"საქართველო ის გუნდი არ არის, რომელსაც ყოველდღე ვეთამაშებით. როდესაც ეს შეთავაზება მივიღეთ, მაშინვე ვთქვით – ეს ზედმეტად კარგი შესაძლებლობა იყო იმისათვის, რომ უარი გვეთქვა. აქ ყველაფერი განსხვავებულია – ჰავა, გარემო, კულტურა და ეს როგორც მორაგბეებისთვის, ასევე სტაფის წევრებისთვის, ცოდნის გაღრმავების კარგი საშუალებაა" – ამბობს მარკ მეიფლთოფი, ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელსაც დებიუტი უმცროს ბორჯღალოსნებთან "ავჭალაზე" 27 მაისს ჰქონდა .

ინგლისი ამბიციური გუნდია. 2008-19 წლებში მან 3-ჯერ მოიპოვა 20-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული, 6-ჯერ კი მეორე ადგილს დასჯერდა. 12 გათამაშებაში სულ სამჯერ მოხდა ისე, რომ ინგლისელები მედლების გარეშე დარჩნენ. ჯამში მათ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 9 მედალი აქვთ მოპოვებული, ჩემპიონობის რაოდენობით კი მხოლოდ ახალ ზელანდიას ჩამორჩებიან (6).

ახალგაზრდა ინგლისელებს საუკეთესო შედეგები აქვთ 20-წლამდელთა ექვს ერშიც, რომელიც 2008 წლიდან ტარდება. ინგლისელები ყველაზე მეტჯერ – 7-ჯერ გახდნენ ჩემპიონები. 2023 წლის ექვსი ერი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. გუნდმა ხუთიდან სამი თამაში მოიგო, თუმცა, ირლანდიისა და საფრანგეთის გარდა, პირველად ჩამორჩა იტალიას და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, რასაც მთავარი მწვრთნელის ცვლილება მოჰყვა.

ახლა მარკ მეიფლთოფის მიზანია, რომ უმოკლეს პერიოდში გააუმჯობესოს ინგლისელთა თამაშის ხარისხი, რათა ის კონკურენტუნარიანი იყოს სამხრეთ აფრიკაში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატზე (24 ივნისი – 14 ივლისი). ამისათვის მას ორი საკონტროლო თამაში აქვს საქართველოსთან – პირველი 27 მაისს, "ავჭალაზე" ჩატარდა. უმცროსი ბორჯღალოსნები თითქმის მთელი მატჩი დომინირებდნენ და დასკვნით 5 წუთში მიღებული ორი გარდასახული ლელოს გამო, საბოლოოდ, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 41:36.

"საქართველოსთან მეორე თამაში გველის და პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ძალიან მომეწონა შაბათის შეხვედრა. თავიდან ორი ლელო გავიტანეთ და გვეგონა, ლიდერის პოზიცია დავიკავეთ, მაგრამ საქართველომ არაჩვეულებრივად იბრძოლა. საბოლოოდ მაინც შევძელით პოზიტიური შედეგის მიღება. ეს იყო კარგი ტესტი ჩვენი მორაგბეებისთვის, რომლებმაც პირველად ითამაშეს ექვსი ერის ფარგლებს გარეთ, იმოგზაურეს სხვა ქვეყანაში და შეხვდნენ უცნობ, ძალიან კარგ გუნდს. ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო და მოუთმენლად ველი ხუთშაბათის შეხვედრას" – აღნიშნავს მეიფლთოფი.

რა მოეწონა ინგლისელთა მწვრთნელს ყველაზე მეტად ქართველების თამაშში? – "ყოველგვარი ეჭვის გარეშე – ეს იყო ძალისმიერი ბოჭვები და კონტაქტის არე, – ამბობს ის და განაგრძობს. – თქვენ, ქართველები, ალბათ ამაყობთ ფიზიკურობით; ჩვენთვის ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაურთულო ამოცანა მეტოქეს. მაგრამ სპორტსმენად ყოფნის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ გიწევს გამოსავლის ძებნა თამაშის მსვლელობისას და ჩვენმა მორაგბეებმა ნამდვილად დიდი დრო დახარჯეს მეტოქესთან მორგებაზე. მართალია, მატჩის ბოლო 15-20 წუთში მივხვდით, რა ხდებოდა, მაგრამ ამ მომენტისთვის სარისკო მდგომარეობაში ვიყავით. თუმცა სასიამოვნოა, რომ ეს დაბრკოლება დავძლიეთ და თამაში დამაჯერებლად დავასრულეთ".

ერთდღიანი დასვენებისა და აღდგენის შემდეგ ინგლისელებმა 1-ელ ივნისს გასამართი შეხვედრისთვის მზადება "რაგბი პლატოზე" განაახლეს. მომავალი მატჩი, სტუმრების თხოვნით, 16 საათზე, "ავჭალაზე" დაიწყება.

"30-კაციანი გუნდით ვართ ჩამოსული. გვინდოდა ყველასთვის მიგვეცა თამაშის საშუალება. ჩვენი მორაგბეებიდან ამ დონეზე თამაშის გამოცდილება ბევრს არ ჰქონდა, რადგან ექვსი ერის ფარგლებში მოედანზე თითქმის არ გასულან. ვეცდებით, საქმეში ყველა მოთამაშე გამოვცადოთ, ყველას მივცეთ გამოცდილების მიღების საშუალება, რაც გუნდის განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მეტოქეზეც – ისინიც თამაშიდან თამაშამდე სწავლობენ და იზრდებიან" – აღნიშნა მეიფლთოფმა.

წყარო: Rugby.ge

სოსო
ღმერთო!ინგლისელების მწვრთნელი რომ გამოცდილებასა და ახლის ნახვაზე დაიწყებს ლაპარაკს,ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ!მეორე მხრივ,ცოტა განწყობა გამიფუჭა მისმა სიტყვებმა,რომ ამ ბიჭებს,არავითარი სანაკრებო გამოცდილება არა აქვთ!-ესე იგი,ამ ნაკრებიდან სულ რამდენიმე შეიძლება მოხვდეს ჩემპიონატზე და არც გუნდი ყოფილა შეთამაშებული.ასეა თუ ისე,ჩვენი ნაკრებიც გაძლიერდება და რაც ვნახეთ,არც ესენი იქნებიან,ვინმესათვის საჩუქრები.არ ვიცი რა ადგილს დავიკავებთ,მაგრამ ჩვენი ნაკრები თვალსასეირო თამაშს რომ აჩვენებს და ყველასთან ბოლომდე იბრძოლებს,ამაში ეჭვი არ მეპარება!
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია