ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი მოახლოებულ ქალთა ევროპის ჩემპიონატზე სამუშაოდ მიიწვიეს. 15-25 ივნისს ევრობასკეტი 2 ქვეყანაში, ისრაელსა და სლოვენიაში გაიმართება. რატიშვილი, რომელსაც ევრობასკეტზე მუშაობის და ზოგადად, დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს, ჯგუფური ეტაპის მატჩებს ისრაელში მოემსახურება, რის შემდეგაც სლოვენიაში გაემგზავრება და პლეი-ოფის მატჩებზე იმუშავებს.

რატიშვილს 2019 წლის ქალთა ევრობასკეტზე ლატვიასა და სერბეთშიც უმუშავია, სადაც ჯგუფური ეტაპის თამაშებთან ერთად ნახევარფინალს (ესპანეთი – სერბეთი) და მე-3 ადგილისთვის მატჩს (სერბეთი – დიდი ბრიტანეთი) მოემსახურა. სიტყვა წარსულ თამაშებზე ჩამოვარდა და გადავხედოთ რატიშვილის კომისრის (ასევე, ტექნიკური დელეგატის) კარიერას, რომლის განმავლობაშიც საკმაოდ ბევრი – 343 მატჩი დაგროვდა.

მერაბ რატიშვილი თავისი 14-წლიანი საერთაშორისო კარიერის განმავლობაში მოემსახურა მსოფლიოს 2019 და 2023 წლების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის 13 მატჩს, ხოლო 2021 წლის ევრობასკეტის 4 საკვალიფიკაციო შეხვედრას. ცხადია, მისი კარიერული მატჩების უმეტესობა საკლუბო ტურნირებზე მოდის, რომლებშიც ფიბას მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირის მატჩები ფიგურირებს.

რატიშვილი საკუთარ გამოცდილებას, ცხადია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსაც ახმარს და საერთაშორისო მატჩებისგან თავისუფალ დროს სუპერლიგისა და “ა” ლიგის შეხვედრებზე მუშაობს. სწორედ ის მოემსახურა 2 დღის წინ დასრულებულ სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრას.

GBF.GE

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
რატიშვილი ბაქოში გაასამებს
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება