"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის შემცვლელად გასპერინი, კონტე და ბენიტესი თუ სახელდებოდნენ, დღევანდელი მონაცემებით, ამასთან ყველაზე ახლოს ლუის ენრიკეა. გადაწყვეტილება საბოლოო არაა, თუმცა ჩვენ მაინც გვსურს, ესპანელი სპეციალისტი ახლოს გაგაცნოთ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი დამრიგებლის მიმართ საქართველოში ხომ დიდი ინტერესია.

ლუის ენრიკე 53 წლის ახლახან გახდა. ის მშვენიერი ფეხბურთელი იყო და მათ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც მოსისხლე მტერ "რეალიდან" პირდაპირ "ბარსელონაში" (ან პირიქით) გადავიდა. ლუჩოს, როგორც მას ეძახიან, პირველი გუნდი "ხიხონი" იყო. ის ამ ქალაქში დაიბადა კიდეც.

ლუის ენრიკეს სამწვრთნელო კარიერის სტარტიც და ყველაზე დიდი წარმატებაც "ბარსელონას" უკავშირდება. ის "ბლაუგრანას" მეორე გუნდში იწყებდა, რასაც "რომასა" და "სელტაში" მუშაობა მოჰყვა. პეპ გვარდიოლას დიდების ზენიტის შემდეგ, კატალონიურ გრანდში საშინელი პერიოდი იდგა და კაცს, რომელსაც შეტევის სიყვარულის გარდა, განსაკუთრებულ მწვრთნელობას მაინც ვერ დასწამებდი, "ბარსა" ანდეს.

ენრიკეს "ბარსას" გენიალური სამეული

ენრიკემ შთამბეჭდავი "ბარსელონა" შექმნა. თუკი გვარდიოლას გუნდი ტიკი-ტაკას ეფუძნებოდა, ახლა ისინი მინდვრის შუაში ბურთს უფრო ნაკლებად ათამაშებდნენ და მისით სამი სუპერშემტევის სწრაფად მომარაგებას ცდილობდნენ. მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო ძალიან ლამაზ სანახაობას გვთავაზობდა და ყველაფერი ეს შედეგებით მყარდებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებელი გამარჯვება და განცდა, რომ ამ უძვეველ გუნდს ვერავინ აჯობებდა. ყველაფერი ასე არ განვითარდა, რასაც ნეიმარის წასვლა და "ბარსელონას" ისევ კრიზისში გადაშვება მოჰყვა. ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასი თბილისში, "დინამო არენაზე" აღმართა.

ლუის ენრიკე "დინამო არენაზე"

53 წლის სპეციალისტს მალე ესპანეთის ნაკრები ჩააბარეს, რომელსაც ასევე დიდების შემდეგ, ჩავარდნა ჰქონდა. ლუისის თავს საშინელება დატრიალდა, მის 9 წლის ქალიშვილ ხანას სიმსივნე დაუდგინდა და "ფურია როხა" 7 მატჩის შემდეგ დატოვა. "ხანია, შენ იქნები ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს ოჯახს გზას გაუნათებს" - დაწერა ენრიკემ მას შემდეგ, რაც სიმსივნესთან 5-თვიანი ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა...

"ნაპოლის" მომავალმა სავარაუდო თავკაცმა ძალები მოიკრიბა და ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა. მათ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გააღწიეს, რასაც მუნდიალი მოჰყვა. გასაკვირი ის იყო, რომ ლუჩოს 4-3-3 უფრო სწორხაზოვანი გახდა, "ფურია როხა" ჯიუტად ცდილობდა ეთამაშა ის, რისი განხორციელება ხავი-ინიესტას გარეშე იოლად გასაშიფრი იყო და თუკი წინა მუნდიალზე იეროს გუნდი რუსებმა შეაჩერეს, კატარში ესპანელთა გზა მაროკოს ნაკრებმა გადაჭრა.

კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების კარის აღებისას

ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები ენრიკემ პირადად მაშინ ნახა, როცა "კვარას" გოლით თბილისში ესპანეთის ნაკრებს ვამარცხებდით, თუმცა საბოლოოდ (1:2) წავაგეთ. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, ლუჩოს "ნაპოლი" გარემარბებზე მეტად აქცენტირებული იქნება, როგორც ეს "ბარსაში" იყო და ქართველი ფეხურთელის სახით მას ამის ფუფუნება გააჩნია, თუ აქცენტს შუა ხაზში ბურთის კონტროლზე გააკეთებს. დიდი შანსია, ხვიჩას ბურთით სწრაფად მომარაგებაზე დიდი ძალისხმევა ჩაიდოს, კარგად ჩანს, ასეთ დროს ჩვენებური როგორი სახიფათოა და არა მაშინ, როცა რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში ბურთს კარიდან ზურგით მყოფს ერთგვარად მოვალეობის მოხდის მიზნით აწვდიან.

კვარაცხელიას თამაშს თუ ახალი ელემენტები სჭირდება, ლუის ენრიკე ამისთვის იქნებ იდეალური ვარიანტია, ოღონდ არა ისეთი, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე რომ ვიხილეთ!..

რევაზი გერმანიის ფანი
სტატიის მინუსებში კარგად ჩანს, რამდენს არ გიყვართ ბარსელონა და ესპანეთის ნაკრები. კომენტარით მაინც გამოხატეთ, რას არ ეთანხმებით, თანაც, სტატიაში ახსნილია რომ ლუის ენრიკე ახლა კაი ფორმაში არაა და იქნებ ხვიჩასგან ახალ ნეიმარს ქმნის, სულ მწვრთნელების დაწუნებაში რატმ ვართ?
ზურა
ჯერ დაინიშნოს და პროგნოზები მერე. რა გვიყვარს ქართველებს მოუკლავი დათვის ტყავის განაწილება
გიხაროდენ !
ავად ხარ *ნაციკო* ?
გიორგი
ძალიან საინტერესო და კარგი ანალიზია.ასე გააგრძელეთ.
Dato
Gvardiolas awyobili aghar iyo barsa ukan mieqaneboda, enrikem sul sxva fexburti atamasha barsas. Erterti yvelaze dzlieri gundi iyo rasac fexburts vuyureb(30weli). Enrike 1000 pass ar aketebs karshi dartymamde rasac pepi aketebda. Xvichastvis iqneba idealuri, sruli tavisufleba eqneba. Tu ramodenime karg fexburtels iyidian ligazec eqnebat shansebi. Kvaras enrike kontrshetevebze yvelaze magrad gamoiyenebs.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
არ მწამს ამ ენრიკეს წვრთნელობის რა. თვითონ ბარსელონაში არაფერი შეუქმნია. მოვიდა გვარდიოლას გამზადებულ აწყობილ გუნდში როცა იმათ უკვე კარიერის საუკეთესო წლების ბოლო ქონდათ და ლიგა მოიგეს. იმის მერე ბარსელონა საშუალო დონის გუნდია. ესპანეთშიც ჩანდა რო ეს არაფერი წვრთნელი არაა. კვარაცხელია თუ არ წავა ინგლიში 1 წელს უაზროთ დაკარგავს. და როგორც ჩანს დარჩება პატრონი არ ყავს მაგ ბიჭს. ფეხბურთელს რო ჯუხელს ჩააბარებს იმის მერე რას ელოდო კარგ. ტიპს გაუმართლა რომ ომი დაიწყო თორე ეს ბიჭი ჩალპებოდა რუსეთში 2024 წლამდე. რუს ხორებს უკვე აგორებული ქონდათ კამპანია არაფერი არ არისო და მოკლებული აქო და ვინ იყიდისო და ასე შემდეგ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა