რუსები მსოფლიო თასისთვის სოჭში ემზადებიან და როგორც ყველა გუნდი, ისინიც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ზრუნავენ
ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ოცი ქვეყნის ნაკრებს შორის ერთი დებიუტანტია. რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა.

ჩვენი ჩრდილოელი მეზოებლები ორ კვირაზე მეტია ქვეყნის სამხრეთში, სოჭში ემზადებიან და როგორც ყველა გუნდი, ისინიც ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ზრუნავენ. რუსთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საწვრთნელ შეკრებაზე 34 მორაგბე იახლა. გუნდში არ არიან ინგლისურ კლუბებში გადაბარგებული ანდრეი ოსტრიკოვი და ვალერი არტემევი, რომლებიც ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან.

ნერუშმა იმ სამი ქართველიდან, რომლებმაც მსოფლიოს თასის შესარჩევში ითამაშეს რუსეთის ნაკრებში, სოჭში მხოლოდ ვალერი ცნობილაძე გამოიძახა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მას ახალ ზელანდიაში გამგზავრება გარანტირებული აქვს.

ახლახან რუსეთის ნაკრების ბანაკს სოჭში რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური ჩემპიონი ხაჯიმურატ გაცალოვი, მსოფლიოს ჩემპიონი დენის ცარგუში და ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ხაჯიმურატ მაგომედოვი ეწვივნენ. მოჭიდევეებმა მორაგბეებთან ერთად ივარჯიშეს.

აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ნაკრები სავარჯიშოდ ბრიტანეთში გაემგზავრება. სადაც იქაურ კლუბებთან რამდენიმე საწვრთნელ მატჩს გამართავს. 12 აგვისტოს "დათვები" "ნორსჰემთონს" დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის მერე "ნიუპორტს" ეთამაშებიან. 26 აგვისტოს კი მეტოქე "გლოსტერი" იქნება.

რუსეთის ნაკრები

შერკინება: ვალერი ცნობილაძე, ალექსანდრ ხროკინი, არტიომ ფატახოვი, ალექსეი ტრავკინი, ანდრეი ტემნოვი, ებგენი პრონენკო, ივან პრიშეპენკო, სერგეი პოპოვი, ალექსეი პანასენკო, ვლადისლავ კორშუნოვი, ვიქტორ გრესევი, ვიაჩესლავ გრაჩოვი, ანდრეი გარბუზოვი, ალექსანდრ ვოიტოვი, ვლადიმირ ბოტვინნიკოვი.

უკანა ხაზი: დენის ანტონოვი, მიხაილ ბაბაევი, ვლადმირ ბოლტენკოვი, ანდრეი ბიკანოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ გალინოვსკი, იგორ კლუჩნიკოვი, ვლადიმირ კონდრაშოვი, ანდრეი კუზინი, კირილ კუშნარიოვი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ნიკიტა მედკოვი, კონსტანტინ რაჩკოვი, მიხაილ სიდოროვი, ალექსანდრ შაკიროვი, რუშან იაგუდინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა