საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი და საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების წარმომადგენლები გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს შეხვდნენ. შეხვედრა ჩატარდა საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების, კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მშობელთა საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით.

შეხვედრას ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის საკალათბურთო კლუბ "ივერიონის" ხელმძღვანელობა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეგიონური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საკალათბურთო წრე გაიხსნა, რომლის წარმატებულად ფუნქციონირებისთვის თბილისიდან ანალოგიური პროფილის საკალათბურთო გუნდის ხელმძღვანელები გამოცდილების გასაზიარებლად სტუმრობდნენ. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის აუტისტური სპექტრის მქონე შშმ პირთა გუნდის წევრებს სპორტული ფორმები და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი გადასცეს.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში