს, მისი თამაში კი უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები. ჯოვანი ის მოთამაშეა, რომლის არყოფნასაც ყოველთვის იგრძნობ, სხვა მუხტი და შემართება გააჩნია, რომელსაც გუნდს გადასცემს. გოლები მშვენიერი გააქვს, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას ასეთივე პასებიც ეხმარება. "აინტრახტთან" ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე გამორჩეული იყო - პენალტის ვერგამოყენების შემდეგ ქართველ გარემარბს უხასიათობა ეტყობოდა, ქუსლით შესრულებული ულამაზესი პასით კი კაპიტანს მატჩის შედეგი გადააწყვეტინა. "კვარას" "ასისტი" იყო "აიაქსთანაც", ასევე, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, როცა ჯოვანი ძალიან მაღლა ახტა და გაიტანა.

დი ლორენცო თამაშს ტრიუმფის შემდეგაც ისეთივე მომდომებით განაგრძობს, მისი ხასიათი ამის თქმის საშუალებას გვაძლევს!..

უვიცი
გადაუარა დი ლორენცოს ლეაუმ რა საუკეთესოობაზეა ლაპარაკი, მცველი და ისიც დირკა დაასახელო ჩემპიონატის საუკეთესოდ არ გამიგია.
ILIA
ჩვენი ბიჭი სამჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი. სხვას ასეთი შედეგი არ აქვს. ნეტა ეს არ ნიშნავს ავტომატურად მის დასახელებას სეზონის საუკეთესოდ? როგორ ფიქრობთ?
ჩემი აზრით
ხვიჩა,ოსიმნი,დი ლორენცო.სამივე ღირსია იყოს საუკეთესო და მათგან რომელიც არ უნდა დაასახელონ უსამართლო არ იქნება.
მწვრთნელი
ხვიჩამ უფრო ბევრი თამაში გადაარჩინა ნაპოლისთვის კრიტიკულ მომენტში ვიდრე დი ლორენცომ, ოსიმენმა და კიმმა! ხვიჩას მიერ სატურნირო ცხრილში მოპოვებული ქულები, რომ არა დღესაც ნაპოლი ჩემპიონობისთვის უნდა ბრძოლობდეს ლაციოსა და ინტერთან ერთად (იუვენტუს აღარ ვთვლი)! თუ ასე შეაფასებენ კვარაცხელია სეზონის საუკეთესო მოთამაშედ უნდა დასახელდეს!
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"გამიმართლა, რომ შენთან ერთად ვითამაშე" - დი ლორენცო კვარაცხელიას გამოემშვიდობა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ის სპალეტისთვის საოცნებო ფეხბურთელია" - ლუჩანო "ნაპოლის" კაპიტანს ართმევს?
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ამას მხოლოდ კონტე თუ მოახერხებდა" - "ნაპოლის" კაპიტანი სკუდეტოს მოგების შემდეგ
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა" - კასანომ "პარტენოპეის" ფეხბურთელზე ისაუბრა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა