ამერიკული ტურნედან დაბრუნებულმა "რეალმა" "ვალდებებასის" ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია ესპანურ მედიაში
ოიზილი: ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ

გუშინ "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი მედიას შეხვდა. შეხვედრაზე ვარსკვლავმა იმედი გამოთქვა, რომ ახალ სეზონში მისი გუნდი ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. "ახლა ჯერჯერობით სუპერთასის მატჩებზე არ ვფიქრობთ. ახლა დროა, ვიმუშავოთ, ხოლო ტრავმირებულები ბოლომდე გამოჯანმრთელდნენ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი მოვიგოთ ყველაფერი. ამიტომ მხოლოდ სუპერთასისთვის კი არა ყველა ჯილდოსთვის ვიბრძოლებთ".

იოზილი ახალწვეულთა თემას შეეხო: "ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგად ჩაებნენ მზადების პროცესი. ჩვენ მათ თბილად დავხვდით და ვხედავთ, რომ ისინი ახალ გარემოს მალე შეეგუენ", - თქვა იოზილმა - "მე და კაკა ერთმანეთს კარგად ვუგებთ მოედანზეც და მის გარეთაც. ჩვენს შორის ნამდვილი მეგობრული ურთიერთობაა, ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ და არ ვუშლით ხელს. დიდი სურვილი მაქვს კაკა "რეალში" დარჩეს და იმედია, ასეც იქნება. ნური და სამი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან გუნდში და კარგი იქნება, თუკი 14 აგვისტოსთვის ორივე მწყობრში იქნება".

რეალი ივსება და იცლება

ამერიკული ტურნედან დაბრუნებულმა "რეალმა" "ვალდებებასის" ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა, რომელმაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია ესპანურ მედიაში.

პირველად გუნდთან ერთად ივარჯიშა 19 ივლისს ამერიკაში დამტვრეულმა სამი ხედირამ. ჟოზე მოურინიომ გუნდი ორად გაჰყო და ტაქტიკური სქემები ამუშავებინა ფეხბურთელებს.

დღეს "რეალი" ბერლინის "ჰერტას" ამხანაგურ მატჩში შეხვდება. ამ მატჩისთვის მან 20 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა შორის არ არიან სერხიო რამოსი, ნური შაჰინი და ჰამით ალთინთოპი. არ იქნება არც ესტებან გრანერო, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. 20 ფეხბურთელში მოხვდნენ ბ გუნდის ("რეალ კასტილია") წევრები: კასადო, ნაჩო, ხესე და ხოსელუ.

სხვათა შორის, "რეალის" ვარჯიშზე არსად გამოჩენილა ლასანა დიარა. ვფიქრობთ, ფრანგ ნახევარმცველს "სამეფო კლუბში" ამიერიდან აღარ ვიხილავთ. ასევე მალე დატოვებს "რეალს" არგენტინელი ფერნანდო გაგოც - ის "ბოკა ხუნიორსში" ბრუნდება.

მარსელო ესპანელია

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო. ამიერიდან ის აღარ ითვლება გუნდის არაევროკავშირელ ფეხბურთელზე და ლიმიტი მას აღარ შეეხება: "ესპანეთის მოქალაქეობის მიღება ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავია. ამ დღეს კარგა ხანი ველოდი", - განუცხადა მარსელომ "რეალის" ოფიციალურ საიტს.

პედრო ლეონი ბრუნდება

"რეალის" ნახევარმცველმა პედრო ლეონმა რადიო "კადენა კოპეს" განუცხადა, რომ შეთანხმება მისი "ხეტაფეში" დაბრუნების შესახებ არსებობს. "ხეტაფეს" პრეზიდენტი ანხელ ტორესი თავად ეწვია "სანტიაგო ბერნაბეუს" ამ ტრანსფერის გასაჩარხავად. აქვე აღვნიშნავთ, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ნახევარმცველი შეიძლება წავიდეს "რეალიდან" - სერხიო კანალესს "ვილიარეალი" ეპატიჟება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა