ვროპის ჩემპიონი ვანო მამისაშვილი (55 კგ) ტრაბზონში ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ოქროს ვინ ჩივის, საერთოდ უმედლოდ დავრჩით
პირველ რეპორტაჟში დაგპირდით, რომ ფესტივალის ოგანიზაციულ ნაკლოვანებებზე მაშინ ვისაუბრებდით, როდესაც თამაშები ძალას მოიკრებდა, თუმცა ეს აქ იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ვეჭვობ, რამე გამოსწორდეს.

ერთადერთი რაც მეტ-ნაკლებად გამართულად მუშაობს ეს ტრანსპორტია. ოლიმპიური სოფლიდან ავტობუსები სპორტულ ბაზებზე და პირიქით 30 წუთის ინტერვალით მოძრაობს, მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. მძღოლების უმეტესობამ გზა არ იცის და მათ მოხალისეების დახმარება სჭირდებათ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოფლიდან ყველა არენა საკმაოდ მოშორებითაა და მინიმუმ 30-40 წუთის სავალზეა.

ახალგაზრდულ ფესტივალს ტრაბზონში 1300-ზე მეტი მოხალისე ემსახურება, მაგრამ რად გინდა - გარდა იმისა, რომ ენობრივი ბარიერია და ინგლისური არ იციან, თუ გაგიმართლა და რაიმე გააგებინე, მაინც ვერაფრით დაგეხმარება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოდგენა არ აქვს. მოკლედ, "ვოლონტიორებში" ფრაზა I don’t know საკმაოდ პოპულარულია.

კვების მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა. თურქული სამზარეული ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. სოფლის სასადილო ერთდროულად 700 კაცს იტევს.

ზემოთ სპორტული ბაზების სიშორეს გავუსვით ხაზი და ამ მხრივ ძიუდოს დარბაზი ნამდვილად გამორჩეულია. რატომ გადაწყვიტეს მასპინძლებმა ძიუდოს ტურნირის სოფელ ოფში ჩატარება, რომელიც ტრაბზონიდან ზუსტად საათის სავალზეა, ყველასათვის გამოცანად რჩება. იხუმრეს კიდეც ჩვენმა ძიუდოისტებმა, პირველი დღის ასპარეზობის შემდეგ - აქედან ბათუმში უფრო მალე ჩავალთ, ვიდრე უკან ტრაბზონშიო.

შეჯიბრებებზე ხშირად ოქმები იგვიანებს, ძიუდოს ტაბლო რამდენჯერმე მწყობრიდან გამოვიდა, ინტერნეტის პრობლემაც არის, მთავარ პრესცენტრში ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიუწვდომელია, ჩოგბურთში კი სულაც ტურნირის მთავარმა დელეგატმა კენჭისყრის ჩატარებას ვერ მოაბა თავი და მოთამაშეებმა უშუალოდ კორტზე გასვლამდე შეიტყვეს მეტოქეთა ვინაობა. მისიის ხელმძღვანელთა ოფიციალურ შეხვედრებზე დელეგაციებს ვერც ერთ საკითხზე კონკრეტულ პასუხს ვერ აძლევენ. მოკლედ, სრული ქაოსია.

საქართველოს დელეგაციის წევრები სოფელ ოფისკენ იმ იმედით გავემგზავრეთ, რომ მიმდინარე ფესტივალზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდებოდა. ამის რეალური საფუძველიც გვქონდა, რადგან ვანო მამისაშვილი (55კგ) ტრაბზონში ევროპის ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა და ფავორიტადაც სამართლიანად ითვლებოდა. თუმცა ოქროს ვინ ჩივის, საერთოდ უმედლოდ დავრჩით.

პირველად გულმა რეჩხი მაშინ გვიყო, როდესაც მამისაშვილმა I წრეში იტალიელ ედუარდო ბუჩისთან დამატებით დროში გაჭირვებით მოიგო. თითქოს აგრესია აკლდაო და გამოფიტული იყო. ეტყობოდა ფიზიკურ კონდიციებშიც მოისუსტებდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ვანო ასეთი ჭიდაობით შორს ვერ წავიდოდა.

სამწუხაროდ, ასეც მოხდა. იგი 1/4ფინალში ბელარუს დიმიტრი მინკოვთან შეხვედრის დამთავრებამდე სამი წამით ადრე ვაზარზე დაეცა. დამამშვიდებელში მამისაშვილმა ბულგარელ ვალინტინ ალიპიევს და პოლონელ პაველ ვავრიჩეკს მოუგო და რეპეშაჟის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც უკრაინელ პავლო სკოპნენკოსთან დამარცხდა. წაგებით ვის არ წაუგია, მაგრამ ევროპის ჩემპიონისგანასეთ უსუსურ ჭიდაობას არავინ მოელოდა.

უმჩატეს წონაში ზვიად ხუბულურმა პირველ წრეში სერბი ფილლიპ ნურკიჩი კი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ სადიკ მაჰარმადოვთან ვეღარაფერს გახდა. სამწუხაროდ, მან ვერც რეპეშაჟში იყოჩაღა. თავდაპირველად ესპანელ დანიელ სანტიაგოს მტკივნეული ილეთი გაუკეთა, მაგრამ შემდეგ ბელგიელ ქარიმ მაეკელბერგთან ბოლო წამზე შებოჭვაზე მოჰყვა და ბრინჯაოს მედლის შანსიც გადაეწურა.

ერთადერთი გუშინ ძიუდოზე სასიამოვნო რაც მოხდა ეს ქართველი რეფერის, ვლადიმერ ნუცუბიძის კარგი მსაჯობა იყო. ორგანიზატორებმა მას 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის გაძღოლა დაავალეს, რასაც ნუცუბიძემ თავი იდეალურად გაართვა.

ველოსიპედისტებმა 9 კილომეტრზე ინდივიდუალურ რბოლაში იასპარეზეს. ბექა ნარეკლიშვილი 81-ე, ხოლო დიმიტრი ხოსიაური 55-ე იყო 96 მონაწილეს შორის.

ცურვაში თეიმურაზ კობახიძე საკუთარ შედეგებს დღითი-დღე აუმჯობესებს. გუშინ მან 100 მეტრ ბატერფლაიში მოსინჯა ძალები და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. საბოლოოდ 58,80 შედეგით მე-16 ადგილზე გავიდა. ნიშანდობლივია, რომ კობახიძე პირველია, ვინც ქართველთაგან ახალგაზრდულ ფესტივალებზე ცურვაში ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ბოლოს დავძენთ, რომ გუშინ ძიუდოს დარბაზში სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჰიკს შეხვდა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როგორც იცით, ჰიკი საქართველოს დიდი მეგობარია და ჩვენი ძიუდოისტების წარუმატებლობაც გულწრფელად ეწყინა.

კახა ბერიძე ტრაბზონიდან

likuna
იცით რაა??
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს