გიორგი შერმადინი ესპანეთის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გასაკვირი არაა, რომ ქართველი ცენტრი ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა.

"ტენერიფეს" კალათბურთელმა ამის შესახებ თვითმფრინავში გაიგო, კუთვნილი პრიზი კი მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა გადასცა. 34 წლის კალათბურთელი მთელმა გუნდმა ტაშით დააჯილდოვა.

გიორგიმ აღნიშნული ტიტული მეორედ მოიპოვა, გამოცდილი მოთამაშე სეზონის MVP-ი პირველად 2020/2021 წლების სეზონში გახდა.

შეგახსენებთ, შერმადინი ლიგა ენდესას ჩემპიონატში საშუალოდ 14.4 ქულას, 5.4 მოხსნასა და 1.2 შედეგიან პასს აგროვებდა.

gulshematkivari0703
არამგონია თქვენი წერილი გიორგის წაეკითხოს თორემ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გიპასუხებდათ.. ისე რაც თქვენ დაწერეთ ეს ნამდვილად არის საქართველოში და ეს ძალიან ცუდია რბილად რომ ვთქვათ! ჩემი რჩევა იქნება,არ დანებდეთ და ყველაფერი იღონეთ ხმა რომ მიაწვდინოთ!
გივი
მე მივწერე შერმადინი ჩემი ბავშვის თაობაზე 209სმ სიმაღლის არის 17 წლის ბავშვი და გამოხმაურება ნული რადგან ჩემი გვარი საერთოდ არ ფიგურირებს კალათბურთთან.საერთოდ არ ახსოვს საიდან მოხვდა უპატრონო ბავშვს ხუხაშვილმა უპატრონა და მე რომ უპატრონო ვარ არ გატოკდა
ბესო
ვულოცავ გიორგის ამ დიდ წარმატებას მადლობა გიორგი შერმადინს ! ჩვენი ქვეყნის სიამაყეს ! მარსელინი მაგარი ტიპია ! როგორც თამაშებში ახუტებს ბურთს , ზუსტად ისე ჩაახუტა მვპ ის თასიც ...
მარი
იმ ჩემოიონატში სადაც მიროტიჩი,ლული, რუდი ფერნანდესი,ედი ტავარესი,სატორანსკი, იან ვესლი,მუსა თამაშობენ და ქართველი ხდება საუკეთესო, რაღაა სათქმელი!!!უბრალოდ ბრავოოოო შენ ეს დაიმსახურე!!!!!!!
ანი
ყველაზე სტაბილური და ამავდროულად, დაუფასებელი ქართველი სპორტსმენი!!!!!!!
იუვე-10
გენაცვალე ერის სიამაყევ! დიდი შედეგია 2 ჯერ თან ....წარმატებები ჩვენ ლომს
Joseph
მაგარი კაცი! კიდე გვასახელა!
gulshematkivari0703
გიორგი შერმადინი,ჩემი საყვარელი კალათბურთელი! ყველაზე თავმდაბალი,ყველაზე კეთილი და ყველაზე პატიოსანი ბიჭია! უბრალოდ დააკვირდით მის ქცევებს,რამხელა ბიჭია და როგორი მორცხვი,მშვიდი! უდიდეს პატივს ვცემ ასეთ პიროვნებებს! ქედს ვიხრი გიო შენს წინაშე,ვამაყობ,რომ ქართველი ხარ! ძალიან მიყვარხარ და გილოცავ ასეთ წარმატებას...
ბაჩო
ბრწყინვალე, სამაგალითო სპორცმენი, ცოტათი დაუფასებელიც, გაცილებით მეტი ეკუთვნის. მადლობა ამდენი წელი მუყაითი შრომისთვის, ნაკრებშიც ყოველთვის სულ და გულს დებ
გიორგი
ვახ როგორ გამახარე გიო!თან საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს!!!!გილოცავთ ყველას!!!

გუნდური სპორტიდან ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენი ხარ,ამდენი ინდივიდუალური პრიზი არც ერთ სპორტსმენს არ აქვს,პლიუს ორი ევროლიგა გაქვს მოგებული,ქართული კალათბურთის და სპორტის ლეგენდა ხარ!!!!!!
ჯონდო
მადლობა ასეთი სიხარულისთვის!!!
თენგაბი
გილოცავ გიორგი! ესპანეთში საუკეთესობა დიდი წარმატებაა. შენ საქართველოს სახე და სიამაყე ხარ! უფლის წყალობა და წარმატებები არ მოგკლებოდეს!
ლია
გილოცავ გიო,წარმატებებს გისურვებ მსოფლიოზე საქართველოსთან ერთად,დარწმუნებული ვარ იქაც წარმატებული იქნები!!!!!!!
გიორგი
გილოცავ გიო ჩვენი სიამაყე ხარ !!!
ილიავარ...
ეს კაცი არის საქართველოს სიამაყე, ადამიანი ეტალონი , უბრალო წესიერი და თავისი საქმის პროცესიონალი, დალოცოს ღმერთმა!
ნონა
გიო! გილოცავთ ამ დიდ აღიარებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი!
ბმბ
საამაყო ქართველი და სამაგალითო ადამიანი. ვამაყობთ გიო შენით!!!
ბუჯანგა
რამხელა სიხარულია..ვულოცავ გიოს ამ დიდ ჯილდოს უკვე მეორეჯერ..ყველაზე საუკეთესო ევროპულ ჩემპიონატში..შთამბეჭდავი საზეიმო პერფომანსი მოუწყევს..მშვენიერი სიურპრიზია..მრავალი წარმატება მიგველოცოს გიოსთვის..ამ ჯილდოზე ესპანეთის ჩემპიონობაც დაემატებინოს..
საბა
ყველაზე სტაბილური ქართველი სპორტსმენი,ყოველ წელს რაღაც მიღწევა აქვს!!!!
საქართველო უპირველესად
ლეგენდა ხარ გიო!!!გილოცავ საქართველო დამოუკიდებლობის დღე!!!!
მარი
რა მაგარიაააა!!გილოცავ გიო შენ ლეგენდებში ჩაეწერეე!!!!!!
მარი
რა მაგარიაააა!!გილოცავ გიო შენ ლეგენდებში ჩაეწერეე!!!!!!
Mr.kostaia
ყოჩაღ გიორგი, გილოცავ,ყოველთვის ძალიან გვახარებს შენი წარმატება, წარმატებები მსოფლიოზე შენ და სრულიად საქართველოს.
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა